არსებობს წესები, რომელიც პედაგოგმა უნდა მიიღოს და განახორციელოს, როგორც აქსიომა, დოგმა, უცვლელი ჭეშმარიტება. მაგ:
- - მიიღე ბავშვი ისეთი, როგორიც არის!
 - - ყოვლადდაუშვებელია ბავშვის შეურაცხყოფა!
 - - ზერელე დასკვნებს ნუ გამოიტან, დასკვნამდე იკითხე "რატომ?"
 - - დღევანდელ სკოლაში მთავარია მოსწავლესთან თანამშრომლობა;
 - - შეეცადე მართო საკუთარი თავი და პასუხი აგე შენს ქცევაზე;
 - - ნუ წაუყენებ ბავშვს ერთდროულად რამდენიმე მოთხოვნას;
 - - მართალი იყავი შენი სინდისის წინაშე;
 - - როგორებიც ვართ კრიტიკულ სიტუაციაში, ისეთები ვართ სინამდვილეში;
 - - მიეცით ბავშვს თავისუფლება, ნუ გაუკონტროლებთ ყველა ნაბიჯს, მაგრამ მუდმივად გყავდეს ყურადღების ქვეშ;
 - - განრისხებული ნუ დაარიგებთ ჭკუას;
 - - აგრესია შობს აგრესიას;
 - - გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ ცხელ გულზე;
 - - შეგეძლოთ პრობლემებთან გამკლავება;
 - - გახსოვდეთ, არაფერია გასაკვირი, რაც ადამიანურია;
 - - ნებისმიერ მოსწავლეში ეძებეთ კარგი და არა ცუდი მხარე;
 - - იყავით მომთხოვნი, მაგრამ ამავე დროს კეთილი;
 - - შეეცადეთ, ბავსვს აგრძნობინოთ სინანული მისი საქციელის გამო;
 - - შეაფასეთ ბავშვის საქციელი და არა მისი პიროვნება;
 - - იყავით მოსწავლეებისათვის პირადი მაგალითი;-შეგეძლოს თანაგრძნობა და თანაგანცდა.
 
Комментариев нет:
Отправить комментарий