კლასის დამრიგებლისთვის საჭირო დოკუმენტები და სხვა რესურსები

         
                                                    ⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔

          დამრიგებლის დებულება
    საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს 
    • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 
    • ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის და 
    • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 

    მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.



    დამრიგებლის მუშაობის მიზანი

    1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში მოსწავლეთათვის  დახმარების გაწევა;  
    2. მოსწავლეთა პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარება;
    3. მოსწავლეთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში ხელშეწყობა;
    4. მოსწავლეებში დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების განვითარება; 
    5. მოსწავლეების მიერ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში ხელშეწყობა. 

    ⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔


    დამრიგებლის მუშაობის პრინციპები

    ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობის მიმართულება პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ;

    ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - მოსწავლის შინაგანი ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო  პირობების შექმნა;

    გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება -მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა სხვადასხვა აქტივობებში. მაგ: (ზეიმები, კონკურსები, საღამოები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) მოსწავლეთა ჩართულობა აქტივობების დაგეგმვასა და წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. მოსწავლეთა ინტერესების მაქსიმალურად გაითვალისწინება;

    დ) თანამშრომლობა  მოსწავლეებთან ურთიერთობა თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთნდობის საფუძველზე.

    ⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔

  •  დამრიგებლის მოვალეობები

    ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს  მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);


    ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი (დაწყებით და საბაზო საფეხურზე);

    გ) დაეხმაროს მოსწავლს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლმის გადაჭრაში;

    დ) იყოს შუამავალი მოსწავლმშობლსა და მასწავლებეს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;

    ე) რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი;

    ვ)  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

    ზ)  გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;

    თ)  გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. 

    ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ

                                                               ⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔




დამრიგებლის მუშაობის პრინციპები და ვალდებულებები ესგ-ს მიხედვით


მოსწავლის მოკლე დახასიათება

დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს ოსწავლის ძლიერი მხარეებიმისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებშისპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებშიმოსწავლის აკადემიურიფიზიკურიემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხებირომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის;


⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔

დახასიათების ნიმუში:


მოსწავლე -----------------------------------
დაბადებული ------------------ წელს ,   მცხოვრები --------------------------  ქუჩა N --- 
სწავლობს  სსიპ ----------------------------- N-- სკოლის  --- კლასში

მან  სასწავლო წლის მანძილზე თავი გამოიჩინა როგორც მონდომებულმა და უნარიანმა ახალგაზრდამ.  სწავლას ეკიდება პასუხისმგებლობითყველა საგანში აქვს წარმატებული ან წარჩინებული შეფასება.  უყვარს ლიტერატურამათემატიკაგანსაკუთრებით აღმერთებს ჰუმანიტარულ  დისციპლინებს.
ის გაკვეთილებზე გამოირჩევა სანიმუშო დისციპლინითარის ორგანიზებულიაკურატულიმოკრძალებულითანაკლასელთა და  თანატოლთა შორის სარგებლობს კარგი ავტორიტეტით.  არის ტოლერანტული და მეგობრულიაფასებს საკლასო კოლექტივის აზრსთანატოლებს ეპყრობა კეთილგანწყობით.
იგი წარმოადგენს მხატვრული თვითმოქმედების აქტივობების აქტიურ მონაწილეს და ინიციატორს როგორც საკლასოასევეკლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებებში.
პედაგოგებს ეპყრობა თავაზიანად.  
კეთილსინდისიერად ეკიდება ყოველგვარ შრომით საქმიანობას და  დაკისრებულ  დავალებას.
მოსწავლის აღზრდაზე ზრუნავს ორივე მშობელი.

სკოლის დირექტორი:                                                /---------------------------/
კლასის დამრიგებელი:                                             /---------------------------/



⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔⇔





Комментариев нет:

Отправить комментарий