მშობლებთან მუშაობის 14 ხერხი

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისათვის მშობელთა უმრავლესობას აქვს დაბალი პედაგოგიური კულტურა. არ არსებობს არსად არც რაიმე სპეციალური კურსები, არც რაიმე სახელმძღვანელო, რითაც ახალგაზრდა მშობლები  შეისწავლიან - როგორ გახდნენ კარგი მამები და კარგი დედები - როგორ უნდა იმოქმედონ მოზარდზე და სწორად აღზარდონ ის. ამას არ ასწავლიან არსად და არასდროს. მშობელთა პედაგოგიური განათლების საკითხებით, ძირითადად,  ყოველთვის იყვნენ და არიან დაკავებული სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები.

ამ ხარვეზის აღმოფხვრას ხელს უწყობს სასწავლო დაწესებულების გეგმაზომიერი და და შინაარსიანი მუშაობა, რომელიც მიმართულია მშობელთა პედაგოგიური განათლებისკენ.
მშობელთა პედაგოგიზაცია არის კლასის დამრიგებლის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი.
მშობლებმა უნდა გაიგონ, რომ სწორედ ისინი არიან პედაგოგიური ზემოქმედების საკითხებში ყველაზე მეტად დაინტერესებული მხარე, რამდენადაც მათზე დევს შვილების აღზრდის მთელი პასუხისმგებლობა და განათლების ხარისხი, ხოლო სკოლა წარმოადგენს მხოლოდ შუამავალს, დამხმარე რგოლს. 

ამ საქმეში სკოლის ამოცანა მდგომარეობს შემდეგში:

დაამყაროს მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობები მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შემდეგი პრინციპების მიხედვით

  • ურთიერთპატივისცემა
  • მოთმინება
  • ტოლერანტობა
  • ერთმანეთის ნდობა
  • ურთიერთმხარდაჭერა
  • დახმარება
  • ერთმანეთის შეხედულებების მიღებისათვის მზადყოფნა

მშობელთა ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური განათლებას სამი მიმართულება აქვს:


  • აღმზრდელობითი პროცესის კანონზომიერებებისა და თავისებურებების შესახებ ცოდნის გადაცემა მშობლებისათვის. 
  • მშობელთა პედაგოგიური აზროვნების განვითარება. 
  • მშობელთა ჩვევებისა და პრაქტიკული უნარების ფორმირება აღმზრდელობით სფეროში


მშობლებთან  მუშაობისას მასალისა და თემების შერჩევისათვის, საჭიროა გვახსოვდეს, შემოთავაზებული  ინფორმაციის შესახებ ისეთი თავისებურებები, როგორიცაა

* აქტუალურობა და სარგებლიანობა
* პრევენცია
* პრაქტიკული მიზანშეწონილება
* უნდა ემყარებოდეს ფაქტებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას. 


კლასის დამრიგებელმა უნდა მოახერხოს მშობლებთან მაქსიმალურად პროდუქტიული დიალოგი, ურთიერთობებით მიაღწიოს მათგან პოზიტიურ უკუკავშირს. ამისათვის მიზანშეწონილია, მაქსიმალურად გააფართოვოს მშობელთა ჩართულობის წრე სასკოლო ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში და გამოიყენოს მშობლებზე საგანმანათლებლო გავლენის სხვადასხვა მეთოდები. 
მშობელთა შეხვედრები კლასის დამრიგებელმა უნდა გადააქციოს მშობელთა აღზრდის სკოლად, უნდა გააღვიძოს მათში კარგ მშობლად გადაქცევის სურვილი. 

ამისთვის არსებობს მშობლებთან მუშაობის 14 ფორმა:

1. ლექცია
2. მშობელთა შეხვედრა
3. კონფერენციები
4. ინდივიდუალური კონსულტაციები
5. პრაქტიკუმები
6. ტრენინგები
7. სემინარები
8. დისპუტები და დისკუსიები
9. მშობელთა კითხვა
10. როლური თამაშები
11. მშობელთა კუთხე
12. ინტერაქტიური ურთიერთობები
13. ღია გაკვეთილები
14. ოჯახში სტუმრობა.


ამათგან, მუშაობის ყველაზე უფრო ტრადიციულ და ხშირ ფორმებად დღეისათვის გამოიყენება შემდეგი ფორმები:

  • მშობელთა შეხვედრები (ე.წ. მშობელთა კრება)
  • კლასისა და სკოლის მასშტაბით  ჩატარებული მშობელთა კონფერენციები
  • ინდივიდუალური კონსულტაციები მასწავლებლებთან
  • მოსწავლის ოჯახში დამრიგებლის (იშვიათი) ვიზიტები





ᙛᙛᙛᙛ


P. S.  თუ მიიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ გვერდის წაკითხვით, გთხოვთ, დამიტოვოთ თქვენი კომენტარი. 
წინასწარ გმადლობთ. 





Комментариев нет:

Отправить комментарий