понедельник, 24 июля 2023 г.

სადამრიგებლო პროგრამის ზოგიერთი სავარაუდო თემა.

1. სიახლეეები ჩვენს ქალაქში (ახალი მშენებლობები, ახალი ობიექტები, გარემონტებული ქუჩენი და სკევერები და ა.შ. - რა პროფესიის ხალხი მუშაობს ამ საქმეში, როგორია მოსწავლეთა შთაბეჭდილებები და დამოკიდებულებები სიახლეების მიმა

2. „ღირსეულთა დაფა“ – (მოვუთხროთ მოსწავლეებს ჩვენი ისტორია უახლოესი წარსულიდან. მაგ: რომ უწინ არსებობდა ყველა სკოლაში, ყველა დაწესებულებაში, ორგანიზაციაში „ღირსეულთა დაფა“, ვესაუბროთ - რა იყო ამ დაფის დანიშნულება, ახლა რომ არსებობდეს - რომელიმე თქვენთაგანი თუ მოხვდებოდით ამ დაფაზე და რა ღირსებათა გამო?  გავაკეთოთ   შეთავაზება, ხომ არ შემოვიღოთ კლასის ღირსეულთა დაფა?  (საჭირო იქნება კრიტერიუმების შემოღება, ვინ შეიძლება გახდეს კლასის ღირსეული მოსწავლე და დაიმსახუროს ადგილი ამ დაფაზე)

3. ვიზრუნოთ კლასის გარემოზე, ვესაუბროთ რამდენი შრომაა ცადებული იმ ნივთების შექმნაზე, რომელიც ჩვენს კლასში დევს, რა საჭიროა ისინი? უნდა დავიცვათ და გავუფრთხილდეთ, გადავარჩინოთ განადგურებისგან თუ არა? რატომ არის საჭირო ჰიგიენის დაცვა და რატომ უნდა შევინარჩუნოთ საკლასო ოთახში სისუფთავე.  რა სარგებელი მოაქვს ოთახის მცენარეებს, როგორ მოვუაროთ მათ. შევთავაზოთ ბუნების ცოცხალი კუთხის შექმნა, სადაც ოტახის მცენარეებთან ერტად სეიძლება საშუალებიდან გამომდინარე ვიყოლიოთ ცოცხალი არსებები. მაგ: ჩიტი, ზღარბი და ა.შ. რასაც ბავსვები მოუვლიან თავად.

4.  ექსკურსია ბიბლიოთეკაში  (ვესაუბროთ ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე, რომ თვითონაც შექმნან საკუთარი პატარა ბიბლიოთეკა. ავუხსნათ როგორ არის განლაგებული წიგნები ტაროებზე, როგორ იცავენ და უფრთხი8ლდებიან და რატომ, რას უწყობს ხელს წიგნის კითხვა? ვასწავლოთ წიგნის გამოყენების წესები და ჩავწეროთ ბიბლიოთეკაში. 

5. მოვაწყოთ ვაზის ზეიმი. (ვესაუბროთ ვაზისა და მევენახეობის ღვინის წარმოების, ქვევრის და სხვა საღვინე ჭურჭლის უძველეს ისტორიაზე და იმაზე, რომ საქართველო მეღვინეობის უძველეს ქვეყნად ითვლება მსოფლიოში და რომ უნდა იამაყონ ამით. რომ განსაკუტრებით ცნობილია მსოფლიოში და საინტერესო ღვინის ქვევრში დაყენების უძველესი ტრადიცია და როგორია ამ სფეროში დღევანდელი მდგომარეობა.)

6.  „პური ჩვენი არსობისა - აქ ვესაუბროთ პურის მიმართ ადამიანთა დამოკიდებულებაზე, საქართველოზე, როგორც უძველესი მარცვლეულის ჯიშების მქონე ქვეყანაზე და ზოგადად საქართველოში აღმოჩენილ მარცვლეულზე არქეოლოგიური გათხრების დროს, ხორბლით მომზადებულ უძველეს კერძებზე, მახა ზანდურზე და ხორბლის სხვა უძველეს ჯიშებსა და მათ სარგებლიანობაზე.

7. ფილატელისტიკა (ზქ ვესაუბროთ მარკებსა და მის შეგროვებაზე. რომ ეს საქმე ძალიან გავრცელებული იყო უწინ და დღესაც ბევრი მისდევს სიამოვნებით. გარდა მარკებისა  რას აგროვებს ხალხი, რა საჭიროა ეს ყველაფერი, როგორი იყო ძველი დროის მისალოცი ბარათები, და ა.შ. თავად თუ შეუგროვებიათ რამე? კონკრეტულად რას აგროვებენ თანამედროვე ბავშვები. რაში იყენებენ და ა.შ. )

8. საქართველოს ეროვნული ჯილდოებია, ვესაუბროთ რას წარმოადგენს თითოეული მათგანი და რა თავდადებისათვის გადაეცემა იგი ადამიანს.

9. ჩვენი დროის გმირები

10. საქართველოს საზღვაო ფლოტი, ცნობილი მეზღვაურები და სატავგადასავლო წიგნები. მაგ: ვახტანგ ბარატაშვილის „მოგზაურობა დედამიწის გარსემო“

11.საზღვრის მცველები - ვესაუბროთ მთის  (სვენაბი, თუშები, ხევსურები და ა.შ.), მათ უპირველეს მოვალეობაზე საზღვრების დაცვის სახით, ვესაუბროთ სვანეთზე, როგორც განძთა საცავზე, ქართლის ციხეთა თავდაცვით სისტემაზე, მესხურ საიდუმლო დარანებსა და სახიზარებზე და როგორ გამოვიყენოთ დღეს ეს ისტორიული ნაგებობები ტურისტული და სამეცნიერო მიზნებისათვის.

12. ჩვენი ქალაქის ქუჩები ( ვესაუბროთ ქუჩების დასახელბებზე, რომ ქუცებს შემთხვევით არ ჰქვიათ სახელები, ვკითხოთ ვისი სახელობის ქუცაზე ცხოვრობენ ტავად, რა იციან ამ ადამიანის სესახებ, ყურადღება გავამახვილოთ ქალაქის რამდენიმე მნიშვნელოვან ქუცაზე და მის ისტორიაზე, თუ რატომ ჰქვიათ ესა თუ ის სახელი, რა დამსახურებათა გამო უწოდეს ქუჩებს კონკრეტული პირის სახელი და ა.შ.)

13. ვირტუალური მოგზაურობები საქართველოს გარშემო, დედაქალაქ თბილისში, ჩვენს მხარეში  და ა.შ.

14. ჩვენი ქვეყნის კულტურა. - საუბრები მხატვრებზე, კომპოზიტორებზე, სპორტსმნებზე და ა.შ.

15. ხალხური შემოქმედება. -კუთხური ტრადიციებია

16. ქართული ჭიდაობა (მსოფლიოში აღიარებული ძიუდოს ქართული სკოლა. )

17. ქართული ხალხური სიმღერა (ჩაკრულოს ისტორია. უცხოელები და ქართული სიმღერა, ქართული სიმღერის გუნდები უცხოეთში,  ცნობილი უცხოელი ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები და ა.შ.)

თემა: „ფოლკლორი და ხალხური ტრადიციები“

ხალხმა თავისი კულტურული მიღწევების საუკეთესო ნაწილი ფოლკლორში გამოხატა. მხატვრული ჩანაფიქრები, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება ეს არის დაუსრულებელი წყარო ბუნებრივი ღირებულებების, ესთეტიკური გრძნობების, პატრიოტული აღზრდის და ა.შ. ის გადმოცემულია ზღაპრებში, გამოცანებსა და ანდაზებში, ხალხურ პოეზიაში და ა.შ.  მოსწავლ;ეები უნდა აღვზარდოთ უბრალო ხალხის ნიჭიერების გამო სიამაყის სეგრძნებით. ბავშვებს ძალიან უყვართ შემოქმედებითობა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება, ამიტომ უნდა წავახალისოთ კიდეც ხალხურ გამოყენებით ხელოვნებაში და არა მხოლოდ მოსწავლეები, მათი მშობლებიც უნდა ჩავრთოთ ამ საქმეში, რათა  მჭიდრო კავშირში იყვნენ სკოლასთან და ბავშვის ცხოვრებასთან. მაგ: ხეზე კვეთა, ქსოვა, ქარგვა და ა.შ.  დამრიგებლის მიერ ხალხური ხელოვნების ჩართვა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში აცოცხლებს ხალხურ ხელოვნებას, იწვევს მოსწავლეთა ცოცხალ ინტერესს, აძლიერებს პატრიოტულ განწყობებს და ა.შ.

 

კლასის საათების სავარაუდო თემატიკა

 

საჭირო მასალა:

  • ·         სლაიდები,
  • ·         ილუსტრაციები,
  • ·         ფოტოები,
  • ·         ნაკეთობები,
  • ·         პრეზენტაციები და ა.შ.

 

ჩატარების მეთოდები და ხერხები:

  • ·         ხალხური თამაშების წახალისება
  • ·         ხელმარჯვე ოსტატები და მათი გამოფენები
  • ·         ინსცენირება (როლური თამაშები)
  • ·         ხალხური სიბრძნის შეგროვება

და ა.შ ამ სახით მოსწავლეებში ჩნდება პატრიოტული მოტივების ფორმირება, სამშობლოს მიმართ ინტერესისა და სიყვარულის გამოხატვა  და სხვა.


თემა: „ადამიანთა შრომა“

 შრომა უდიდესი აღმზრდელია, როდესაც ის შედის ჩვენი მოსწავლეების სულიერ ცხოვრებაში. ამ დროს ბავშვები სულ უფრო და უფრო მეტად ხსნიან გარემომცველ სამყაროში ახალ-ახალ მშვენიერებას, აკეთებენ აღმოჩენებს, შრომა  აღვიძებს მათში მოქალაქეობრივ შეგრძნებებს. მოსწავლეები სწავლობენ უფროსების შრომითი საქმიანობის საზოგადოებრივ დანიშნულებას.

როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა შრომით აღზრდას?

ამისთვის გამოიყენება მრავალი მეთოდი და ხერხი. მაგ:

მოვაწყოთ უშუალო დაკვირვება სხვადასხვა პროფესიის ხალხთა  შრომით საქმიანობაზე.

მოვაწყოთ გასაუბრება ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელთან, რომელიც აუხსნის მოსწავლეებს როგორ შრომობენ და რა სარგებლობა მოაქვს მათ შრომას საზოგადოებისთვის. გამოვიყენოთ მხატვრული ლოტერატურა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები ემოციური ზემოქმედების მიზნით.  უფროსთა შრომისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება აძლიერებს მოსწავლეთა შრომითი საქმიანობის დამოუკიდებლობას. ადამიანთა შრომითი მოღვაწეობის ძირითადი სახეებია სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო შრომა. ადამიანთა შრომა ურთიერთდამოკიდებულია და მიმართულია მთელი მოსახლეობის საერთო სარგებლისაკენ. მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ იმ მხარისათვის დამახასიათებელ შრომით თავისებურებებზე, სადაც მოსწავლეებს უხდებათ ცხოვრება. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რომ   მომავალში კურსდამთავრებულებმა ადვილად შეძლონ შრომითი ბაზრის მოთხოვნილებებში გარკვევა და საკუთარი პროფესიული შრომითი საქმიანობის ადვილად დაგეგმვა. მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ - რა სამრეწველო ობიექტები არსებობს საკუთარ ქალაქში, მხარეში, სადაც შეძლებენ თავად დასაქმებას. უნდა გაიაზრონ, რომ იქ მათი მშობლები და უფროსი და-ძმები მუშაობენ, უშვებენ გარკვეულ პროდუქციას, რომელსაც ხშირად თავადვე მოიხმარენ ან რეალიზაცია ხდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თუ მის ფარგლებს გარეთ.

მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ რომ წარმოების დარგები ყველგან გადადის ელ./მანქანებზე ანუ კომპიუტერებზე. ამისთვის აუცილებელია განვითარებული გონება, ტვინის მიერ წარმოებული სხვადასხვა ოპერაციები, რასაც ხელს უწყობს სასკოლო საგანი - ისტ-ის სწავლება.

შრომითი აღზრდის პროცესში მოსწავლეს უვითარდებათ მშრომელი ადამიანების მიმართ დადებითი დამოკიდებულება, უყალიბდებათ იდეალები, მშრომელებისა და შრომის მიმართ მორალური, ჯანსაღი, მარალზნეობრივი წარმოდგენები.  ასეთი სწავლებით, მაგალითებით მოსწავლე აუცილებლად აირჩევს და ადვილად გაარკვევს საკუთარ პროფესიულ ორიენტაციას. ის შეიძლება გახდეს უფრო პასუხისმგებლობით სავსე, გამოუმუშავდეს სიკეთის, სიხარულის, სიცოცხლის და ა. შ. ხალისი და კარგი უნარები, გახდეს დახმარებისათვის მზადმყოფი ადამიანი. ამრიგად, ამ სახით ჩვენ მოსწავლეს ვუქმნით საკუთარი შრომის, საკუთარი მოღვაწეობის ემოციურ საფუძველს, ინტერესს და ა.შ.

აუცილებელია მოსწავლეებმა გაიაზრონ ტერმინები - ჩვენი, შენი, ჩემი, საერთო (მაგ: ჩვენი შრომა, საერთო კეთილდღეობა და ა.შ.) ამ ტერმინთა გათავისებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მას აღზრდა სჭირდება და ეს პროცესი არ ხდება მარტო სკოლაში, არამედ მშობლები უნდა ესაუბრებოდნენ ამაზე პირველ რიგში ბავშვებს სახლში.

 

სამუშაო თემების ვარიანტები:

1.      ავიატორთა შრომა -ქართული ავიაცია

2.      პური ჩვენი არსობისა (მეპურეთა შრომა)

3.      მშენებელთა შრომა

4.      ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკარის შრომა

5.      და ა.შ.

 

აქტივობა ავიატორთა შრომა მოსწავლეებს უნდა ვესაუბროთ ავიაციის ისტორიაზე, მფრინავებზე და მათ შრომაზე, აქ შეიძლება გავიხსენოთ ქართული ავიაციის ისტორია, ქართველი მფრინავები, ქართული ავიაკომპანიები, ალექსანდრე ქართველი - აშშ ავიაციის და პირველი თვითმფრინავის  შემქმნელი. თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა და მისი ისტორია, რა მდგომარეობაშია დღევანდელი ქართული ავიაცია და თბილისის და სხვა ქალაქების საერთაშორისო აეროპორტები, ქართული ავიახაზები და ავიაკომპანიები. რა საერთაშორისო და შიდაავიარეისები არსებობს დღეისათვის საქართველოში, როგორ შევიძინოთ ბილეთები და გავემგზავროთ სხვადასხვა მიმართულებით და ა.შ.  აქტივობაში შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დოკუმენტური ფილმები,  მხატვრული ფილმი „მიმონო“,  მოვიძიოთ ამ სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანები, გავაკეთოთ ჩანაწერები, ავიღოთ ინტერვიუები,  გადავიღოთ ფოტოები და შევქმნათ  ჩვენი იტორია (ბლოგები, საიტები და ა.შ)  ისტ-ი ტექნოლოგიების დახმარებით.

აქტივობა „პური ჩვენი არსობისა“ - ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ პური მოჰყავთ სხვადასხვა ქვეყანაში. აღვნიშნოთ სად არის აღმოჩენილი უძველესი ხორბლის ისტორიული რეგიონები. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქარელოს ისტორიაში. რომელია დღეისათვის მსოფლიოში ხორბლის მწარმოებელი უდიდესი ქვეყნები და რეგიონები და რომელ რეგიონებს თუ ქვეყნებს უწევთ პურის შესყიდვა საკუთარი ქვეყნისთვის. საუბრის დაწყებამდე ყურადღება მივაპყროთ რომ მეპურეები არა მხოლოდ თავისთვის მუშაობენ, არამედ ყველასთვის და რომ პური მოიპოვება დიდი შრომის ფასად, რომ მას უნდა გავუფრხილდეთ.  სასურველია წინასწარ მოვინახულოთ ვირტუალურად თუ ადგილზე პურის ყანები, აღვწეროთ როგორ გამოიყურება, დავხატოთ, მოვაწყოთ პურის თესვის პროცესის განხილვა, ან ვეწვიოთ ვირტუალურ საიტს და დავათვალიეროთ. ვისაუბროთ შესაბამისი ტერმინების გამოყენებით. მაგ: მიწათმოქმედი, მეპურე, ხორბალი, ფეტვი, წისქვილი, კომბაინი, კალო, გალეწვა, თივა  და ა.შ.  შესაბამისად ვაჩვენოთ ფოტო-ვიდეო-სიუჟეტები, შრომის იარაღები, რომელსაც გამოიყენებენ ამ საქმისთვის, გამოვიყენოთ მხ./ნაწარმოებები, ლექსები, გამოცანები ან ლამაზი გამონათქვამები და ა.შ.

აქტივობა ბიბლიოთეკარი. ამ თემის გახსნით შეიძლება გადავწყვიტოთ მოსწავლეთა ჰარმონიული განვითარების ბევრი ბევრი საკითხი. მაგ: წიგნის მიმართ სიყვარულის აღზრდა, წიგნის მიმართ ფაქიზი დამოკიდებულება, ზოგიერთი შრომითი უნარის განვითარება, უფროსების დახმარების სურვილის გაძლიერება და ა.შ. მოვაწყოთ ექსკურისია ბიბლიოთეკაში და ვესაუბროთ დეტალებზე - ბიბლიოთეკის არსზე, დანიშნულებაზე, ფუნქციაზე, სტრუქტურაზე, შრომით პროცესებზე, წესებზე, წიგნის მოპყრობის წესებზე და ა.შ. გამოვიყენოთ საუბარი ბიბლიოთეკართან, ან მხ./ნაწარმოებები, ლექსები, საყვარელი მწერალი და მისი ნაწარმოების შესახებ შთაბეჭდილებები. შეიძლება მოსწავლეები ჩაეწერონ ბიბლიოთეკაში და გახდნენ კარგი მკითხველები.

მოვაწყოთ საღამო რაიმე თემაზე. მაგ: წიგნი ბუნებაზე, საყვარელი ნაწარმოები, მინდა ყველაფერი ვიცოდე და ა. შ.  ამის შემდეგ, მოსწავლეებმა შეიძლება შეადგინონ მოთხრობა - „როგორ შრომობს ბიბლიოთეკარი“, ან დაწერონ ესსე „საჭიროა ბიბლიოთეკარის შრომა?“ და ა.შ.

მოვაწყოთ ქველმოქმედება სათაურით, „ერთი წიგნი საჩუქრად ჩემს სკოლას“. მშობლებს უნდა ავუხსნათ, რომ მოსწავლის სურვილი წიგნი აჩუქოს სკოლას - წარმოადგენს მოსწავლისთვის ღირებულებით ნაბიჯს, რადგან ის სხვა მოსწავლეებს, მეგობრებს უზიარებს თავის წიგნებს,  შესაბამისად ცოდნას უზიარებს და ეს მისთვის სიხარულის მიმნიჭებელია.

აქტივობა „წიგნის დაბადება“ - აქ შეიძლება ვესაუბროთ  ტყის საჭიროებაზე, ტყისმჭრელთა შრომაზე, როგორ იწარმოება ქარალდი, რომელზედაც ხატავენ თავად, როგორ გამოიცემა წიგნები, რომელსაც კითხულობენ, როგორ ამზადებენ რვეულებს, სადაც საშინაო დავალებებს წერენ და ა.შ.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ მადლობა გადავუხადოთ ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს და ეს მადლობა იქნება ჩვენის მხრიდან წიგნის, რვეულის კულტურული მოპყრობა, ფაქიზი დამოკიდებულება, აკურატულობა, თითოეული გვერდის მიმართ და ა.შ. მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ქაღალდის შესაქმენლად უამრავი ხის გაზრდაა საჭირო, მართალია საქართველოში ბევრი კარგი ტყეა, მაგრამ ის ხომ უსასრულო არ არის? ამიტომ ადამიანები ბუნებას, უნდა მოვეპყრათ ფაქიზად, რადგნა ეს არის ეროვნული სიმდიდრე, რომელიც ყოველთვის უნდა განვაახლოთ, დავრგოთ ახალი ხეები და სხვა მცენარეები და არ დავაზიანოთ რაც მთავარია.

აქტივობა „შრომითი ფერხული“ - აქ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ეხმარება ყველა მშრომელი ერთმანეთს საერთო საზოგადო-საქვეყნო შრომაში. როგორ არის ყველა პროფესია ერთმანეთზე გადაჯაჭვული და რომ სჭირდება სახელმწიფოს ყველა სახის პროფესიის ადამიანი. რომ შრომა ალამაზებს ადამიანს, რომ არ არსებობს დიდი და პატარა პროფესიები და რა საქმესაც არ უნდა ეწეოდეს ყველა საქმე დასაფასებელია ერთნაირად. აქ შეიძლება ვესაუბროთ შრომით გმირობებზე, სხვადასხვა სახის შრომით ჯილდოებზე რომელიც არსებობს ამჟამად, საქართველოში, მოქალაქეთა შრომით უფლებებზე და ა.შ.

თემა: ჩვენი მშობლიური ბუნება

 მშობლიურ ბუნებაზე წარმოდგენები არის არა მხოლოს პატრიოტიზმი არამედ, დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა,  ზრუნვა ეკოლოგიური სისტემის შენარჩუნებაზე და გლობალური პრობლემების გამკლავებაზე. ამის აღზრდა შთაგონებით იწყება ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში, როცა ბუნების სიყვარული ჯერ კიდევ რთული გრძნობაა, რომელიც იწვევს ემოციებს, ინტერესს,  ბუნებრივი სიმდიდრის დაცვის, ზრუნვის და გამრავლების სურვილს.

აქ პედაგოგის წინაშე დგას საკმაოდ რთული ამოცანა. კერძოდ, ჩამოუყალიბოს მოსწავლეს ესთეტიკური გრძნობები, ბუნების სილამაზის დანახვისა და აღქმის უნარი. ინტერესის გაღვიძება მშობლიური ბუნების, მშობლიური მხარის შესწავლის შესახებ. ბუნების მიმართ ფაქიზი დამოკიდებულების, დაცვის, მზრუნველობის უნარის განვითარება.

ამასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისას, დამრიგებელმა ისე უნდა დაგეგმოს აქტივობები, რომ გაითვალისწინოს მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები, რათა მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ  და დაეუფლონ ახალ ხერხებსა და უნარებს.

აქტივობები:

  • 1.      მიზნობრივი გასეირნება,
  • 2.      საუბრები,
  • 3.      ლიტერატურის კითხვა-განხილვა,
  • 4.      დაკვირვება და ჩანაწერები,
  • 5.      ბუნების კუთხის შექმნა,
  • 6.      მცენარეების მოვლა,
  • 7.      ფილმების ნახვა და ანალიზი,
  • 8.      ექსკურსია და ა.შ.     

    

სავარაუდო სამუშაო თემები:

  • 1.      ტყის დღე (წავიკითხოთ ხმელი წიფელი და ავაგოთ სხვადასხვა აქტივობები)
  • 2.      მუხა (საუბარი მცენარის შესახებ, მუხის კულტი ძვ. საქართველოში, „მუმლი მუხასაო“ და ა.შ.)
  • 3.      ცხოველების შესახებ საუბარი (რა ცხოველები ჰყავთ სახლში, როგორ უვლიან საფრთხის შემთხვევაში)
  • 4.      ბუნების დაცვა. (სახელმწიფო კანონმდებლობა მათთვის გასაგები ენით და ა.შ.)
  • 5.      ინფორმაცია ნაკრძალების შესახებ ზოგადად (საქართველოს ნაკლრძელები და მათი მიზნები) 

 

საშინაო დავალებები:

„ფანტაზია და მარჯვე ხელები“ (ნაკეთობების გამოფენა)

თემა: ჩვენი ქვეყანა

 სამუშაო თემები:

  • 1.      ჩვენი ქვეყანა - საქართველო
  • 2.      საქართველოს დედაქალაქები - მცხეთა, თბილისი, ქუთაისი.
  • 3.      დედაქალაქის ღისრშესანიშნაობანი
  • 4.      ჩემი ქვეყნის ღირსშესანიშნაობანი
  • 5.      ჩემი ქვეყნის ცნობილი ადამიანები.
  • 6.      საქართველოს ქალაქები
  • 7.      ვინ ცხოვრობს საქართველოში? (ერ./უმცირესობები და მათ შესახებ წარმოდგენების შექმნა)
  • 8.      ვინ ცხოვრობს ჩემს მშობლიურ მხარეში? (ერ./უმცირესობები და მათ შესახებ წარმოდგენების შექმნა)
  • 9.      ჩემი ქვეყნის გეოგრაფ. მდებარეობა და კლიმატი
  • 10.  ჩვენი ქვეყნის ყველა ხალხი სამშობლოს სადარაჯოზე დგას ( აქ ვისაუბროთ ქართულ ჯარზე. რომ ის მრავალეროვანია, რომ ის ქართველების გარდა აერთანებს სხვადასხვა ეროვნების ახალწვეულებს, გავიხსენოთ ჯარის დანიშნულება, რა სახეობის ჯარები ჰყავს საქართვეოს და როგორია მათი მდგომარეობა, რა პერსპექტივები აქვს ქართველ ჯარისკაცს, ვისაუბროთ გმირებზე, რომლებიც ნატოს ეგიდით მონაწილეობენ სხვადასხვა ოპერაციებში დედამიწის სხვადასხვა რეგიონში და მათ ღირსებებსა და წარმატებებზე, გავიხსენოთ დაღუპული გმირები და ვისაუბროთ მათ შესახებ, გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს გმირები, შინდისის ბრძოლა, გიორგი ანწუხელიძე, ჟიული შარტავას გმირობა და აშ. რომელ თემასაც ჩვენ მივიჩნევთ საჭიროდ და მნიშვნელოვნად.)

  • 11.  ჩემი ქვეყნის (რეგიონის)ბუნება
  • 12.  ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეები
  • 13.  ეროვნული ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა, გამოყენებითი ხელოვნება და ა.შ.
  • 14.  ეროვნული სამზარეულო და მისი პერსპექტივები (მოვაწყოთ კულინარიული დუელი მშობლებისა და შვილების ერთობლივი ჩართულობით)
  • 15.  ჩემი მშობლიური მხარე - ქვ. ქართლი
  • 16.  ჩემი მხარის რეგიონული ცენტრი -რუსთავი და მისი პერსპექტივები
  • 17.  რუსთავის ისტორია
  • 18.  რუსთავის ძეგლები (აქ პედაგოგი ისაუბრებს რატომ დგას ესა თუ ის ძეგლი რუსთავში, რას ან ვის ეძღვნება, რომელი ცნობილი ადამიანები ცხოვრობდნენ ამ ქალაქში, რით გამოიჩინეს თავი - შრომითი თუ სამხედრო ან სხვა მიღწევებით და ა.შ)
  • 19.  ჩემი ქალაქის ქუჩები ( ამ თემების გახსნისას კარგია მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის მასალების გამოყენება, თუ რატომ ატარებს ზოგიერთი ქუჩა, მოედანი, საზოგ./დაწესებულება ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის სახელს?)
  • 20.  რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
  • 21.  „რატომ ჰქვია რუსთავს 15 ძმის ქალაქი?“  (აქ მასწავლებელი საუბრობს თუ როგორ ააგეს სხვადასხვა ხალხებმა ახალი რუსთავი ძველი ქალაქის ნანგრევებზე და რა როლი ითამაშა ამ საქმეში მეტალურგიულმა ქარხანამ. ყურადღება უნდა გავამახვილოთ მეგობრობაზე, ტოლერანტობასა და ა.შ სხვა გრძნობებსა და ღირებულებებზე)

აქ პირველ რიგში ყურადღება გავამახვილოთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულზე და პატივისცემაზე, ასევე მის მრავალეთნიკურობასა და ტოლერანტობაზე, თუ საიდან მოდის ეს სიჭრელე, რა ურთიერთობების კულტურა არსებობდა ხალხთა შორის საქართველოში საუკუნეთა მანძილზე,  როგორ აისახა ეს ყოველივე მთელს ქვეყანაზე. ყურადღება მივაქცევინოთ მოსწავლეებს, თუ როგორ შრომობენ სხვადასხვა ერის ადამიანები ერთმანეთის გვერდიგვერდ დიდი საერთო საქმისათვის. როგორ ცხოვრობენ მშვიდობიანად და პატივს სცემენ ურთიერთს  სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანები, რომ ყველა მათგანის საერთო სალაპარაკო ენაა ქართული. შეიძლება ვესაუბროთ საუკუნოვანი მეგობრობის მაგალითებზე. მაგ: ქართველ-ებრაელ ხალხთა 26-საუკუნოვანი მეგობრობა,  თბილისის სომხური და მუსლიმური უბნები და სომხურ-აზერბაიჯანულ პანთეონები -  იქ დაკრძალული ცნობილი ადამიანები და სხვა.

მსხვილი თემები, რომელიც გვეხმარება გარემოს გაცნობაში

 მსხვილი  თემები, რომელიც გვეხმარება გარემოს გაცნობაში არის მაგალითად,

  • 1.      სამყაროს ზღურბლთან
  • 2.      ჩვენი ქვეყნა  
  • 3.      ჩვენი მშობლიური ბუნება
  • 4.      ადამიანთა შრომა
  • 5.      ფოლკლორი და ხალხური ტრადიციები

მსგავსი დიდი თემები შეასძლოა კიდევ მოვიფიქროთ, ან არსებული უფრო დავაწვრილმანოთ, ან შესაძლოა იმდენი საათი მივუძღვნათ, რამდენსაც კლასის საჭიროება მოითხოვს, ან მოცემულ თემებზე ასაკისა და ინტერესების შესაბამისად მივაწოდოთ ინფორმაციები სხვადასხვა ფორმით. მაგ:

  • საუბრებით
  • მასწავლებლის პრეზენტაციებით
  • მოსწავლეთა მიერ მომზადებული პრეზენტაციებით
  • გამოფენების მოწყობით
  • ფილმების ჩვენებითა და დისკუსიით
  • მშობლების ჩართულობით საჭიროებისდა მიხედვით.
  • საკლასო კონფერენციის და სხვა უამრავი სახით და ფორმით.

ცალკე განვიხილოთ ზემოჩამოთვლილი დიდი თემები სათითაოდნ - რაზე შეიძლება ვესაუბროთ ბავშვებს?

 

თემა: „სამყაროს ზღურბლთან“


სამუშაო თემები:

  •  ქვეყანა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ
  • ჩვენი მეზობლები (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი)
  • დედაქალაქები ჩვენს სამეზობლოში
  • ბავშვები ჩვენს სამეზობლოში
  • ცნობილი ადამაინები ჩვენს სამეზობლოში
  • ჩვენი მეზობელი ხალხების კულტურა და ტრადიციები და ა.შ.
  • კოსმოსური თემები (ნებისმიერი - რა არის გალაქტიკა, როგორია დედამიწა, მზის სისტემა და პლანეტები, მთვარე. პირველი ადამიანები მთვარეზე. პირველი კოსმონავტები. კოსმოსური კვლევის ცენტრი - ნასა. უახლესი კოსმოსური კვლევების შედეგები. მარსზე დასახლების შექმნის მცდელობები და ა.შ.)
  • ეკოთემები (მაგ: „ტყის სიკეთე“,  „დედამიწის დათბობა“, „გლობალური პრობლემები“, „მდგრადი განვითარების 17 საკითხი“  და ა.შ.)

 

მუშაობის ფორმები:

  1. ვირტუალური ტურები
  2. პრეზენტაციები
  3. საუბრები
  4. ფილმების ნახვა და განხილვა
  5. საკლასო კონფერენცია და ა.შ.

მეზობელ ქვეყნებზე საუბრის დაწყებისას შეიძლება მოსწავლეებს დავამზადებინოთ ან დავახატინოთ შესაბამისი  სახელმწიფო სიმბოლოები, გავაფერადებინოთ, მოვანიშნინოთ შესაბამისი ქვეყნის ტერიტორია თავისი მეზობლებით კავკასიის რუკაზე. აქტივობებზე შესაბამისი შესასწავლი თემის მიხედვით შეიძლება გამოყენებულ იქნას დიდი რაოდენობით თვალსაჩინო მასალა - ნახატები, რეპროდუქციები, ფოტოები, ფილმები, ილუსტრაციები წიგნებიდან, ინტერნეტ-მასალები, სლაიდები, ნაწყვეტები ტექსტებიდან და ა.შ. დავაინტერესოთ მშობლებიც - დაე, ბავშვებთან ერთად მოიძიონ მასალები, თემატური ნაწყვეტები ჟურნალ-გაზეთებიდან, ინტერნეტიდან და ა.შ.

კავშირები

 გარემოს გაცნობა მჭიდრო კავშირშია ფიზიკურ აღზრდასთან, ჯანსაღ კვებასთან, ჯანმრთელი ცხოვრების წესთან, პატრიოტული და მოქალაქეობრივი ღირებულებების გაცნობა-განვითარება-ჩამოყალიბებასთან. მოსწავლეებს უნდა ვესაუბროთ, რომ ისინი არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და რომ სწორედ მათ უნდა დაიცვან და გაუფრთხილდნენ იმ გარემოს, რაშიც ცხოვრობენ თავად.  მათ უნდა შეიგრძნონ, რომ ძალიან მალე თავად გახდებიან  სხვადასხვა სფეროებში დასაქმებული ადამიანები, რომლებმაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ქვეყნის სასიკეთოდ და ეს გადაწყვეტილებები სრულიადაც ნიშნავს იმას, რომ თავად ხან გონებრივად და ფიზიკურად მოუწევთ ქვეყნისათვის ზრუნვა, ქვეყნის დაცვა უცხო, შეაძლოა, მტრულად განწყობილი ძალებისგან. ამისთვის ისინი მუდმივად მზად უნდა იყვნენ ფიზიკური წრთობით, განათლებით - უნდა იყვნენ ძლიერები, მოქნილები, ჯანმრთელები, განვითარებულები, ცოდნით შეიარაღებულები, რომ  ყველა გასაჭირიდან, ყველა პრობლემიდან ადვილად გამოიყვანონ საკუთარი თავი და ქვეყანა. ამ ყველაფერს რომ გაუმკლავდნენ მათ სჭირდებათ პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული, რომელიც გამოიხატება  ჯანმრთელი კვებით, ვარჯიშით და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით,  მათ სჭირდებათ  ქვეყნის სიყვარული, რომელიც თავისი საქმის თავდადებით, ქვეყნისათვის დაუღალავი შრომით, პროფესიონალიზმით უნდა გამოხატონ.  ამ თვალსაზრისით, გარემოს გაცნობის მომენტშიც კი შესაძლებელია მცირე დოზებით მოსწავლეებს გავაცნოთ თემის საჭიროებისამებრ ადამიანის უფლება-მოვალეობები. ყურადღება გავამახვილოთ განათლების, დასვენების, შრომით უფლებებზე,  ეკოლოგიის დაცვაზე, შრომით მოვალეობებზე და ა.შ.  აქ მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ქვეყნის სიყვარული, მისი დაცვა არის არა მხოლოდ კარგი სწავლა ან ცოდნა, არამედ ქვეყნის საკეთილდდღეოდ აქტიური მოღვაწეობა, აქტიური მოქალაქეობა, რომელიც პასუხისმგებლობების  საკუტარ ტავზე აღების უნარს ნიშნავს  ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა გააგრძელონ შემდგომი  თავიანთი მოღვაწეობა.  ეს ყველაფერი ავტომატურად მიდის მოსწავლეთა შრომით აღზრდასთან, რომელზეც მშობელმაც უნდა იზრუნოს და სკოლამაც. მათ უნდა გაიაზრონ, რომ სამშობლოს სიყვარული გამოიხატება არა მხოლოდ ღრმა გრძნობებით და ლამაზი სადღეგრძელოების მიძღვნით, არამედ სამშობლოს საკეთილდღეოდ შრომითი აქტიურობით. ჩვენ უნდა წავახალისოთ მოსწავლეთა დამოუკიდებელი შრომითი მოღვაწეობა. შესაძლოა, ორგანიზება გავუკეთოთ ამა თუ იმ შემთხვევაში საზოგადოებრივი მოტივით შრომით აქტივობას.   მაგალითად, პედაგოგმა უნდა წაახალისოს უწესრიგობის დამოუკიდებლად მოწესრიგების სურვილი და ამით ასწავლოს მოსწავლეს საერთო კეთილდღობის რეზულტატით ტკბობა.  შესაძლოა მოვაწყოთ ერთი წამახალისებელი აქტივობა - მშობლებისა და შვილების ერთობლივი პროექტი. მაგ: „ჩვენი სკოლის ეზოს გამწვანება“.  

რა მეთოდები გამოვიყენოთ მხარეთმცოდნეობით თემებთან შეხებისას?

რა მეთოდები გამოვიყენოთ მხარეთმცოდნეობით თემებთან შეხებისას?

მრავალი მეთოდი არსებობს გარემოს გასაცნობად. ეს შეიძლება იყოს ვერბალური, თვალსაჩინოების მეთოდი, პრაქტიკულ-შემოქმედებითი და ა.შ.

ყველაზე  მარტივი და არაჩვეულებრივი მეთოდია  გასეირნება ბუნებაში.  ასეთი გასეირნება შეიძლება ნებისმიერ დროს მოვაწყოთ თემატურად. მაგ:

  • -         „საზეიმო ქუჩა“
  • -         „წინასაახალწლო ქალაქი“
  • -         „ახალი სკვერი“
  • -         „თეატრის აფიშასთან“
  • -         „ქალაქის ქუჩა საღამოს“ და ა.შ. 

გასეირნება, რასაკვირველია უნდა იყოს წინსწარ ორგანიზებული. მაგ: ყველაზე მარტვი და ნაცნობი გასეირნების გეგმა

1.გასეირნება შემოდგომის ტყეში (სკვერში)

(მოკლე გეგმა)

შესავალი (მინისაუბარი) - წელიწადის რა დროა? რა ცვლილებებია ბინებაში? რა ფერები ჭარბობს გარემოში?მოგწონთ თუ არა ტყე? აღწერეთ, როგორია იგი?  ...)

დავალება მოსწავლეებს - სხვადასხვა ფერის და ფორმის ფოთლების შეგროვება, თაიგულების შეკვრა, დახარისხება..

დასასრული - შემოდგომაზე ლექსების კითხვა, პროზაული ლამაზი სიტყვების კითხვა. მუსიკის მოსმენა...

საშინაო დავალება - შეგროვილი მასალებით შექმენით ნახატები და ხელნაკეთი ნივთები  

გაგრძელება სკოლაში - მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა/შეფასება. საუკეთესო ნაშრომის გამოვლენა/ავტორის დაჯილდოება.

 

2. გასვლა მდინარის ნაპირას.  ორივე შემთხვევაში გასეირნებისას  პედაგოგმა მიზანმიმართულად უნდა მიაქცევინოს მოსწავლეებს ყურადღება ბუნების გარემომცველ სილამაზეზე. ეს ამდიდრებს მათ მხატვრულ შემოქმედებითობას, წარმოსახვას, ფანტაზიას, ასტიმულირებს მათ გრძნობებს, რომელმაც შესაძლოა, მომავალში ნახატებში ჰპოვოს გაგრძელება. რაც უფრო აქტიურად და მიზანმიმართულად აკვირდებიან ბავშვები გარემომცველ ბუნებას, მით უფრო შინაარსიანი ხდება მათი შემოქმედება.

1.      თამაში-ვარჯიშები.  მაგალითად,

  • -         „რუსთავი ქალაქია და სამგორი?
  • -         კავკასიონი მთებია და მტკვარი?“ და ა. შ.
  • -          

ასეთი თამაშები აცოცხლებს ბავშვის გონებას, ასტიმულირებს გარემოს შეცნობის სურვილს.

 

2.      ნახატების, ფოტოგამოფენების მოწყობა მოსწავლეთა მონაწილეობით. ეს არის ძალიან ეფექტური საშუალება რეგიონის, ქალაქის, სოფლის გასაცნობად. შესაძლებელია, თემატური გამოფენის მოწყობა უბრალოდ, მხოლოდ დასათაურებით. მაგ:

  • -„ჩემი ქალაქი“
  • -„მაღლივი კორპუსები“
  • -„ახალი სახლის მშენებლობა“
  • -„ჩვენი სკოლა“
  • -„როგორ გავატარე ზეიმი“ და ა.შ.  

 

3.      შემაჯამებელი აქტივობა.  ეს აქტივობა უმჯობესია პედაგოგმა გააკეთოს რაიმე დიდი თემის დასრულების შემდეგ. რომ გაიგოს როგორ გაითავისეს მოსწავლეებმა აღნიშნული საკითხი.

 

6. სწავლების ერთ-ერთი მეთოდია, ასევე, ბავშვების საუბრები მშობლებთან, ეს ავითარებს მოსწავლეებში მეტყველების კულტურას, თხრობის, მსჯელობის და კიდევ სხვა მრავალ უნარს, უმდიდრებს მათ ლექსიკას და ა.შ.  აქაც, მასწავლებელი, შესაძლოა, მიზანმიმართულად, ჩაერიოს საქმეში და სთხოვოს მშობელს  დახმარება - საჭირო თემაზე მიზანმიმართულად ესაუბროს მშობელი მოსწავლეს, რატა განასწყოს ან რამე მცირეოდენი ინფორმაცია მისცეს მომავალი აქტივობისთვის.  ან შესაძლოა, სულაც აქტივობის შემდეგ ერთად განიხილონ ოჯახში  რაიმე თემა.

7. თამაში-მოგზაურობა. ძალიან უყვართ ბავშვებს და ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. მაგალითად:  არაჩვეულებრივი და საინტერესო იქნება -

  • „მოგზაურობა მდინარე მტკვარზე“,
  • „მოგზაურობა დედაქალაქში“,
  • „მოგზაურობა მეზობელ ქვეყანაში“ და ა.შ.

თანამედროვე სასკოლო ტექნოლოგიები არაჩვეულებრივ საშუალებას იძლევა ნებისმიერ ადგილას ვირტუალური ტურების მოსაწყობად.