среда, 3 января 2024 г.

მშობელთა შეხვედრის რეგულაციები

კლასის მშობელთა შეხვედრების (ე.წ. კრებების)  შესახებ 

მშობელთა კრება კლასში მშობელთა უმაღლესი თვითმმართველი ორგანოა

მშობელთა კრების მოწვევა სავალდებულოა  წლის მანძილზე მინიმუმ  5-ჯერ მაინც: 

  1. სასწავლო წლის დასაწყისში 

  2. I  სემესტრის შუალედში.

  3. I  სემესტრის ბოლოს

  4. II სემესტრის შუალედში 

  5. წლის ბოლოს

საჭიროებისამებრ შესაძლებელია დამატებითი კრების მოწვევა.  კრებების რაოდენობა განსაზღვრული არ არის. 

2. მშობელთა კრების ფუნქციები

- ადგენს კლასში მშობელთა მუშაობის ძირითად მიმართულებების, ურთიერთობის ფორმებს კლასის დამრიგებელთან, საგნის მასწავლებლებთან და მოსწავლეთა თვითმმართველობასთან. 

- ირჩევს კლასის მშობელთა კომიტეტს.

-ანაწილებს მშობლებზე ფუნქცია-მოვალეობებს, საჭიროების შემთხვევაში ირჩევს კომისიას გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად. 

- განიხილავს თვითმმართველი ორგანოების გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

- წყვეტს მშობლის მონაწილეობის საკითხებს კლასის ცხოვრების მენეჯმენტში, განიხილავს სასკოლო აქტივობების დოკუმენტაციას და გამოთქვამს თავის შეხედულებებს მათ შესახებ;

- ისმენს მოხსენებას კლასის მშობელთა კომიტეტის მუშაობის, მისი კომისიების მუშაობის შესახებ და აძლევს შეფასებას

- მსჯელობს მშობლების წინადადებებზე კლასში სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით;

- განიხილავს მშობლების პედაგოგიური თვითგანათლების ორგანიზების საკითხებს;

- ამტკიცებს გაჭირვებული ოჯახებისთვის მატერიალური და ფინანსური დახმარების გაწევის წესსწყვეტს ფინანსური ფონდის შექმნის საკითხს კლასის მოსწავლეთათვის დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებისა და  აქტივობების საჭიროებებისათვის. 

- იღებს ზომებს სასწავლო დაწესებულებაში მშობლების სოციალური მუშაობის სტიმულირების მიზნით.

3. მშობელთა კრების ჩატარების წესი.

3.1 კლასის დამრიგებელი ვალდებულია საფუძვლიანად მოიფიქროს და მოამზადოს შეხვედრისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი.

3.2 თითოეულ კრებას სჭირდება საკუთარი "სცენარი" - წინასწარ შედგენილი გეგმა შესაბამისი პარამეტრებით, რეკომენდაციებით და რჩევებით.

3.3 შეხვედრის ჩატარების მთავარი მეთოდი დიალოგია.

3.4 მშობლებს შეხვედრის თარიღამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე უნდა ეცნობოს დამრიგებლის მიერ მშობელთა კრების ჩატარების თარიღი, ადგილი და დღის წესრიგი.

3.5 მშობელთა კრების ჩატარების შესახებ  შეხვედრამდე მინიმუმ 4 დღითადრე მაინც უნდა ეცნობოს სკოლის ადმინისტრაციას თარიღი და დღის წესრიგი.

3.6 საგნის მასწავლებლები უნდა დაესწრონ მშობელთა კრებას კლასის დამრიგებლის მოწვევით.

3.7. კლასის დამრიგებელმა უნდა ჩამოაყალიბოს საგნის მასწავლებელთა შეხვედრაზე მოწვევის მიზანი.

3.8 კლასის მასწავლებელი კრების წინა დღეს წყვეტს საორგანიზაციო საკითხებს  (გარდერობის-ტანსაცმლის შენახვის ადგილი,  შეხვედრის ორგანიზება,  კაბინეტის მომზადება).

3.9  კლასის დამრიგებელი მშობელთა კრების მეორე დღეს აცნობებს სკოლის დირექტორის მოადგილეს ინფორმაციას კრების შედეგების შესახებ, შეხვედრაზე მშობლების მიერ წამოჭრილ საკითხებსა და პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე. 

3.10 კრება შეიძლება გაგრძელდეს  20 წთ-დან მაქსიმუმ 1,5 სთ-მდე. 

4. მშობელთა კრების ჩატარების პრინციპები

4.1 მშობლების შეხვედრა არ არის მხოლოდ ოჯახსა და სკოლას შორის  კომუნიკაციის ფორმა, ეს არის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინფორმაციის მიღების ადგილი და საუკეთესო პლატფორმა საკუთარი გამოცდილების და ბავშვებთან ურთიერთობის გასაზიარებლად. 

4.2 შეხვედრაზე მშობლებმა უნდა იგრძნონ პატივისცემა საკუთარი თავისადმი, დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ კრებაზე არ იქნება უტაქტო საუბრები.

4.3 ოჯახსა და სკოლას აქვს ერთი და იგივე პრობლემები და საზრუნავი - ეს არის ბავშვების პრობლემები და ბავშვებზე ზრუნვა. მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შეხვედრების ამოცანაა ერთობლივი გადაწყვეტილებების ძიება.

მშობელთა  კრების  ფუნქციები? 

1) მშობლებისათვის სკოლაში სასწავლო პროცესის შინაარსისა და მეთოდოლოგიის გაცნობა (გამოყენებული სასწავლო გეგმის მახასიათებლები,  სწავლების მეთოდები, კლასგარეშე აქტივობების შესახებ თხრობა, არჩევითი მასალების, წრეების და ა..);

2) მამებისა და დედების ფსიქო - პედაგოგიური განათლება, რაც გამოიხატება მშობლების ინფორმირებაში კონკრეტული ასაკის თავისებურებების, ბავშვებთან წარმატებული ურთიერთობის პირობების შესახებ და ა..;

3) მშობლების ჩართვა ბავშვებთან ერთობლივ ღონისძიებებში (კლასგარეშე აქტივობები - კონკურსები, ექსკურსიები, ლაშქრობები და ა. .);

4) ორგანიზაციული საკითხების ერთობლივი გადაწყვეტა (საკვები, საათი, დისციპლინა და სხვა პრობლემები).

მშობელთა შეხვედრის ტიპისა და ფორმის არჩევანი დამოკიდებულია კრების თემასა და მიზნებზე.

შეხვედრები შეიძლება ჩატარდეს

  • ლექციის სახით (ლექტორის როლში - მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ექიმი), 

  • დისკუსიებად

  • ჯგუფებში მუშაობის სახით, სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით და ა.

  • ყველაზე ხშირად, გამოყენებულია მშობელთა კრების ტრადიციული ფორმა - კლასის დამრიგებლის მიერ პრეზენტაცია,  რომელსაც მოჰყვება მშობლების შეკითხვებზე პასუხები.

მშობელთა კრების ტიპები

  • ორგანიზაციული  (მიძღვნილი, მაგალითად, ბავშვების მოსალოდნელი ექსკურსიის შესახებ ან მომზადება მრავალდღიანი ლაშქრობისთვის), 

  • შეხვედრები ფსიქოლოგიური და პედაგოგიური განათლების გეგმის მიხედვით (მაგალითად, ლექცია ფსიქოლოგის მონაწილეობით, მოზარდებთან წარმატებული კომუნიკაციის პირობების შესახებ), 

  • თემატური, შეხვედრა-დისკუსიები სასწავლო პროცესის თანმხლები პრობლემების მოსაგვარებლად

  • შემაჯამებელი (სემესტრული) და ა.


მშობელთა კრების თემა, ჩვეულებრივ,  დამრიგებლის მიერ განისაზღვრება და მათი განხილვა შესაძლებელია მშობელთა კომიტეტში.

თემა შეიძლება განვსაზღვროთ წინასწარ წაკითხული ფსიქოლოგიურ - პედაგოგიური წიგნებიდან, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან, საგნის მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციით.

აუცილებელია, წინასწარ სპეციალისტებთან შეთანხმება, რომლებიც დაგეხმარებიან კრების ჩატარებაში, ეს შეიძლება იყოს საგნის პედაგოგი, სოციალური პედაგოგი, სკოლის ფსიქოლოგი, სამედიცინო მუშაკი და სხვა. ძალიან კარგია, თუ მშობლებს ჩავრთავთ შეხვედრის მომზადებაში. თუ გეგმა მოიცავს მშობლის გამოსვლას, აუცილებელია, ზოგადად, სიტყვის ძირითადი თეზისებისა და მიმართულებების განხილვა.

მშობელთა განათლება-პედაგოგიზაცია შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით ჩატარდეს. მაგ: ლექცია,  ინდივიდუალური შეხვედრა, კონფერენცია, პრაქტიკუმი, ტრენინგი, სემინარი,  ერთობლივი კითხვა,  დისპუტები და დისკუსიები, მშობელთა კუთხე, როლური თამაში, ინტერაქტიური ურთიერთობები, ღია გაკვეთილები, ოჯახში სტუმრობა, შემოქმედებითი შეხვედრები, როდესაც ბავშვები უჩვენებენ მშობლებს თავიანთ შემოქმედებას, სპორტულ მიღწევებს, გამოყენებით უნარებს  და ა.შ. ასეთი შეხვედრები მშობლებისთვის სკოლაში  შეიძლება ჩატარდეს საკმაოდ ხშირად (მაგ: თვეში ერთხელ).

შეხვედრის მომზადება:

• განსაზღვრეთ შეხვედრის თემა, ძირითადი პრობლემა და მიზნები;

• დაააზუსტეთ რეგლამენტი,  იფიქრეთ  შეხვედრის მსვლელობაზე

• გაუგზავნეთ თავაზიანი მოსაწვევები მშობლებს, სადაც მითითებულია შეხვედრაზე დასმული საკითხები;

• იფიქრეთ იმაზე, თუ სად განათავსებენ ზედმეტ ჩასაცმელს (განსაკუთრებით, ზამთრის ჩასაცმელს),  ვინ და როგორ შეხვდება მათ სკოლაში;

• იფიქრეთ საგამოფენო ან საინფორმაციო მასალაზე;

• დაადგინეთ, რომელი სპეციალისტების მოწვევა შეიძლება;

იფიქრეთ საკუთარ გარეგნობაზე. ეს  მნიშვნელოვანი დეტალია: თითოეული ასეთი შეხვედრა ხომ ღონისძიება და ცოტაოდენი ზეიმიც არის. 


მშობელთა კრების სავარაუდო გეგმა.

შეხვედრა უნდა დაიწყოს მკაცრად განსაზღვრულ დროს. მშობლები მიეჩვევიან ამ მოთხოვნას და ეცდებიან  - არ დააყოვნონ.  კრების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 20 წთ-დან 1–1,5 საათამდე.

1. კლასის დამრიგებლის შესავალი სიტყვა (5 წთ).

2. მშობლთა საანკეტო მონაცემები: ტარდება იმისთვის, რომ მკაფიოდ გამოიხატოს  პრობლემა (5-7 წთ).

3. სიტყვით გამოსვლა ძირითად თემაზე: სპეციალისტი ან კლასის მასწავლებელი. გამოსვლა  უნდა იყოს ნათელი, ლაკონური და გასაგები  (10–20 წთ).

4. პრობლემის განხილვა (20 წთ).

5. კლასის აკადემიური მოსწრების ანალიზი.  არასოდეს მიუთითოთ დაუმორჩილებელი ან ჩამორჩენილი მოსწავლის გვარი პირდაპირ და ხმამაღლა. ანალიზი უნდა იწვევდეს ნდობას იმის შესახებ, რომ მშობელთა და პედაგოგთა ერთობლივი  მუშაობა გააუმჯობესებს სიტუაციას.

დასასრულს, დამრიგებელი  მადლობას უხდის მშობლებს ერთად მუშაობისათვის,  სთხოვს, იმ რამდენიმე მშობელს დარჩენას ერთი წუთით,  რომელთა შვილებს აქვთ პრობლემები სწავლასა და ქცევაში, რათა გაარკვიოს ამ პრობლემათა მიზეზები მათი ერთობლივი გამოვლენისა და აღმოფხვრისათვის. 



კლასის დამრიგებლის ქცევის წესები  მშობელთა კრებაზე:  

1. დაუშვებელია კრების  ჩატარება "კლასის ჟურნალის მიხედვით". მშობლები მასწავლებელს აფასებენ არა როგორც ინფორმატორს ბავშვების სასწავლო წარმატებებისა თუ წარუმატებლობის შესახებ, არამედ, როგორც კეთილგანწყობილ მრჩეველს, პიროვნებას, რომელიც სწავლებისას და რაც მთავარია, ბავშვების აღზრდაში არის მშობელთა მეგზური. 

2. მოიშორეთ  სტრესი, შფოთვა და არასასიამოვნო საუბრის მოლოდინი.

3. აჩვენეთ, რომ სკოლასა და ოჯახს აქვთ ერთი და იგივე პრობლემები, ერთი და იგივე დავალებები, ჰყავთ ერთი და იგივე ბავშვები.

4. შესთავაზეთ, პრობლემური სიტუაციიდან ერთობლივი მუშაობით გამოსავლის მიღწევა. მოძებნეთ საერთო ბილიკები.

5. შეეცადეთ გაიცნოთ მშობლები და გააცნოთ ისინი ერთმანეთს. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მათ ადგილას.  

6. შეეცადეთ მშობლებთან მშვიდად, პატივისცემით, თავაზიანად ინტერესით საუბარს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა (წარმატებული თუ წარუმატებელი შვილის) მშობელმა  კრება  დატოვოს საკუთარი შვილის წარმატებული მომავლის რწმენით.


რჩევები მშობელთა კრების  წარმატებით ჩატარებისათვის:

• შეგიძლიათ მოაწყოთ მაგიდები და სკამები წრეში, რომ ყველამ კარგად შეძლოს ერთმანეთის დანახვა  და მოისმენა.

• მოამზადეთ სავიზიტო ბარათები მშობელთა სახელებით,  რომელთაც განათავსებთ მათთვის განკუთვნილ ადგილზე. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჯერ არ იცნობენ ერთმანეთს;

• მიმართეთ  მშობლებს სახელებით და   არა მაგ: „მარინას დედა“, „გიორგის მამა“ და ა.შ.;

• შეგიძლიათ  საუბრის ფორმად გამოიყენოთ მიპატიჟება ჭიქა ჩაიზე ან ყავაზე, განსაკუთრებით პირველი კრებისას, როცა ერთმანეთისთვის უცხონი ხართ. 

• გამოიყენეთ მშობლებთან მუშაობის ჯგუფური ფორმები, თამაშის ელემენტები;

• დაეყრდენით ავტორიტეტული მშობლების გამოცდილებას, მოსაზრებებს;

• ოსტატურად განსაზღვრეთ მშობლებთან შეხვედრის დღე და საათი (როდესაც არ არის მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები, ან საინტერესო სატელევიზიო შოუები და ა.შ.);

• მკაცრად განსაზღვროთ შეხვედრის წესები, დაზოგეთ მშობლების დრო;

• აუცილებელია შეხვედრის დასრულება კონკრეტული გადაწყვეტილებით.


========================================================================

ᙛᙛᙛᙛ

P. S.  თუ მიიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ გვერდის წაკითხვით, გთხოვთ, დამიტოვოთ თქვენი კომენტარი. 
წინასწარ გმადლობთ. 



სადამრიგებლო საათის ჩატარების პედაგოგიური საფუძვლები.

 

კლასის თითოეულ დამრიგებელს ევალება დაწეროს და განახორციელოს წლიური სააღმზრდელო გეგმა  სადამრიგებლო  საათების, შეხვედრებისა და საუბრებისთვის.  

 კომუნიკაცია, მასწავლებლისა და კლასის ერთობლივი აქტივობები - სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან სწორედ ასე ეგუება და სწავლობს ბავშვი სოციალურ ნორმებსა და წესებს.

 რა არის სადამრიგებლო საათი?

სადამრიგებლო  საათი არის საგანმანათლებლო მუშაობის კლასგარეშე სისტემატური ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მთლიანი  კლასის გუნდის და მისი თითოეული მონაწილის ცალ-ცალკე ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ამ ტიპის საქმიანობას აქვს სოციალური ორიენტაცია, რადგან მისი მიზანია ასწავლოს ბავშვებს გზის გაკვლევა  სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

  1.  მიზნიდან გამომდინარე, საკლასო საათის ამოცანებია:   
  2.  ნდობის ატმოსფეროს შექმნა, რომელშიც თითოეულ მოსწავლეს შეუძლია გახსნა;
  3. ღონისძიების გეგმის მკაცრი დაცვა.

·         გადაცდომები, რომელიც ყოველთვის არსებობს. (სჯობს ჩამოწეროთ ის კითხვები, რომლებიც წარმოიქმნება წინა ჯერზე და და შემდეგ ჯერზე შეიმუშაოთ წესების მკაცრი დაცვა. ეს ამარტივებს მასწავლებლის მუშაობას და აუმჯობესებს კლასის დისციპლინას. )

საგაკვეთილო საათის ბოლოს აუცილებლად შეაჯამეთ:

  • რა ისწავლეს ბავშვებმა ახალი?
  • იყო თუ არა ცვლილებები მათ შეხედულებებში და მოსაზრებებში?
  • რა დასკვნები გააკეთეს საკუთარ თავზე?


შეარჩიეთ ყველა მონაწილისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო თემები, რომელთა დახმარებითა და მაგალითით შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ ბავშვების გონებასა და გრძნობებზე.  

სოციალურად მნიშვნელოვანი თემების საფუძველზე უნდა მოხდეს

1. სკოლის მოსწავლეთა გონებრივი და წარმოსახვითი ჰორიზონტის გაფართოება;

2. აქტიური სამოქალაქო, მორალური და სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბება;

3. საზოგადოების ცხოვრებისადმი ინტერესის განვითარება;

4.საინფორმაციო კულტურის განათლება;

5. კომუნიკაციური თვისებების, თვითგამოხატვის უნარის განვითარება;

6. მორალური თვისებებისა და ღირებულებითი ორიენტაციების განვითარება და სხვა.  

 

საკლასო საათის შინაარსი შეიძლება  უკავშირდებოდეს

  • ·         დღესასწაულებს,
  • ·         მნიშვნელოვან ისტორიულ ან აქტუალურ მოვლენებს,
  • ·         მეცნიერების, კულტურის, სპორტის ამბებს
  • ·         ეკოლოგიის ან ეკონომიკის ამბებს,
  • ·         უჩვეულო ადამიანთან შეხვედრას და ა.შ.

 

საკლასო საათის დაგეგმვა და ჩატარება.

დაგეგმვის ეტაპზე მასწავლებელი განსაზღვრავს სასწავლო სამუშაოს თემებს, მიზნებს, ამოცანებს, მის ფორმებსა და ჩატარების მეთოდებს.

 

თემის მომზადება.

თემების არჩევისას რეკომენდებულია სტუდენტებისა და მათი მშობლების ჩართვა.

ინტერესების დიაგნოსტიკისთვის ტარდება სკოლის მოსწავლეებისა და ოჯახების გამოკითხვა:

  • ·         ბლიც-გამოკითხვა
  • ·         ესეების ანალიზი.

 

 საკმარისი რაოდენობის ინფორმაციის დაგროვების შემდეგ, შეგიძლიათ გააკეთოთ ცხრილი. ჰორიზონტალურ რიგში მოათავსეთ სასწავლო სამუშაოების ტრადიციული სფეროები, ვერტიკალურ რიგში - მოსწავლეთა ინტერესები.

 




კვეთაზე, თქვენ მიიღებთ საკლასო  საათების შესაძლო ვარიანტებს.

 ამ ცხრილით ორი მიზანია განსაზღვრული.

1.      აღმზრდელობით-პედაგოგიური -  ის პირველ რიგში მასწავლებლისთვისაა მნიშვნელოვანი.

2.      საინფორმაციო ანუ კლასს  ეცნობება -  რა უნდა იცოდნენ ბავშვებმა,  რისთვის ტარდება ღონისძიება და რა მნიშვნელობა აქვს მას პირადად თითოეული მათგანისთვის.

 მოსწავლეთა  ასაკი.  ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას უმცროს კლასებთან მუშაობისას, რადგან ნაკლებად საინტერესოა თემები, რომლებიც არ არის დაკავშირებული მათ პირად ყოველდღიურ გამოცდილებასთან. მათთვის რეკომენდირებულია სადამრიგებლო  საათები, რომლებშიც აქტიურად არიან ჩართულები ბავშვები და წარმოაჩენენ ინფორმაციას ვიზუალურად, მხიარულად.

ჩატარების ფორმა. პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია საუბრის შესაძლო ფორმებზე.

·         მასწავლებელსა და კლასს შორის დიალოგი კონკრეტულ თემაზე, დასამახსოვრებელ თარიღთან ან ბოლო მოვლენასთან დაკავშირებით.

·         ეტაფეტა-ამბავი. მოსწავლეები ამზადებენ მოკლე მესიჯებს ერთ ან რამდენიმე თემაზე და რიგრიგობით ეუბნებიან, ესტაფეტას ერთმანეთს გადასცემენ.

 

თემატური ნიშნები.  საგნები შეიძლება გამოვიყენოთ „ესტაფეტა საგნებად“. ასე რომ, ბავშვებს შეუძლიათ

·         კლასს გაუზიარონ თავიანთი ცოდნა, ჰობი, გამოხატონ აზრი მოვლენებზე.  

·         ინფორმაცია ხუთი წუთის განმავლობაში.  

·         კვირის ბოლოს თითოეული მოსწავლე ამზადებს მოკლე გზავნილს მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ.

შემოქმედებითი კონკურსი. ბავშვებს შეუძლიათ მოამზადონ

·         კედლის გაზეთები,

·         პლაკატები,

·         ნახატები,

·         პრეზენტაციები და ა.შ,

რომლებსაც კომპეტენტური ჟიური შეაფასებს.

 

პრესკონფერენცია ან თოქ-შოუ.

როლური თამაშების ტიპი, რომელშიც ბავშვები განიხილავენ პრობლემას მაყურებლის, პროგრამის პერსონაჟების, პრესის წევრების და ა.შ.

საინტერესო ადამიანთან შეხვედრა.

მომზადებისას ბავშვებს უჩნდებათ კითხვები, უმზადებენ მოსაწვევებს, სიურპრიზებს სტუმრებისთვის.

 

თამაში-მოგზაურობა ან ექსკურსია.

მოიწვიე ბავშვები თავად აირჩიონ მარშრუტი, სცადონ გიდის, მწერლის ან მეცნიერის როლები და მოამზადონ მასალა.

 

ღონისძიების ხანგრძლივობა  დამოკიდებულია ღონისძიების ფორმაზე და მოსწავლეთა ასაკზე.

დაწყებით კლასებში 20-25 წუთი საკმარისია,

საშუალო სკოლაში სადამრიგებლო  საათი შეიძლება 45 წუთი გაგრძელდეს.

 სცენარის გეგმის შედგენის შემდეგ ჩართეთ ბავშვები ღონისძიების მომზადებაში, განსაკუთრებით თუ ის აქტიური ფორმით მიმდინარეობს.

ეს შეიძლება იყოს ინფორმაციის, ვიზუალური მასალების, ვიდეო და აუდიო ფაილების ძიება, კოსტიუმების და დეკორაციების წარმოება, აუდიტორიისთვის აღჭურვილობის დამზადება. მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლის ჩართვა ამა თუ იმ გზით, ვინაიდან ერთობლივი აქტივობა ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო ტექნიკაა.

 ქცევა.  საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია სწორი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნა, რათა ყველა დამსწრე იყოს აქტიური მონაწილეობისთვის. ეს შეიძლება იყოს

·         მასწავლებლის შესავალი სიტყვა,

·         მოკლე გამოსვლა - იმისათვის, რომ სადამრიგებლო  საათი იყოს მაქსიმალურად პროდუქტიული.