понедельник, 20 ноября 2023 г.

აფხაზების ბაღი


"ბაღი სავსეა ტურისტებით, მკვლევარებით, ნატურალისტებით. მისი მომხიბლავი ისტორია წყვილებსაც იზიდავს და "სიყვარულის ბაღშიც" ხშირად იმართება საქორწინო ცერემონიები. ბევრი რამდენიმე დღითაც რჩება კოპწია სასტუმროებში ან კოტეჯებში. აფხაზების საზაფხულო სახლიც ძველებურად გადმოჰყურებს ბაღს." -  ნიკოლოზ აფხაზის ბაღი კანადაში სახელგანთქმული ბაღია.

- 1988 წლის ემიგრანტულმა ჟურნალმა "გუშაგმა" ნიკოლოზ აფხაზის გარდაცვალებას ნეკროლოგი მიუძღვნა. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტშიც გაჩნდა ინფორმაცია Abkhazi Garden-ის შესახებ. ბოლო ხანს მომრავლდა სხვადასხვა საიტი და ვიდეორგოლი ამ ბაღის ულამაზესი ხედებით და, ალბათ, ბევრმა არც იცის, რომ ბაღი ქართველი გმირის, კოტე აფხაზის ვაჟის, ილია ჭავჭავაძის დის შვილიშვილის, ნიკოლოზ აფხაზის სახელს უკავშირდება.

წყარო:
ილია ჭავჭავაძის დის შვილიშვილის სახელგანთქმული ბაღი კანადაში

Abkhazi Garden 

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს მიძღვნილი ფილმი

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს მიძღვნილი ფილმი

ვირტუალურ სამყაროში გადაშვებული უწიგნური თაობა

პრობლემა, რომელიც ბუმერანგივით გვიბრუნდება

სულ რაღაც 5-6 წლის წინაც კი მოზარდები ერთმანეთისთვის საუკეთესო საჩუქრად კარგ წიგნს მიიჩნევდნენ. მშობლები, თავის მხრივ, ცდილობდნენ საბავშო ბიბლიოთეკა გაემდიდრებინათ და საკუთარი შვილისთვის კიდევ უფრო შეეყვარებინათ კითხვა.

რა ხდება დღეს? ახლა აღარც წიგნია საუკეთესო საჩუქარი და არც მშობლები იღწვიან შვილების წიგნიერი განათლებისათვის, ის კი არადა, ბევრმა სულაც არ იცის, რომ არსებობდნენ: ალექსანდრე დიუმა, მაინ რიდი, თეოდორ დრაიზერი, სერვანტესი, ჯონატან სვიფტი, შტეფან ცვაიგი, ლევ ტოლსტოი, ანტონ ჩეხოვი და კიდევ სხვები, რომელთა შემოქმედებაზე თაობები აღიზარდნენ. წარმოიდგინეთ, რომ დღევანდელი მოზარდი დიდი ქართველი მწერლების შემოქმედებასაც იმდენად იცნობს, რამდენადაც სკოლაში გაეცნობა, ანუ სავალდებულო სასკოლო პროგრამის ფარგლებში.

სამაგიეროდ დღეს ბავშვმა შეიყვარა კომპიუტერი და შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე გადაეშვა ამ ვირტუალურ სამყაროში. ბევრი მოზარდი ამბობს, რომ მისთვის საჭირო ცოდნას კომპიუტერიდანაც იღებს. რა ცოდნით იარაღდება ჩვენი მომავალი თაობა და რა განათლებით მიდის უმაღლეს სასწავლებელში? 




“ამბიონმა” მცირე გამოკითხვა ჩაატარა. შედეგები იხილეთ აქ -  ვირტუალურ სამყაროში გადაშვებული უწიგნური თაობა

ქართული კალიგრაფია

 რა არის კალიგრაფია?

ბერძნულად „კალი“ ლამაზს ნიშნავს, „გრაფია“ კი – წერას. თითქოს ყველაფერი მარტივადაა: კალიგრაფია ლამაზად წერა ყოფილა.

დანარჩენზე კი ეს საინტერესო ბლოგი გიამბობთ:

თანამედროვე ქართველი კალიგრაფები



თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე



  თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე  

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე მე-20 საუკუნის ევროპული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. შორეულ ბრაზილიაში, მოგვიანებით კი დასავლეთ ევროპაში მოღვაწეობის მიუხედავად, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ვაჩნაძეს საქართველოსთან კავშირი არ დაუკარგავს. ამის დასტური სწორედ მისი შემოქმედებაა, რომელშიც ქართულ შტრიხებს ადვილად ამოიცნობთ. ამ შემოქმედებას საქართველოში მაინცდამაინც დიდი წრე არ იცნობს. ამის გამოსწორება სცადა საქართველოს ბანკმა, რომლის მხარდაჭერით  თბილისში დე ლეტეს ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ამასთან, გამოვა წიგნი, რომელიც ვაჩნაძის ბიოგრაფიულ ცნობებსა და ნახატებს გააერთიანებს.

და მაინც: ვინ იყო ქართველი მხატვარი, რომელმაც კრისტიან დიორისთვისაც კი შექმნა ესკიზები; რომელზეც მე-20 საუკუნის ევროპული პრესა აღფრთოვანებული წერდა; რომელიც ყოველთვის ამტკიცებდა, რომ არც საბჭოელი იყო და არც ფრანგი, არამედ — ქართველი.