საკითხავი დამრიგებლებისთვის და არა მხოლოდ...

1. კლასის ხელმძღვანელის მუშაობის გეგმა

კლასის დამრიგებელი,  ესგ-ს თანახმად,  ინიშნება სკოლის დირექციის მიერ მე-5 კლასიდან  (არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც).

სასურველია, რომ მომავალი კლასის ხელმძღვანელი წინასწარ გაეცნოს კლასის მოსწავლეებს.  კერძოდ,  ის უკვე მე-4 კლასში უნდა იწყებდეს სასწავლო მეცადინეობებზე დასწრებას.  აკვირდებოდეს და ეცნობოდეს მოსწავლეებს უშუალოდ, თვალყურის დევნებით და კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან საუბრით.

კლასთან წლის მანძილზე მუშაობისას კლასის დამრიგებელს ესაჭიროება სადამრიგებლო გეგმა  (იგივე კლასის გეგმა), რომელსაც ის ადგენს საერთო-სასკოლო გეგმის საფუძველზე. სასურველია,  გეგმა შედგეს ერთი თვით ადრე მაინც სასწავლო წლის დაწყებამდე.
გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა სახის ღონისძიებანი. კერძოდ, კლასის ხელმძღვანელის მიერ

  • მოსწავლის წარმატებასა და ყოფაქცევაზე ყოველდღიური დაკვირვების ორგანიზაციისათვის
  • მოსწავლეთა საოჯახო პირობების შესწავლისათვის
  • მოსწავლის ინდივიდუალურ თავისებურებათა შესწავლისათვის
  • ინფორმაციის მოსაპოვებლად მოსწავლეთა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში გაწევრიანების შესახებ
  • მოსწავლეთა მშობლებთან კავშირის დამყარებისა და მათთან ერთობლივ კავშირში  მოსწავლეებზე აღმზრდელობითი ზემოქმედების განხორციელებისათვის.  

ამ გეგმის საფუძველზე უკვე კლასის ხელმძღვანელი ჩვეულებრივ უნდა ადგენდეს ყოველი კვირის სამუშაო გეგმა
კვირის გეგმაში უნდა იქნას შეტანილი კონკრეტული, გულდასმით მოფიქრებული ღონისძიებანი მათი შესრულების ვადების ჩვენებით,
კვირის გეგმები იწერება ცალკე რვეულში, სადაც კლასის ხელმძღვანელი თავის შენიშვნებს აკეთებს ღონისძიებათა შესრულების შესახებ. 
ეს რვეული ინახება კლასის ხელმძღვანელთან.


2. დამხამრე ელექტრონული მასალები

ქვემოთ მოცემული ვებ-გვერდები კლასის დამრიგებლებს ძალიან გამოადგებათ. გთხოვთ, გაეცნოთ. თუ ცოტა იმპროვიზების უნარიც გაქვთ და შემოქმედებითადაც იწვით - თქვენ შეგიძლიათ მათი გადაკეთება (საავტორო უფლებების სრული დაცვით, რასაკვირველია)  და  თქვენი კლასის საჭიროებებისათვის მორგება.
გისურვებთ წარმატებებს.

1. დამრიგებელი
2. სადამრიგებლო საათის პროგრამა V-IX კლასების დამრიგებლებისთვის
3. რუსული გვერდი სპეციალურად კლასის დამრიგებლებისთვის
4. ისევ კლასის დამრიგებლისთვის და ისევ რუსული გვერდი
5. ედუარდ დე ბონო. ინტელექტი და გონებრივი შემოქმედება
6. ზანიმატიკა
7. კლასის საათი. (ერთი გეგმის ნიმუში)

Комментариев нет:

Отправить комментарий