четверг, 15 февраля 2024 г.

“მშობლების მიდგომებიდან გამომდინარე ხდება ბავშვის გაზარმაცება და ვღებულობთ ზრდასრულ ბავშვს”

“მშობლების მიდგომებიდან გამომდინარე ხდება ბავშვის გაზარმაცება და ვღებულობთ ზრდასრულ ბავშვს”



ქართული ხალიჩის ისტორია


ხალიჩის ისტორია, მკვლევართა აზრით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7000 წლის წინ იწყება,ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანებს ფართოდ არ ჰქონდათ დაწყებული მკვიდრი ცხოვრება. საეჭვოა, რომ ამ დროს გამოქვაბულებში მცხოვრებ ადამიანებისთვის ხალიჩებს ესთეტიური დანიშნულება ჰქონოდათ. ამ პერიოდში ხალიჩები დაუმუშავებელი ცხოველის ტყავებისგან კეთდებოდა და საცხოვრებლის გამათბობლის ფუნქციას ასრულებდა. საქართველო ხალიჩის ქსოვის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს-2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში აღმოაჩინეს გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები, რომელიც პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფია მთელ მსოფლიოში. ცხადია, რომ ქართული ტერიტორია მუდამ ხელსაქმის კერა იყო, რომლის მნიშვნელოვან წარმომადგენელს ხალიჩები წარმოადგენდნენ.

ძველად საქართველოში იშვიათად თუ ნახავდით სახლს, რომლის ინტერიერშიც ფარდაგი ან ხალიჩა არ ფიგურირებდა. შუა საუკუნეების ქართული წყაროების მიხედვით, მეფედ კურთხევისა და დარბაზობის დროს ხალიჩებს განსაკუთრებული ადგილი ეკავათ და ისინი ხშირად დიდგვაროვანთა გარკვეულ იერარქიასაც უსვამდა ხაზს, ვინაიდან ლამაზი და ორიგინალური ხალიჩა ფუფუნების საგნად ითვლებოდა. ხალიჩები ხშირად მოიხსენიება განძთსაცავებში დაცულ ნივთთა სიებშიც: მათ სასახლეში სპეციალური მომვლელი – „ნოხთა ფარეშიც“ ჰყავდა.

საქართველოში ხელსაქმეს, მათ შორის, ხალიჩებისა და ფარდაგების კეთების კულტურას, უძველესი ისტორია აქვს. ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ ქსოვამქარგველობა საქართველოში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო განვითარებული. უძველესი დროიდან მოყოლებული, ქართულ ოჯახებს ტრადიციულ წესჩვეულებად გადაეცემოდათ ხელსაქმე – ჩეჩვის, ქსოვისა და ქარგვის ცოდნა ოჯახში ყველა ქალის აუცილებელ ატრიბუტად ითვლებოდა. შესაბამისად, საქართველოში ნაქსოვ-ნაქარგი ტანსაცმლის გარდა, ინტერიერის დიზაინის შემადგენელი დეკორაციების დამზადებაც ადრეული პერიოდიდანვე იყო პოპულარული, მათ შორის კი – ხალიჩების. არსებობს შეხედულება, რომ ქართულ ხალიჩებს სახასიათო, უნიკალური დიზაინი არ გააჩნიათ და ისინი სპარსული ფარდაგების მძიმე გავლენის ქვეშ არიან, თუმცა რეალურად სულაც არაა ასე.

პირიქით – საქართველოს მთიანეთში მუდამ პოპულარული იყო ფარდაგების, ხალიჩების, ნოხების ქსოვა. ისინი თავიანთი სქელი ტექსტურის წყალობით სახლებს ათბობდნენ და მთის ცივი ჰავისთვის იდეალურ ინტერიერის დიზაინის ელემენტს წარმოადგენდნენ. ხალიჩა-ფარდაგების ქსოვის უნიკალური კულტურა აქვს ფშავს – ფარდაგი იქსოვება საქსოვ ყდაზე ერთპირა ხვეულად და არა ნაჭვრეტად.ფშაველები ხალიჩებს საქსლე ბაწრისგან ამზადებენ, რომელსაც ფერებში ღებავენ და ამ ფერადი ბაწრით იქსოვება საბოლოო პროდუქტი. მთაში დამზადებულ ხალიჩებში ძირითადად რამდენიმე ფერი ჭარბობს – ღვიძლისფერი (ყავისფერი), სოსანისფერი (იისფერი), შავი, ალისფერი, ცისფერი, წენგოს ფერი (მწვანე)  და თეთრი. ჭრელ ხალიჩებს ფშავლები „თათრულა“ ხალიჩას უწოდებენ, ზოლიან, გეომეტრიული ფიგურების მქონეებს კი – ფშავურს. 

 ხალიჩების ქსოვის დიდი ისტორია აქვს ასევე თუშეთს. აქ ხალიჩები ძირითადად გაზაფხულის მატყლისგან მზადდებოდა, რომელსაც რისვი ეწოდება. ეს მატყლი წლის სხვა დროის მატყლისგან განსხვავებით, ნაკლებად ხარისხიანია და უხეში. თუშეთში, საქართველოს სხვა მხარეების მსგავსად, ხალიჩების ქსოვა მუდამ ქალების საქმე იყო . თუშებში მათი დამზადების უცოდინრობა დიდ სირცხვილად ითვლებოდა, ამიტომ გოგონებს ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ ამ საქმეს. ხალიჩებისთვის ბაწარს წინასწარ ღებავდნენ სხვადასხვაფრად . ფერის შერჩევა დამოკიდებული იყო მქსოველის გემოვნებაზე. ხალიჩებზე გამოჰყავდათ სხვადასხვა გამოსახულებები -ჩიტები, ირმები, გარეული ცხოველები. იყო ისეთი ხალიჩებიც, რომლებზეც გამოსახული იყო მხოლოდ ყვავილები ან უბრალოდ სხვადასხვა ფერის ნართით ქსოვდნენ. ასეთი ხალიჩები უფრო უხარისხოდ მოქსოვილ ფარდაგებს ჰგავდა და გამოიყენებოდა მხოლოდ ოჯახში. მათ აგებდნენ იატაკზე, უფრო ხარისხიანსა და სხვადასხვა გამოსახულებიან ხალიჩებს კი კედელზე ჰკიდებდნენ.

თუშებს ორი სახის ხალიჩა ჰქონდათ – პირველ კატეგორიას მიეკუთვნებოდა დიდი ხალიჩები, რომლებიც განკუთვნილი იყო სამზითვოდ ან გასაყიდად . ეს ხალიჩები სხვადასხვა გამოსახულებით იქსოვებოდა, გამოირჩეოდა ფერთა გემოვნებიანი შეხამებით. ყველაზე ხარისხიანად მოქსოვილებსა და ლამაზებს უფრო გასაყიდად ამზადებდნენ . მეორე სახის, უფრო მომცრო ხალიჩებს იყენებდნენ ოჯახში – მათ თუშები ,,კურტულს” ეძახდნენ და ან ხის ტახტს აფარებდნენ, ან საწოლის წინ აფენდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, თუშური ხალიჩები გამოირჩეოდა ფერთა შეხამების ოსტატობით. ქსოვის ოსტატები არ ერიდებოდნენ რთულ კომპოზიციებთან შეჭიდებასა და მათზე ექსპერიმენტების ჩატარებას, რამაც უდიდესი და უმდიდრესი ხალიჩების ვარიაციები დაგვიტოვა მემკვიდრეობად. ხალიჩებზე ხშირად გამოსახული იყო ჯვრის ფორმის ფიგურები, რაც თანამედროვე ხელოვნებაში ძალიან იშვიათად გვხვდება . მოგვიანებით თუშურ ხალიჩებზე ჩნდება კომპოზიციები მცენარეების, გარეული და შინაური ცხოველებისა და ადამიანების გამოსახულების სახით. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია დაიწყო და ხალიჩები ფაბრიკებში იქსოვებოდა, თუშმა მქსოველებმა მათი ორნამენტების მექანიკურად გადმოტანა დაიწყეს, რაც დღემდე გრძელდება – მთიანეთში ახლაც იქსოვება ხალიჩები.

დიზაინის ტრენდების ცვლასა და განვითარებასთან ერთად ხალიჩებმა ნელ-ნელა დაკარგეს აქტუალობა და პოპულარობა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ინსპირაციას ძველი დროიდან იღებენ და საკუთარ ინტერიერის დიზაინში ძველი ტრენდების შემოტანით უფრო უსვამენ ხაზს თანამედროვე ეპოქისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს. დღითიდღე უფრო მეტი დიზაინერი ინტერესდება ქართული ხალიჩებით, მათი დამახასიათებელი ორნამენტებითა და ქსოვის ტიპებით, რაც შვებით გვარწმუნებს, რომ ამ უძველეს კულტურას გადაშენება არ უწერია-პირიქით, ის უფრო ერგება თანამედროვეობას.

როგორც აღვნიშნეთ, თუშური ხალიჩები გამოირჩეოდა ფერთა შეხამების ოსტატობით. ქსოვის ოსტატები არ ერიდებოდნენ რთულ კომპოზიციებთან შეჭიდებასა და მათზე ექსპერიმენტების ჩატარებას, რამაც უდიდესი და უმდიდრესი ხალიჩების ვარიაციები დაგვიტოვა მემკვიდრეობად. ხალიჩებზე ხშირად გამოსახული იყო ჯვრის ფორმის ფიგურები, რაც თანამედროვე ხელოვნებაში ძალიან იშვიათად გვხვდება . მოგვიანებით თუშურ ხალიჩებზე ჩნდება კომპოზიციები მცენარეების, გარეული და შინაური ცხოველებისა და ადამიანების გამოსახულების სახით. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია დაიწყო და ხალიჩები ფაბრიკებში იქსოვებოდა, თუშმა მქსოველებმა მათი ორნამენტების მექანიკურად გადმოტანა დაიწყეს, რაც დღემდე გრძელდება – მთიანეთში ახლაც იქსოვება ხალიჩები.

დიზაინის ტრენდების ცვლასა და განვითარებასთან ერთად ხალიჩებმა ნელ-ნელა დაკარგეს აქტუალობა და პოპულარობა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ინსპირაციას ძველი დროიდან იღებენ და საკუთარ ინტერიერის დიზაინში ძველი ტრენდების შემოტანით უფრო უსვამენ ხაზს თანამედროვე ეპოქისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს. დღითიდღე უფრო მეტი დიზაინერი ინტერესდება ქართული ხალიჩებით, მათი დამახასიათებელი ორნამენტებითა და ქსოვის ტიპებით, რაც შვებით გვარწმუნებს, რომ ამ უძველეს კულტურას გადაშენება არ უწერია-პირიქით, ის უფრო ერგება თანამედროვეობას.

მასალის წყარო: https://www.homeis.ge/qarthuli-khalichis-istoria/ 

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები

მოცემულ ბმულზე არსებობს PDF-ფაილი, რომელშიც საუბარია ქართული სახელმწიფო ჯილდოების მეტად საინტერესო მასალებზე. განხილულია ევროპის ქვეყნების ჯილდოები. განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია ის ფაქტი, რომ ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება ოქროს საწმისის ორდენი. ასევე, საინტერესო მასალებია მოცემული ქართული ფალერისტიკის ისტორიიდან. კლასის დამრიგებელმა შეიძლება დაამუშაოს რომელიმე კონკრეტული თემა და სურვილისამებრ გამოიყენოს სადამრიგებლო საათზე. მაგ:

"ქართული ფალერისტიკის ისტორია"

"საქართველოს სახელმწიფოს თანამედროვე ჯილდოები"

"ოქროს საწმისის ორდენი და ევროპის ქვეყნები" და ა.შ. 

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები 



საქართველოს ეროვნული გმირები

 საქართველოს ეროვნული გმირები

  1.   გენო ადამია  - https://w.wiki/9B5W
  2. მამია ალასანია - https://w.wiki/9B5X
  3. ამბროსი ხელაია - https://w.wiki/9B5Y
  4. გიორგი ანწუხელიძე - https://w.wiki/9B5c
  5. ზვიად გამსახურდია - https://w.wiki/9B5d
  6. გურამ გაბესკირია - https://w.wiki/9B5h
  7. ზაზა დამენია - https://w.wiki/9B5i
  8. ექვთიმე თაყაიშვილი - https://w.wiki/9B5m
  9. ზურაბ იარაჯული - https://w.wiki/9B5q
  10. ავთო იოსელიანი - https://w.wiki/9B5s
  11. ლეხ კაჩინსკი - https://w.wiki/9B5x
  12. გიორგი კვინიტაძე - https://w.wiki/9B5z
  13. მერაბ კოსტავა - https://w.wiki/9B62
  14. გიორგი მაზნიაშვილი - https://w.wiki/9B64
  15. ჯონ მაკ-კეინი - https://w.wiki/9B69
  16. მარო მაყაშვილი - https://w.wiki/9B6B
  17. ალექსანდრე ონიანი - https://w.wiki/9B6C
  18. გრიგოლ ფერაძე - https://w.wiki/9B6D
  19. ჟიული შარტავა - https://w.wiki/9B6H
  20. ქაქუცა ჩოლოყაშვილი - https://w.wiki/9B6J
  21. მიხეილ წერეთელი - https://w.wiki/9B6M
  22. ზურაბ ჭავჭავაძე - https://w.wiki/9B6U
  23. ვლადიმერ გოგუაძე - https://w.wiki/9B6W


ეროვნული გმირის ორდენი — საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის წოდებასთან ერთად ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის. დაწესდა 2004 წლის 24 ივნისს. აღწერა. ეროვნული გმირის ორდენის ნიშანი წარმოადგენს ხუთჯვრიან კომპოზიციას – ოქროს დიდი ჯვარი, მკლავთა შორის ოთხი ოქროს მცირე ჯვრითა (იმეორებს საქართველოს სახელმწიფო დროშის კომპოზიციას) და ჯვრების ფრთებში მეწამული (წითელი) მინანქრით. ჯვრის კომპოზიციის საკიდს წარმოადგენს ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოქროს „ივერიული“ გვირგვინი (სახელმწიფო გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სუვერენიტეტის სიმბოლო). ორდენი საკიდთან დაკავშირებულია ვაზის წნულის ორნამენტული ოქროს დეტალით. ეროვნული გმირის ორდენის ესკიზის ავტორია მხატვარი-ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე. ტარების წესი. ეროვნული გმირის ორდენის ტარება ხდება ყელზე, მეწამულ (წითელ) ლივლივა ბაფთაზე, რომელსაც კიდეებზე გასდევს ოქროსფერი ზოლები. ორდენის აღნიშვნა აგრეთვე ხდება ორდენის ბაფთის შესატყვისი თამასით. ორდენის დიამეტრი 5 სმ-ია. ორდენის მფლობელები. მინიჭებული აქვს აფხაზი სეპარატისტების მიერ დახვრეტილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ჟიული შარტავას (გ. 1993) და ცხინვალის რეგიონში გმირულად დაღუპულ ჯარისკაცს ზაზა დამენიას (გ. 2004), რუსეთ-საქართველოს ომის დროს ოსი სეპარატისტების მიერ წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძეს, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულ სამხედრო მფრინავ ზურაბ იარაჯულს, გიორგი მაზნიაშვილს, ავთო იოსელიანს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, მარო მაყაშვილს, გრიგოლ ფერაძეს, ექვთიმე თაყაიშვილს, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს, მიხაკო წერეთელს, ამბროსი ხელაიას, გურამ გაბესკირიას, ზურაბ ჭავჭავაძეს, გენო ადამიას, მამია ალასანიას, ალესანდრე ონიანს სიკვდილის შემდეგ; აგრეთვე პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და ამერიკელ სენატორ ჯონ მაკ-კეინს.

 

среда, 3 января 2024 г.

მშობელთა შეხვედრის რეგულაციები

კლასის მშობელთა შეხვედრების (ე.წ. კრებების)  შესახებ 

მშობელთა კრება კლასში მშობელთა უმაღლესი თვითმმართველი ორგანოა. 

მშობელთა კრების მოწვევა სავალდებულოა  წლის მანძილზე მინიმუმ  5-ჯერ მაინც: 

  1. სასწავლო წლის დასაწყისში 

  2. I  სემესტრის შუალედში.

  3. I  სემესტრის ბოლოს

  4. II სემესტრის შუალედში 

  5. წლის ბოლოს

საჭიროებისამებრ შესაძლებელია დამატებითი კრების მოწვევა.  კრებების რაოდენობა განსაზღვრული არ არის. 

2. მშობელთა კრების ფუნქციები

- ადგენს კლასში მშობელთა მუშაობის ძირითად მიმართულებების, ურთიერთობის ფორმებს კლასის დამრიგებელთან, საგნის მასწავლებლებთან და მოსწავლეთა თვითმმართველობასთან. 

- ირჩევს კლასის მშობელთა კომიტეტს.

-ანაწილებს მშობლებზე ფუნქცია-მოვალეობებს, საჭიროების შემთხვევაში ირჩევს კომისიას გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად. 

- განიხილავს თვითმმართველი ორგანოების გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

- წყვეტს მშობლის მონაწილეობის საკითხებს კლასის ცხოვრების მენეჯმენტში, განიხილავს სასკოლო აქტივობების დოკუმენტაციას და გამოთქვამს თავის შეხედულებებს მათ შესახებ;

- ისმენს მოხსენებას კლასის მშობელთა კომიტეტის მუშაობის, მისი კომისიების მუშაობის შესახებ და აძლევს შეფასებას; 

- მსჯელობს მშობლების წინადადებებზე კლასში სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით;

- განიხილავს მშობლების პედაგოგიური თვითგანათლების ორგანიზების საკითხებს;

- ამტკიცებს გაჭირვებული ოჯახებისთვის მატერიალური და ფინანსური დახმარების გაწევის წესს,  წყვეტს ფინანსური ფონდის შექმნის საკითხს კლასის მოსწავლეთათვის დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებისა და  აქტივობების საჭიროებებისათვის. 

- იღებს ზომებს სასწავლო დაწესებულებაში მშობლების სოციალური მუშაობის სტიმულირების მიზნით.

3. მშობელთა კრების ჩატარების წესი.

3.1 კლასის დამრიგებელი ვალდებულია საფუძვლიანად მოიფიქროს და მოამზადოს შეხვედრისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი.

3.2 თითოეულ კრებას სჭირდება საკუთარი "სცენარი" - წინასწარ შედგენილი გეგმა შესაბამისი პარამეტრებით, რეკომენდაციებით და რჩევებით.

3.3 შეხვედრის ჩატარების მთავარი მეთოდი დიალოგია.

3.4 მშობლებს შეხვედრის თარიღამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე უნდა ეცნობოს დამრიგებლის მიერ მშობელთა კრების ჩატარების თარიღი, ადგილი და დღის წესრიგი.

3.5 მშობელთა კრების ჩატარების შესახებ  შეხვედრამდე მინიმუმ 4 დღითადრე მაინც უნდა ეცნობოს სკოლის ადმინისტრაციას თარიღი და დღის წესრიგი.

3.6 საგნის მასწავლებლები უნდა დაესწრონ მშობელთა კრებას კლასის დამრიგებლის მოწვევით.

3.7. კლასის დამრიგებელმა უნდა ჩამოაყალიბოს საგნის მასწავლებელთა შეხვედრაზე მოწვევის მიზანი.

3.8 კლასის მასწავლებელი კრების წინა დღეს წყვეტს საორგანიზაციო საკითხებს  (გარდერობის-ტანსაცმლის შენახვის ადგილი,  შეხვედრის ორგანიზება,  კაბინეტის მომზადება).

3.9  კლასის დამრიგებელი მშობელთა კრების მეორე დღეს აცნობებს სკოლის დირექტორის მოადგილეს ინფორმაციას კრების შედეგების შესახებ, შეხვედრაზე მშობლების მიერ წამოჭრილ საკითხებსა და პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე. 

3.10 კრება შეიძლება გაგრძელდეს  20 წთ-დან მაქსიმუმ 1,5 სთ-მდე. 

4. მშობელთა კრების ჩატარების პრინციპები

4.1 მშობლების შეხვედრა არ არის მხოლოდ ოჯახსა და სკოლას შორის  კომუნიკაციის ფორმა, ეს არის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინფორმაციის მიღების ადგილი და საუკეთესო პლატფორმა საკუთარი გამოცდილების და ბავშვებთან ურთიერთობის გასაზიარებლად. 

4.2 შეხვედრაზე მშობლებმა უნდა იგრძნონ პატივისცემა საკუთარი თავისადმი, დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ კრებაზე არ იქნება უტაქტო საუბრები.

4.3 ოჯახსა და სკოლას აქვს ერთი და იგივე პრობლემები და საზრუნავი - ეს არის ბავშვების პრობლემები და ბავშვებზე ზრუნვა. მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შეხვედრების ამოცანაა ერთობლივი გადაწყვეტილებების ძიება.

მშობელთა  კრების  ფუნქციები? 

1) მშობლებისათვის სკოლაში სასწავლო პროცესის შინაარსისა და მეთოდოლოგიის გაცნობა (გამოყენებული სასწავლო გეგმის მახასიათებლები,  სწავლების მეთოდები, კლასგარეშე აქტივობების შესახებ თხრობა, არჩევითი მასალების, წრეების და ა.შ.);

2) მამებისა და დედების ფსიქო - პედაგოგიური განათლება, რაც გამოიხატება მშობლების ინფორმირებაში კონკრეტული ასაკის თავისებურებების, ბავშვებთან წარმატებული ურთიერთობის პირობების შესახებ და ა.შ.;

3) მშობლების ჩართვა ბავშვებთან ერთობლივ ღონისძიებებში (კლასგარეშე აქტივობები - კონკურსები, ექსკურსიები, ლაშქრობები და ა. შ.);

4) ორგანიზაციული საკითხების ერთობლივი გადაწყვეტა (საკვები, საათი, დისციპლინა და სხვა პრობლემები).

მშობელთა შეხვედრის ტიპისა და ფორმის არჩევანი დამოკიდებულია კრების თემასა და მიზნებზე.

შეხვედრები შეიძლება ჩატარდეს

  • ლექციის სახით (ლექტორის როლში - მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ექიმი), 

  • დისკუსიებად, 

  • ჯგუფებში მუშაობის სახით, სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით და ა. შ. 

  • ყველაზე ხშირად, გამოყენებულია მშობელთა კრების ტრადიციული ფორმა - კლასის დამრიგებლის მიერ პრეზენტაცია,  რომელსაც მოჰყვება მშობლების შეკითხვებზე პასუხები.

მშობელთა კრების ტიპები

  • ორგანიზაციული  (მიძღვნილი, მაგალითად, ბავშვების მოსალოდნელი ექსკურსიის შესახებ ან მომზადება მრავალდღიანი ლაშქრობისთვის), 

  • შეხვედრები ფსიქოლოგიური და პედაგოგიური განათლების გეგმის მიხედვით (მაგალითად, ლექცია ფსიქოლოგის მონაწილეობით, მოზარდებთან წარმატებული კომუნიკაციის პირობების შესახებ), 

  • თემატური, შეხვედრა-დისკუსიები სასწავლო პროცესის თანმხლები პრობლემების მოსაგვარებლად, 

  • შემაჯამებელი (სემესტრული) და ა. შ. 


მშობელთა კრების თემა, ჩვეულებრივ,  დამრიგებლის მიერ განისაზღვრება და მათი განხილვა შესაძლებელია მშობელთა კომიტეტში.

თემა შეიძლება განვსაზღვროთ წინასწარ წაკითხული ფსიქოლოგიურ - პედაგოგიური წიგნებიდან, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან, საგნის მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციით.

აუცილებელია, წინასწარ სპეციალისტებთან შეთანხმება, რომლებიც დაგეხმარებიან კრების ჩატარებაში, ეს შეიძლება იყოს საგნის პედაგოგი, სოციალური პედაგოგი, სკოლის ფსიქოლოგი, სამედიცინო მუშაკი და სხვა. ძალიან კარგია, თუ მშობლებს ჩავრთავთ შეხვედრის მომზადებაში. თუ გეგმა მოიცავს მშობლის გამოსვლას, აუცილებელია, ზოგადად, სიტყვის ძირითადი თეზისებისა და მიმართულებების განხილვა.

მშობელთა განათლება-პედაგოგიზაცია შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით ჩატარდეს. მაგ: ლექცია,  ინდივიდუალური შეხვედრა, კონფერენცია, პრაქტიკუმი, ტრენინგი, სემინარი,  ერთობლივი კითხვა,  დისპუტები და დისკუსიები, მშობელთა კუთხე, როლური თამაში, ინტერაქტიური ურთიერთობები, ღია გაკვეთილები, ოჯახში სტუმრობა, შემოქმედებითი შეხვედრები, როდესაც ბავშვები უჩვენებენ მშობლებს თავიანთ შემოქმედებას, სპორტულ მიღწევებს, გამოყენებით უნარებს  და ა.შ. ასეთი შეხვედრები მშობლებისთვის სკოლაში  შეიძლება ჩატარდეს საკმაოდ ხშირად (მაგ: თვეში ერთხელ).

შეხვედრის მომზადება:

• განსაზღვრეთ შეხვედრის თემა, ძირითადი პრობლემა და მიზნები;

• დაააზუსტეთ რეგლამენტი,  იფიქრეთ  შეხვედრის მსვლელობაზე

• გაუგზავნეთ თავაზიანი მოსაწვევები მშობლებს, სადაც მითითებულია შეხვედრაზე დასმული საკითხები;

• იფიქრეთ იმაზე, თუ სად განათავსებენ ზედმეტ ჩასაცმელს (განსაკუთრებით, ზამთრის ჩასაცმელს),  ვინ და როგორ შეხვდება მათ სკოლაში;

• იფიქრეთ საგამოფენო ან საინფორმაციო მასალაზე;

• დაადგინეთ, რომელი სპეციალისტების მოწვევა შეიძლება;

• იფიქრეთ საკუთარ გარეგნობაზე. ეს  მნიშვნელოვანი დეტალია: თითოეული ასეთი შეხვედრა ხომ ღონისძიება და ცოტაოდენი ზეიმიც არის. 


მშობელთა კრების სავარაუდო გეგმა.

შეხვედრა უნდა დაიწყოს მკაცრად განსაზღვრულ დროს. მშობლები მიეჩვევიან ამ მოთხოვნას და ეცდებიან  - არ დააყოვნონ.  კრების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 20 წთ-დან 1–1,5 საათამდე.

1. კლასის დამრიგებლის შესავალი სიტყვა (5 წთ).

2. მშობლთა საანკეტო მონაცემები: ტარდება იმისთვის, რომ მკაფიოდ გამოიხატოს  პრობლემა (5-7 წთ).

3. სიტყვით გამოსვლა ძირითად თემაზე: სპეციალისტი ან კლასის მასწავლებელი. გამოსვლა  უნდა იყოს ნათელი, ლაკონური და გასაგები  (10–20 წთ).

4. პრობლემის განხილვა (20 წთ).

5. კლასის აკადემიური მოსწრების ანალიზი.  არასოდეს მიუთითოთ დაუმორჩილებელი ან ჩამორჩენილი მოსწავლის გვარი პირდაპირ და ხმამაღლა. ანალიზი უნდა იწვევდეს ნდობას იმის შესახებ, რომ მშობელთა და პედაგოგთა ერთობლივი  მუშაობა გააუმჯობესებს სიტუაციას.

დასასრულს, დამრიგებელი  მადლობას უხდის მშობლებს ერთად მუშაობისათვის,  სთხოვს, იმ რამდენიმე მშობელს დარჩენას ერთი წუთით,  რომელთა შვილებს აქვთ პრობლემები სწავლასა და ქცევაში, რათა გაარკვიოს ამ პრობლემათა მიზეზები მათი ერთობლივი გამოვლენისა და აღმოფხვრისათვის. 



კლასის დამრიგებლის ქცევის წესები  მშობელთა კრებაზე:  

1. დაუშვებელია კრების  ჩატარება "კლასის ჟურნალის მიხედვით". მშობლები მასწავლებელს აფასებენ არა როგორც ინფორმატორს ბავშვების სასწავლო წარმატებებისა თუ წარუმატებლობის შესახებ, არამედ, როგორც კეთილგანწყობილ მრჩეველს, პიროვნებას, რომელიც სწავლებისას და რაც მთავარია, ბავშვების აღზრდაში არის მშობელთა მეგზური. 

2. მოიშორეთ  სტრესი, შფოთვა და არასასიამოვნო საუბრის მოლოდინი.

3. აჩვენეთ, რომ სკოლასა და ოჯახს აქვთ ერთი და იგივე პრობლემები, ერთი და იგივე დავალებები, ჰყავთ ერთი და იგივე ბავშვები.

4. შესთავაზეთ, პრობლემური სიტუაციიდან ერთობლივი მუშაობით გამოსავლის მიღწევა. მოძებნეთ საერთო ბილიკები.

5. შეეცადეთ გაიცნოთ მშობლები და გააცნოთ ისინი ერთმანეთს. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მათ ადგილას.  

6. შეეცადეთ მშობლებთან მშვიდად, პატივისცემით, თავაზიანად ინტერესით საუბარს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა (წარმატებული თუ წარუმატებელი შვილის) მშობელმა  კრება  დატოვოს საკუთარი შვილის წარმატებული მომავლის რწმენით.


რჩევები მშობელთა კრების  წარმატებით ჩატარებისათვის:

• შეგიძლიათ მოაწყოთ მაგიდები და სკამები წრეში, რომ ყველამ კარგად შეძლოს ერთმანეთის დანახვა  და მოისმენა.

• მოამზადეთ სავიზიტო ბარათები მშობელთა სახელებით,  რომელთაც განათავსებთ მათთვის განკუთვნილ ადგილზე. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჯერ არ იცნობენ ერთმანეთს;

• მიმართეთ  მშობლებს სახელებით და   არა მაგ: „მარინას დედა“, „გიორგის მამა“ და ა.შ.;

• შეგიძლიათ  საუბრის ფორმად გამოიყენოთ მიპატიჟება ჭიქა ჩაიზე ან ყავაზე, განსაკუთრებით პირველი კრებისას, როცა ერთმანეთისთვის უცხონი ხართ. 

• გამოიყენეთ მშობლებთან მუშაობის ჯგუფური ფორმები, თამაშის ელემენტები;

• დაეყრდენით ავტორიტეტული მშობლების გამოცდილებას, მოსაზრებებს;

• ოსტატურად განსაზღვრეთ მშობლებთან შეხვედრის დღე და საათი (როდესაც არ არის მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები, ან საინტერესო სატელევიზიო შოუები და ა.შ.);

• მკაცრად განსაზღვროთ შეხვედრის წესები, დაზოგეთ მშობლების დრო;

• აუცილებელია შეხვედრის დასრულება კონკრეტული გადაწყვეტილებით.


========================================================================

ᙛᙛᙛᙛ

P. S.  თუ მიიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ გვერდის წაკითხვით, გთხოვთ, დამიტოვოთ თქვენი კომენტარი. 
წინასწარ გმადლობთ.