დამრიგებლის საათის ორგანიზება

დამრიგებლის მოვალეობას შეადგენს - რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. 

სადამრიგებლო საათის მიზანია მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.

სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს პრიორიტეტულ მიმართულებებზე:

) პიროვნული და მორალური განვითარება;

) გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება;

) მეწარმეობის უნარების განვითარება;

) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;

) უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;

) მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;

) თვალსაწიერის გაფართოება.


დამრიგებლის საათი წარმოადგენს კლასის დამრიგებლისა და მოსწავლეების ურთიერთობის პირდაპირ ფორმას. დამრიგებლის აღმზრდელობითი მუშაობის  ფორმა კლასში, რომელშიც მონაწილეობენ თავად მოსწავლეები სპეციალურად ორგანიზებულ საქმიანობაში. ეს მოღვაწეობა ეხმარება მათ განივითარონ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობების მთელი  სისტემა

ᙛᙛᙛᙛ

დამრიგებლის  საათი შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმით. მაგ: 
  • კლასის კრება,
  • ექსკურსია,
  • თემატური ლექცია,
  • საუბრები (მორალურ-ეთიკურ, სააღმზრდელო თემებზე),
  • დისპუტი, დისკუსია
  • საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა,
  • ვიქტორინა-კონკურსი  ცოდნის სხვადასხვა სფეროში,
  • იუმორინა;
  •  ინტერაქტიური თამაში;
  • თამაშიმოგზაურობა (ვირტუალური) ;
  • თეატრალური პრემიერა;
  • ფსიქოლოგიური თამაშები და ტრენინგები;
  • მკითხველთა კონფერენცია  და ა.შ.

დამრიგებლის  საათი  ასრულებს სხვადასხვა  ფუნქციებს:
  •  საგანმანათლებლო
  •  საორიენტაციო
  • გზამკვლევი
  • აღმზრდელობითი 
საგანმანათლებლო ფუნქციის არსი  მდგომარეობს იმაში,  რომ დამრიგებლის  საათი უზრუნველყოფს მოსწავლეთა იმ ცოდნის გაზრდის შესაძლებლობას, რაც არ აისახება კურიკულუმში. იგი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას ქალაქში, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე. დამრიგებლის  საათის განხილვის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფენომენი ან მოვლენა. 

საორიენტაციო ფუნქცია  ხელს უწყობს გარემომცველი სამყაროს მიმართ გარკვეული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, მატერიალური და სულიერი ფასეულობების იერარქიათა განვითარებას. იგი ეხმარება მოსწავლეებს შეაფასონ გარემომცველ სამყაროში არსებული გარკვეული გამოვლინებები.
საგანმანათლებლო და საორიენტაციო ფუნქციები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ჩვენ ვერ ვასწავლით მოსწავლეს შეფასებას, თუ ისინი არ იცნობენ მოვლენებს, საგნებს.  მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ დამრიგებლის  საათი  ასრულებს მხოლოდ საორიენტაციო ფუნქციას: ფართოდ ცნობილი მოვლენის განხილვისას.

გზამკვლევი ანუ სახელმძღვანელო ფუნქცია  განკუთვნილია იმისათვის, რომ ამა თუ იმ მოვლენის განხილვა გადატანილ იქნას მოსწავლეთა რეალური გამოცდილების სფეროში.

აღმზრდელობითი (ფორმირების)  ფუნქცია გამოუმუშავებს მოსწავლეებს ანალიზისა და თვითშეფასების უნარს. ხელს უწყობს მოსწავლეებს დიალოგისა და გამოხატვის უნარის განვითარებაში, საკუთარი აზრის შენარჩუნებაში, განსხვავებული აზრის აღიარებაში და ა.შ.

ᙛᙛᙛᙛ

დამრიგებლის  საათის თემისა და შინაარსის შესარჩევად მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს მოსწავლეთა  ასაკი,  მათი მორალური მდგომარეობა, ინტერესები და სხვა. ეს შეიძლება გაკეთდეს, მაგალითად, ანკეტირების ან საუბრების გამოყენებით.

ᙛᙛᙛᙛ

დამრიგებლის  საათის მომზადებისას აუცილებელია გავარკვიოთ მისი ორგანიზებისა და ჩატარების მეთოდოლოგია.

 1. დამრიგებლის  საათის ამოცანების განსაზღვრა.
 2. დამრიგებლის  საათის დროისა და ადგილის განსაზღვრა.
 3. დამრიგებლის საათის ძირითადი მომენტების განსაზღვრა და მოსამზადებელი გეგმის შემუშავება  და დამრიგებლის საათის ჩატარება (სათანადო მასალის შერჩევა, ვიზუალური საშუალება, მუსიკის გაფორმება,  დამრიგებლის საათისთვის სცენარის შედგენა)
 4. დამრიგებლის საათის მომზადებისა და ჩატარების პროცესში მონაწილის განსაზღვრა (დავალებების წინასწარი გადანაწილება მოსწავლეებზე (თუ კი ეს გაწერილია გეგმით), განსაზღვრავს მასწავლებელთა ან მშობლების მონაწილეობის მიზანშეწონილობის ხარისხი.
 5. მოხდეს დამრიგებლის საათის შეჯამება და მისი ეფექტურობის ანალიზი. (ანუ, დაიწეროს რეფლექსია)

ᙛᙛᙛᙛ

    დამრიგებლის საათის ორგანიზება:
აუცილებელია გავითვალისწინოთ მონაწილეთა ფსიქოლოგიური თავისებურებები მასალის შერჩევისას.  ყურადღებით დავაკვირდეთ მოსწავლეთა ინტერესების ინტენსივობას ან ყურადღების მოდუნებას შერჩეული მასალის მიმართ.  დავსვათ ”მწვავე” საკითხი ან გამოვიყენოთ მუსიკალური პაუზა, შევცვალოთ მოქმედება და სხვ.  



ᙛᙛᙛᙛ

დამრიგებლის აღმზრდელობითი საათის ორგანიზაცია და ჩატარება. (უნდა ჩატარდეს არანაკლებ სემესტრში 2-ისა)
აღმზრდელობითი დამრიგებლის საათის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს: მოსწავლეთა განათლება  ფასეულობების, მოსაზრებების, გააზრების, სწავლების, შეფასებების და სხვა მიზნით.

საკუთარი და თანატოლების ქცევების, ღირებულებების კრიტიკული გააზრება და ანალიზი. ისეთი პირადი თვისებების განვითარება, როგორიცაა საკუთარი შეცდომების აღიარება, ანალიზი, დასკვნების გამოტანა, პატიების უნარი, საკუთარი სიმართლის დამტკიცება და სხვა.  

აღმზრდელობითი დამრიგებლის საათის თემატური ვარიანტები:
1. მე ადამიანთა შორის და ადამიანები ჩემს გარშემო
2. ჩემი მომავალი პროფესია, როგორ მესახება იგი მე? 
3. რა მოგონებებს ვუტოვებ ჩემს თავზე ჩემს სკოლას?  
4. ჩემი მისია სამყაროში
და ა.შ. 


================================
ფსიქოლოგიური თამაშების ორგანიზება.
მისი ჩატარება არავითარ განსაკუთრებულ მომზადებას,ზედმეტი დროის ხარჯვას  არ მოითხოვს. სამაგიეროდ იძლევა მნიშვნელოვან პოზიტიურ ეფექტს: თამაშობით ფორმაში, რომელიც ძალიან ახლობელია ბავშვებისათვის, მოსწავლეები ითავისებენ კომუნიკაციის უმარტივეს მეთოდებს, სწავლობენ საკუთარ კომპლექსებში გარკვევას.

ფსიქოლოგიური თამაშის მაგალითები

«ნაცნობობა»
 ბავშვები ქმნიან წრესდაწყებული ლიდერიდან წარმოთქვამენ თავის სახელს და უმატებენ მას ზედსართავ სახელს, რომელიც ასახავს მის ხასიათს, გარეგნობსა, ქცევის ნებისმიერ დადებით თვისებას, მდგომარეობას. სავალდებულოა: ზედსართავი სახელი იწყებოდეს სახელის პირველი ასოთი. მაგალითად, შორენა  შრომისმოყვარე, ოლეგ ორიგინალი, ზურაბ ზარმაცი და ..   
      
«საყოველთაო ყურადღება»
  თამაშის მონაწილეს ეძლევა ერთი და  იგივე მარტივი დავალება - ნებისმიერი საშუალებითგარდა ფიზიკური ქმედებებისა და  გარბენებისა ადგილობრივკატასტროფებთან”, ცდილობენ სხვების ყურადღების მიპყრობას. ამოცანას ართულებს იმ ფაქტი, რომ თამაშის ყველა მონაწილე ცდილობს ერთდროულად შეასრულოს დავალება. დაადგინეთ - ვის გამოუვიდა და რა საშუალების ფასადრის ხარჯზე, აღნიშნული დავალების შესრულება.  

  «რატომ მოგვწონს ადამიანები»
  აირჩიე ჯგუფში ადამიანი, რომელიც თქვენ მოგწონთ და წერილობით მიანიშნეთ  ხუთი თვისება, რომელიც მოგეწონათ მასში და პიროვნების მითითების გარეშე, მიუთითეთ ხუთი თვისება, რომელიც  არ მოგსწონთ მასში. გადაეცით ფურცელი წამყვანს, რომელიც რიგრიგობით კითხულობს დახასიათებებს. მონაწილეთა ამოცანააგამოიცნონ, ვისზეა საუბარი.

«გააცინე მეგობარი»
 ეს თამაში  ტარდება წყვილებში. ნებისმიერი საშუალებით უნდა გააცინო პარტნიორი. თუ ეს ვერ მოახერხე, სხვა პარტნიორს აირჩევენ. თუ გააცინე მეგობარი, მაშინ ის თავად აირჩევს ახალ პარტრნიორს დარჩენილი მოსწავლეებიდან.  ბოლოს, გამოვლინდება ყველაზე მხიარული და მოცინარი მოსწავლე, რომელიც დიდ იუმორს ფლობს.   

ᙛᙛᙛᙛ

დამრიგებლის თემატური  საათის ორგანიზება და ჩატარება
თემატური  დამრიგებლის საათი მოითხოვს მომზადებას და შეიძლება გაერთიანდეს გარკვეული თემატიკა დიდი ხნის განმავლობაში. ეს საათები შეიძლება გახდეს კლასში სერიოზული მუშაობის დასაწყისი და დასასრული, რომელიც შესაძლებელია შევსოს კლასგარეშე მუშაობის სხვა ფორმები

  დამრიგებლის საათების თემატიკის ნიმუში:
     როგორ ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს
ჩემი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე
მე მაქვს უფლება, მე ვალდებული ვარ....
სახლი, რომელშიც ვცხოვრობ...
 სიყვარული ადამიანის ცხოვრებაში

ᙛᙛᙛᙛ

საინფორმაციო ხასიათის დამრიგებლის საათის მომზადება და ჩატარება
  
საინფორმაციო დამრიგებლის საათის ძირითადი დანიშნულებაა - საკუთარი ქალაქის, მხარის, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მოვლენების შესახებ მოსწავლეთა საკუთარი დამოკიდებულების ფორმირება.

საინფორმაციო დამრიგებლის საათები შეიძლება იყოს ორგვარი: თემატური და მიმოხილვითი

თემატური საათები მოსწავლეებს აცნობს
დღევანდელობის პრობლემებს, მათ ანალიზს, პრობლემებისადმი პროფესიონალების, მოსახლეობის სხვადასხვა ფენების დამოკიდებულებას. 

მიმოხილვითი საათები მოსწავლეებს აცნობს ქვეყანაში, ქალაქში, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. 

მიმოხილვითი საათები შეიძლება გაგრძელდეს 20-25 წთ.  ეს დრო საკმარისია, რომ განხილულ იქნას მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები.

თემატური საათები შესაძლებელია უფრო დიდხანს გაგრძელდეს.
 
  საინფორმაციო ხასიათის დამრიგებლის საათის მომზადების წესები:

- საინფორმაციო საათი უნდა იყოს აქტუალური და ინფორმაცია, რომელსაც განიხილავენ ბავშვები, უნდა იყოს უახლესი და დროული.
  - საინფორმაციო საათი უნდა იყოს მობილური
  - ინფორმაცია უნდა იყოს ოპერატიული და უცნობი კლასში
  - ინფორმაციის მიმოხილვა უნდა იყოს მიუკერძოებელი
  - საინფორმაციო საათს შეუძლია და უნდა განავითაროს მოსწავლეთა  ინტელექტუალური უნარები (ანალიზის უნარი, შედარება, განზოგადება, საკუთარი დამოუკიდებელი დასკვნების გამოტანა)  

საინფორმაციო დამრიგებლის საათისათვის მუშაობის ძირითადი ფორმები:
- საგაზეთო უწყებები;
- ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გადამუშავებული თხრობა ჟურნალ-გაზეთების  ტექსტებიდან  ციტატების გამოყენებით
- მუშაობა ლექსიკონსა და საცნობარო ლიტერატურაზე;
 - მუშაობა მსოფლიოს პოლიტიკური რუკით და გლობუსით;
- საგაზეთო და ჟურნალის მასალების კითხვა კომენტარებით;
- პრობლემური საკითხების ფორმულირება და პასუხების ძიება მათზე;
- სატელევიზიო მასალის ნახვა და განხილვა

 საინფორმაციო  ხასიათის დამრიგებლის საათის ჩატარების ფორმები
    ვიქტორინა (მიმოხილვითი და თემატური);
საინფორმაციო რინგი;
 ნახატების, პლაკატების, ერუდიტების კონკურსი
პრეს-კონფერენცია
შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან
ჟურნალ-გაზეთების დღესასწაულები
კითხვა-პასუხების საღამო;
დისკუსია;
მოგზაურობა დროში (ჟურნალ-გაზეთების შექმნის ისტორია)
სარეკლამო აქცია და სხვა.

ᙛᙛᙛᙛ

 ვიქტორინების მომზადება და ჩატარება
ვიქტორინა ეს არის თამაში, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა შემეცნებითი სფეროს განვითარებისათვის. ვიქტორინა შედგება კითხვებისა და პასუხებისაგან ცოდნის სხვადასხვა სფეროდან, კერძოდ, მეცნიერება, ტექნიკა, ხელოვნება, ლიტერატურა და სხვ. 

         ვიქტორინის ჩატარების წესები:
§      ვიქტორინის თემა უნდა იყოს აქტუალური.
§      ვიზუალური შეკითხვები უნდა იყოს მკაფიო და გასაგები.
§      უნდა გაითვალისწინებული იქნას  მოსწავლეთა ასკობრივი თავისებურებები
§      კითხვებზე პასუხების ძიება არ უნდა იყოს ძალიან რთული.
§      მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ უფლება - კითხვებზე პასუხის მომზადებისათვის.
§      ვიქტორინას ყოველთვის უნდა ჰყავდეს  გამარჯვებულები.
§      ვიზუალური შეკითხვები უნდა შეგროვდეს და გამოიყენებულ იქნას საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში.
§      ვიქტორინა შეიძლება იყოს თემატური ან მიმოხილვითი

ᙛᙛᙛᙛ

        პოპულარული თემები კონკურსი-ვიქტორინებისათვის:
§      სახელმწიფოთა და ხალხთა ისტორია.
§      დედამიწის შორეული კუთხეები.
§      ჩვეულებრივი საგნების არაჩვეულებრივი ისტორიები  
§      დღესასწაულები, რომლებიც მუდამ ჩვენთან არიან.
§      ბუნებრივი კატაკლიზმები.
§      ზღაპრის გმირები და მათი ავტორები.
§      სახელმწიფოები და მათი მმართველები.
§      მუსიკალური ინსტრუმენტები - რაზე მოგვითხრობენ ისინი?
§      დედამიწის მცენარეთა  და ცხოველთა სამყარო.
§      დიდი მხედართმთავრები  და ცნობილი ჯარისკაცები.
§      ფილმები და მათი გმირები.
§      ცნობილი ადამიანების ცნობილი ფრაზები.
§      დიდი აღმომჩენები  და მათი აღმოჩენები.
§      მედიცინა და ჯანმრთელობა.
§      მსოფლიოს ხალხთა წესები  და ტრადიციები.
§      ფრინველები, თევზი, ცხოველები ...
§      საგნები, რომელთა გარეშე  ცხოვრება არ შეიძლება...
§      ეგზოტიკური მცენარეები და ყვავილები.
§    ზოდიაქოს    ნიშნები და ჰოროსკოპები.
§      მანქანები, მათი შემქმნელები და მფლობელები.
§      მდინარეები, ტბები, ზღვები და ოკეანეები.
§      ფიზიკა ჩვენს გარშემო.
§      ჩვენი ცხოვრების ქიმია.
§      ომებისა და გამარჯვებების ისტორია.
§      ნახატები  და მხატვრები.

ᙛᙛᙛᙛ

  უქმე  დღეების  კლასგარეშე  ღონისძიებები - თეატრი, მუზეუმი, ექსკურსია.. 

 თეატრში წასვლის წინა მოსამზადებელი სამუშაოები:

   -თეატრების ისტორიის შესწავლა, მათი როლი და ადამიანის ბედზე გავლენა. .
  - შეხვედრები  მსახიობებთან და თეატრალურ მოღვაწეებთან
  - საუბარი «თეატრალუტი ნაწარმოები და მისი ავტორი».
  - ინტერაქტიური თამაში  «თეატრალური ეტიკეტი».
  - კლასის საათი «მსახიობები და როლები».
  - «თეატრალური აფიშა» — თამაში მოგზაურობა.
  - თეატრალურ პრემიერებზე ვიზიტის ანალიზი.


           ექსკურსიის თემატიკა

§      ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები, რომელთა სიახლოვესაც  ჩვენ ყოველდღე დავდივართ.
§      ქვებს რომ  შეეძლოთ საუბარი ...
§      ქუჩები, რომლის დასახელებაც გათბობს...
§      ჩემი ქალაქის ტაძრების ისტორია.
§      ძველი და თანამედროვე ძეგლები.
§      ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ისტორია.
§      ჩემი ქვეყნის ეკონომიკური გიგანტები.
§      ბუნების საიდუმლოებები და მისი აღმოჩენები.
§      სამეცნიერო ინსტიტუტები და მათი როლი ქვეყნის ცხოვრებაში.
§      გვეპატიჟება სტუმრად მუზეუმი
§      თეატრალური მუზეუმების საგანძური.
§      ჩვენი მშობლების პროფესია
§  ჩემი მიწის მცენარეთა სამყარო

=====================================================

მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება 

მოსწავლეთა ინტელექტუალური სფეროს განვითარებისათვის, მათი თვითშემეცნების და თვითრეალიზაციისათვის მუშაობის შემდეგი ფორმები გამოიყენება:
§      ინტელექტუალური მარათონები;
§      ინტელექტუალური შემოქმედების დღეები;
§      ინტელექტუალური პროექტების დაცვა;
§      ექსკურსიები უნივერსიტეტებში, კვლევითი ინსტიტუტებისა და კვლევის ლაბორატორიებში;
§      შეხვედრები მეცნიერებთან, გამომგონებლებთან;
§      ინტელექტუალური რგოლები და ტესტები;
§      ინტელექტუალების კლუბების შეხვედრა;
§      ინტელექტუალური ოლიმპიური თამაშები;
§      ინტელექტუალური განვითარების სკოლა.


      მუშაობის ფორმები მოსწავლეთა მავნე ჩვევების დასაძლევად: 
კლასგარეშე მუშაობის ეფექტურობისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სამუშაოები:
§      ვიდეო ფილმების ნახვა და  შემდგომი დისკუსია.  ფილმების ნახვა, რომელიც ასახავს სიტუაციებს ხალხის ბრძოლას საკუთარი დეფექტებისა მავნე ჩვევებისა და მათი დაძლევის გზებზე;
§      შეხვედრები ადამიანებთან, რომლებმაც შეძლეს მავნე ჩვევების დაძლევა და რთულ სიტუაციებში თავის გადარჩენა.
§      შეხვედრები სპეციალისტებთან, მოსწავლეთა პრობლემებისადმი მოზარდების დამოკიდებულების შესწავლა;
§      საგაზეთო პუბლიკაციების კითხვა, სადაც ასახულია ცხოვრების ყველაზე რთულ სიტუაციებში ადამიანის სულის ძალა და სიმტკიცე
§      თემატური ვიქტორინები, ზეპირი ჟურნალები, პრობლემის საწინააღმდეგო სარეკლამო კლიპის შექმნა, კონკურსი საუკეთესო მხატვრული ნამუშევარი, რომელიც მიმართულია ადამიანის მავნე ჩვევების წინააღმდეგ  და ადამიანის სულის სიძლიერის დემონსტრირებისაკენ, ამ საკითხზე სარეკლამო ბილბორდების კონკურსი, ნახატების გამოფენა, აქციები  ადამიანი მავნე  ჩვევების ზეგავლენისგან დასაცავად;
§      ღირებულებითი კლასის საათები; ინტერაქტიური თამაშები;
§      პრეს-კონფერენცია, ბრიფინგი აღნიშნულ თემაზე. 


         აუცილებელი პირობები, რომელიც უნდა დავიცვათ  მავნე ჩვევების პრევენციისათვის ღონისძიების მომზადებისას:
- დავიცვათ დრო და ადგილი.  დაგვიანებულმა ღონისძიებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მონაწილეთა ირონია და სარკაზმი.
 - ღონისძიების მომზადება უნდა იყოს ძალიან დეტალური და საიმედო. ამ თემაზე საუბარი ვერ იტანს სიცრუეს და ფორმალიზმს. 
 - ამ ტიპის ღონისძიებანი უნდა იყოს ძალიან გულწრფელი და მაქსიმალურად ღია, თავისუფალი მოზრდილთა მხრიდან.   
 - ურთიერთობის ფორმა - არა დამრიგებლობითი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, არამედ, ჭეშმარიტების ერთობლივი ძიება.
 - ფაქტები, მოვლენები, სტატისტიკა უნდა იყოს ძალზედ შთამბეჭდავი, რომ შეეხოს მოსწავლის შინაგან სულიერ მხარეს.
- ასეთმა ღონისძიებამ არ უნდა მოითხოვოს მოსწავლისგან დანარჩებენთან მსგავსი შეხედულებების არსებობა. მათ უნდა ჩააყენონ მოსწავლე არჩევანის, განსჯის, ძიების მდგომარეობაში.

ᙛᙛᙛᙛ



P. S.  თუ მიიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ გვერდის წაკითხვით, გთხოვთ, დამიტოვოთ თქვენი კომენტარი. 
წინასწარ გმადლობთ. 







3 комментария:

  1. ბლოგი არის ნამდვილად საინტერესო და პროდუქტიული, გისურვებთ წარმატებას.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. უღრმესი მადლობა, ქალბატონო სოფია. თქვენ მე ძალიან დამეხმარეთ. გისურვებთ წარმატებებს.

      Удалить
  2. წარმატებები, ძალიან საინტერესო იყო და გამოსადეგი.

    ОтветитьУдалить