четверг, 15 февраля 2024 г.

“მშობლების მიდგომებიდან გამომდინარე ხდება ბავშვის გაზარმაცება და ვღებულობთ ზრდასრულ ბავშვს”

“მშობლების მიდგომებიდან გამომდინარე ხდება ბავშვის გაზარმაცება და ვღებულობთ ზრდასრულ ბავშვს”



ქართული ხალიჩის ისტორია


ხალიჩის ისტორია, მკვლევართა აზრით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7000 წლის წინ იწყება,ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანებს ფართოდ არ ჰქონდათ დაწყებული მკვიდრი ცხოვრება. საეჭვოა, რომ ამ დროს გამოქვაბულებში მცხოვრებ ადამიანებისთვის ხალიჩებს ესთეტიური დანიშნულება ჰქონოდათ. ამ პერიოდში ხალიჩები დაუმუშავებელი ცხოველის ტყავებისგან კეთდებოდა და საცხოვრებლის გამათბობლის ფუნქციას ასრულებდა. საქართველო ხალიჩის ქსოვის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს-2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში აღმოაჩინეს გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები, რომელიც პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფია მთელ მსოფლიოში. ცხადია, რომ ქართული ტერიტორია მუდამ ხელსაქმის კერა იყო, რომლის მნიშვნელოვან წარმომადგენელს ხალიჩები წარმოადგენდნენ.

ძველად საქართველოში იშვიათად თუ ნახავდით სახლს, რომლის ინტერიერშიც ფარდაგი ან ხალიჩა არ ფიგურირებდა. შუა საუკუნეების ქართული წყაროების მიხედვით, მეფედ კურთხევისა და დარბაზობის დროს ხალიჩებს განსაკუთრებული ადგილი ეკავათ და ისინი ხშირად დიდგვაროვანთა გარკვეულ იერარქიასაც უსვამდა ხაზს, ვინაიდან ლამაზი და ორიგინალური ხალიჩა ფუფუნების საგნად ითვლებოდა. ხალიჩები ხშირად მოიხსენიება განძთსაცავებში დაცულ ნივთთა სიებშიც: მათ სასახლეში სპეციალური მომვლელი – „ნოხთა ფარეშიც“ ჰყავდა.

საქართველოში ხელსაქმეს, მათ შორის, ხალიჩებისა და ფარდაგების კეთების კულტურას, უძველესი ისტორია აქვს. ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ ქსოვამქარგველობა საქართველოში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო განვითარებული. უძველესი დროიდან მოყოლებული, ქართულ ოჯახებს ტრადიციულ წესჩვეულებად გადაეცემოდათ ხელსაქმე – ჩეჩვის, ქსოვისა და ქარგვის ცოდნა ოჯახში ყველა ქალის აუცილებელ ატრიბუტად ითვლებოდა. შესაბამისად, საქართველოში ნაქსოვ-ნაქარგი ტანსაცმლის გარდა, ინტერიერის დიზაინის შემადგენელი დეკორაციების დამზადებაც ადრეული პერიოდიდანვე იყო პოპულარული, მათ შორის კი – ხალიჩების. არსებობს შეხედულება, რომ ქართულ ხალიჩებს სახასიათო, უნიკალური დიზაინი არ გააჩნიათ და ისინი სპარსული ფარდაგების მძიმე გავლენის ქვეშ არიან, თუმცა რეალურად სულაც არაა ასე.

პირიქით – საქართველოს მთიანეთში მუდამ პოპულარული იყო ფარდაგების, ხალიჩების, ნოხების ქსოვა. ისინი თავიანთი სქელი ტექსტურის წყალობით სახლებს ათბობდნენ და მთის ცივი ჰავისთვის იდეალურ ინტერიერის დიზაინის ელემენტს წარმოადგენდნენ. ხალიჩა-ფარდაგების ქსოვის უნიკალური კულტურა აქვს ფშავს – ფარდაგი იქსოვება საქსოვ ყდაზე ერთპირა ხვეულად და არა ნაჭვრეტად.ფშაველები ხალიჩებს საქსლე ბაწრისგან ამზადებენ, რომელსაც ფერებში ღებავენ და ამ ფერადი ბაწრით იქსოვება საბოლოო პროდუქტი. მთაში დამზადებულ ხალიჩებში ძირითადად რამდენიმე ფერი ჭარბობს – ღვიძლისფერი (ყავისფერი), სოსანისფერი (იისფერი), შავი, ალისფერი, ცისფერი, წენგოს ფერი (მწვანე)  და თეთრი. ჭრელ ხალიჩებს ფშავლები „თათრულა“ ხალიჩას უწოდებენ, ზოლიან, გეომეტრიული ფიგურების მქონეებს კი – ფშავურს. 

 ხალიჩების ქსოვის დიდი ისტორია აქვს ასევე თუშეთს. აქ ხალიჩები ძირითადად გაზაფხულის მატყლისგან მზადდებოდა, რომელსაც რისვი ეწოდება. ეს მატყლი წლის სხვა დროის მატყლისგან განსხვავებით, ნაკლებად ხარისხიანია და უხეში. თუშეთში, საქართველოს სხვა მხარეების მსგავსად, ხალიჩების ქსოვა მუდამ ქალების საქმე იყო . თუშებში მათი დამზადების უცოდინრობა დიდ სირცხვილად ითვლებოდა, ამიტომ გოგონებს ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ ამ საქმეს. ხალიჩებისთვის ბაწარს წინასწარ ღებავდნენ სხვადასხვაფრად . ფერის შერჩევა დამოკიდებული იყო მქსოველის გემოვნებაზე. ხალიჩებზე გამოჰყავდათ სხვადასხვა გამოსახულებები -ჩიტები, ირმები, გარეული ცხოველები. იყო ისეთი ხალიჩებიც, რომლებზეც გამოსახული იყო მხოლოდ ყვავილები ან უბრალოდ სხვადასხვა ფერის ნართით ქსოვდნენ. ასეთი ხალიჩები უფრო უხარისხოდ მოქსოვილ ფარდაგებს ჰგავდა და გამოიყენებოდა მხოლოდ ოჯახში. მათ აგებდნენ იატაკზე, უფრო ხარისხიანსა და სხვადასხვა გამოსახულებიან ხალიჩებს კი კედელზე ჰკიდებდნენ.

თუშებს ორი სახის ხალიჩა ჰქონდათ – პირველ კატეგორიას მიეკუთვნებოდა დიდი ხალიჩები, რომლებიც განკუთვნილი იყო სამზითვოდ ან გასაყიდად . ეს ხალიჩები სხვადასხვა გამოსახულებით იქსოვებოდა, გამოირჩეოდა ფერთა გემოვნებიანი შეხამებით. ყველაზე ხარისხიანად მოქსოვილებსა და ლამაზებს უფრო გასაყიდად ამზადებდნენ . მეორე სახის, უფრო მომცრო ხალიჩებს იყენებდნენ ოჯახში – მათ თუშები ,,კურტულს” ეძახდნენ და ან ხის ტახტს აფარებდნენ, ან საწოლის წინ აფენდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, თუშური ხალიჩები გამოირჩეოდა ფერთა შეხამების ოსტატობით. ქსოვის ოსტატები არ ერიდებოდნენ რთულ კომპოზიციებთან შეჭიდებასა და მათზე ექსპერიმენტების ჩატარებას, რამაც უდიდესი და უმდიდრესი ხალიჩების ვარიაციები დაგვიტოვა მემკვიდრეობად. ხალიჩებზე ხშირად გამოსახული იყო ჯვრის ფორმის ფიგურები, რაც თანამედროვე ხელოვნებაში ძალიან იშვიათად გვხვდება . მოგვიანებით თუშურ ხალიჩებზე ჩნდება კომპოზიციები მცენარეების, გარეული და შინაური ცხოველებისა და ადამიანების გამოსახულების სახით. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია დაიწყო და ხალიჩები ფაბრიკებში იქსოვებოდა, თუშმა მქსოველებმა მათი ორნამენტების მექანიკურად გადმოტანა დაიწყეს, რაც დღემდე გრძელდება – მთიანეთში ახლაც იქსოვება ხალიჩები.

დიზაინის ტრენდების ცვლასა და განვითარებასთან ერთად ხალიჩებმა ნელ-ნელა დაკარგეს აქტუალობა და პოპულარობა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ინსპირაციას ძველი დროიდან იღებენ და საკუთარ ინტერიერის დიზაინში ძველი ტრენდების შემოტანით უფრო უსვამენ ხაზს თანამედროვე ეპოქისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს. დღითიდღე უფრო მეტი დიზაინერი ინტერესდება ქართული ხალიჩებით, მათი დამახასიათებელი ორნამენტებითა და ქსოვის ტიპებით, რაც შვებით გვარწმუნებს, რომ ამ უძველეს კულტურას გადაშენება არ უწერია-პირიქით, ის უფრო ერგება თანამედროვეობას.

როგორც აღვნიშნეთ, თუშური ხალიჩები გამოირჩეოდა ფერთა შეხამების ოსტატობით. ქსოვის ოსტატები არ ერიდებოდნენ რთულ კომპოზიციებთან შეჭიდებასა და მათზე ექსპერიმენტების ჩატარებას, რამაც უდიდესი და უმდიდრესი ხალიჩების ვარიაციები დაგვიტოვა მემკვიდრეობად. ხალიჩებზე ხშირად გამოსახული იყო ჯვრის ფორმის ფიგურები, რაც თანამედროვე ხელოვნებაში ძალიან იშვიათად გვხვდება . მოგვიანებით თუშურ ხალიჩებზე ჩნდება კომპოზიციები მცენარეების, გარეული და შინაური ცხოველებისა და ადამიანების გამოსახულების სახით. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია დაიწყო და ხალიჩები ფაბრიკებში იქსოვებოდა, თუშმა მქსოველებმა მათი ორნამენტების მექანიკურად გადმოტანა დაიწყეს, რაც დღემდე გრძელდება – მთიანეთში ახლაც იქსოვება ხალიჩები.

დიზაინის ტრენდების ცვლასა და განვითარებასთან ერთად ხალიჩებმა ნელ-ნელა დაკარგეს აქტუალობა და პოპულარობა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ინსპირაციას ძველი დროიდან იღებენ და საკუთარ ინტერიერის დიზაინში ძველი ტრენდების შემოტანით უფრო უსვამენ ხაზს თანამედროვე ეპოქისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს. დღითიდღე უფრო მეტი დიზაინერი ინტერესდება ქართული ხალიჩებით, მათი დამახასიათებელი ორნამენტებითა და ქსოვის ტიპებით, რაც შვებით გვარწმუნებს, რომ ამ უძველეს კულტურას გადაშენება არ უწერია-პირიქით, ის უფრო ერგება თანამედროვეობას.

მასალის წყარო: https://www.homeis.ge/qarthuli-khalichis-istoria/ 

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები

მოცემულ ბმულზე არსებობს PDF-ფაილი, რომელშიც საუბარია ქართული სახელმწიფო ჯილდოების მეტად საინტერესო მასალებზე. განხილულია ევროპის ქვეყნების ჯილდოები. განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია ის ფაქტი, რომ ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება ოქროს საწმისის ორდენი. ასევე, საინტერესო მასალებია მოცემული ქართული ფალერისტიკის ისტორიიდან. კლასის დამრიგებელმა შეიძლება დაამუშაოს რომელიმე კონკრეტული თემა და სურვილისამებრ გამოიყენოს სადამრიგებლო საათზე. მაგ:

"ქართული ფალერისტიკის ისტორია"

"საქართველოს სახელმწიფოს თანამედროვე ჯილდოები"

"ოქროს საწმისის ორდენი და ევროპის ქვეყნები" და ა.შ. 

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები 



საქართველოს ეროვნული გმირები

 საქართველოს ეროვნული გმირები

  1.   გენო ადამია  - https://w.wiki/9B5W
  2. მამია ალასანია - https://w.wiki/9B5X
  3. ამბროსი ხელაია - https://w.wiki/9B5Y
  4. გიორგი ანწუხელიძე - https://w.wiki/9B5c
  5. ზვიად გამსახურდია - https://w.wiki/9B5d
  6. გურამ გაბესკირია - https://w.wiki/9B5h
  7. ზაზა დამენია - https://w.wiki/9B5i
  8. ექვთიმე თაყაიშვილი - https://w.wiki/9B5m
  9. ზურაბ იარაჯული - https://w.wiki/9B5q
  10. ავთო იოსელიანი - https://w.wiki/9B5s
  11. ლეხ კაჩინსკი - https://w.wiki/9B5x
  12. გიორგი კვინიტაძე - https://w.wiki/9B5z
  13. მერაბ კოსტავა - https://w.wiki/9B62
  14. გიორგი მაზნიაშვილი - https://w.wiki/9B64
  15. ჯონ მაკ-კეინი - https://w.wiki/9B69
  16. მარო მაყაშვილი - https://w.wiki/9B6B
  17. ალექსანდრე ონიანი - https://w.wiki/9B6C
  18. გრიგოლ ფერაძე - https://w.wiki/9B6D
  19. ჟიული შარტავა - https://w.wiki/9B6H
  20. ქაქუცა ჩოლოყაშვილი - https://w.wiki/9B6J
  21. მიხეილ წერეთელი - https://w.wiki/9B6M
  22. ზურაბ ჭავჭავაძე - https://w.wiki/9B6U
  23. ვლადიმერ გოგუაძე - https://w.wiki/9B6W


ეროვნული გმირის ორდენი — საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის წოდებასთან ერთად ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის. დაწესდა 2004 წლის 24 ივნისს. აღწერა. ეროვნული გმირის ორდენის ნიშანი წარმოადგენს ხუთჯვრიან კომპოზიციას – ოქროს დიდი ჯვარი, მკლავთა შორის ოთხი ოქროს მცირე ჯვრითა (იმეორებს საქართველოს სახელმწიფო დროშის კომპოზიციას) და ჯვრების ფრთებში მეწამული (წითელი) მინანქრით. ჯვრის კომპოზიციის საკიდს წარმოადგენს ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოქროს „ივერიული“ გვირგვინი (სახელმწიფო გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სუვერენიტეტის სიმბოლო). ორდენი საკიდთან დაკავშირებულია ვაზის წნულის ორნამენტული ოქროს დეტალით. ეროვნული გმირის ორდენის ესკიზის ავტორია მხატვარი-ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძეტარების წესი. ეროვნული გმირის ორდენის ტარება ხდება ყელზე, მეწამულ (წითელ) ლივლივა ბაფთაზე, რომელსაც კიდეებზე გასდევს ოქროსფერი ზოლები. ორდენის აღნიშვნა აგრეთვე ხდება ორდენის ბაფთის შესატყვისი თამასით. ორდენის დიამეტრი 5 სმ-ია. ორდენის მფლობელები. მინიჭებული აქვს აფხაზი სეპარატისტების მიერ დახვრეტილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ჟიული შარტავას (გ. 1993) და ცხინვალის რეგიონში გმირულად დაღუპულ ჯარისკაცს ზაზა დამენიას (გ. 2004), რუსეთ-საქართველოს ომის დროს ოსი სეპარატისტების მიერ წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძეს, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულ სამხედრო მფრინავ ზურაბ იარაჯულს, გიორგი მაზნიაშვილს, ავთო იოსელიანს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, მარო მაყაშვილს, გრიგოლ ფერაძეს, ექვთიმე თაყაიშვილს, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს, მიხაკო წერეთელს, ამბროსი ხელაიას, გურამ გაბესკირიას, ზურაბ ჭავჭავაძეს, გენო ადამიას, მამია ალასანიას, ალესანდრე ონიანს სიკვდილის შემდეგ; აგრეთვე პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და ამერიკელ სენატორ ჯონ მაკ-კეინს.