понедельник, 24 июля 2023 г.

თემა: „ადამიანთა შრომა“

 შრომა უდიდესი აღმზრდელია, როდესაც ის შედის ჩვენი მოსწავლეების სულიერ ცხოვრებაში. ამ დროს ბავშვები სულ უფრო და უფრო მეტად ხსნიან გარემომცველ სამყაროში ახალ-ახალ მშვენიერებას, აკეთებენ აღმოჩენებს, შრომა  აღვიძებს მათში მოქალაქეობრივ შეგრძნებებს. მოსწავლეები სწავლობენ უფროსების შრომითი საქმიანობის საზოგადოებრივ დანიშნულებას.

როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა შრომით აღზრდას?

ამისთვის გამოიყენება მრავალი მეთოდი და ხერხი. მაგ:

მოვაწყოთ უშუალო დაკვირვება სხვადასხვა პროფესიის ხალხთა  შრომით საქმიანობაზე.

მოვაწყოთ გასაუბრება ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელთან, რომელიც აუხსნის მოსწავლეებს როგორ შრომობენ და რა სარგებლობა მოაქვს მათ შრომას საზოგადოებისთვის. გამოვიყენოთ მხატვრული ლოტერატურა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები ემოციური ზემოქმედების მიზნით.  უფროსთა შრომისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება აძლიერებს მოსწავლეთა შრომითი საქმიანობის დამოუკიდებლობას. ადამიანთა შრომითი მოღვაწეობის ძირითადი სახეებია სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო შრომა. ადამიანთა შრომა ურთიერთდამოკიდებულია და მიმართულია მთელი მოსახლეობის საერთო სარგებლისაკენ. მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ იმ მხარისათვის დამახასიათებელ შრომით თავისებურებებზე, სადაც მოსწავლეებს უხდებათ ცხოვრება. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რომ   მომავალში კურსდამთავრებულებმა ადვილად შეძლონ შრომითი ბაზრის მოთხოვნილებებში გარკვევა და საკუთარი პროფესიული შრომითი საქმიანობის ადვილად დაგეგმვა. მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ - რა სამრეწველო ობიექტები არსებობს საკუთარ ქალაქში, მხარეში, სადაც შეძლებენ თავად დასაქმებას. უნდა გაიაზრონ, რომ იქ მათი მშობლები და უფროსი და-ძმები მუშაობენ, უშვებენ გარკვეულ პროდუქციას, რომელსაც ხშირად თავადვე მოიხმარენ ან რეალიზაცია ხდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თუ მის ფარგლებს გარეთ.

მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ რომ წარმოების დარგები ყველგან გადადის ელ./მანქანებზე ანუ კომპიუტერებზე. ამისთვის აუცილებელია განვითარებული გონება, ტვინის მიერ წარმოებული სხვადასხვა ოპერაციები, რასაც ხელს უწყობს სასკოლო საგანი - ისტ-ის სწავლება.

შრომითი აღზრდის პროცესში მოსწავლეს უვითარდებათ მშრომელი ადამიანების მიმართ დადებითი დამოკიდებულება, უყალიბდებათ იდეალები, მშრომელებისა და შრომის მიმართ მორალური, ჯანსაღი, მარალზნეობრივი წარმოდგენები.  ასეთი სწავლებით, მაგალითებით მოსწავლე აუცილებლად აირჩევს და ადვილად გაარკვევს საკუთარ პროფესიულ ორიენტაციას. ის შეიძლება გახდეს უფრო პასუხისმგებლობით სავსე, გამოუმუშავდეს სიკეთის, სიხარულის, სიცოცხლის და ა. შ. ხალისი და კარგი უნარები, გახდეს დახმარებისათვის მზადმყოფი ადამიანი. ამრიგად, ამ სახით ჩვენ მოსწავლეს ვუქმნით საკუთარი შრომის, საკუთარი მოღვაწეობის ემოციურ საფუძველს, ინტერესს და ა.შ.

აუცილებელია მოსწავლეებმა გაიაზრონ ტერმინები - ჩვენი, შენი, ჩემი, საერთო (მაგ: ჩვენი შრომა, საერთო კეთილდღეობა და ა.შ.) ამ ტერმინთა გათავისებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მას აღზრდა სჭირდება და ეს პროცესი არ ხდება მარტო სკოლაში, არამედ მშობლები უნდა ესაუბრებოდნენ ამაზე პირველ რიგში ბავშვებს სახლში.

 

სამუშაო თემების ვარიანტები:

1.      ავიატორთა შრომა -ქართული ავიაცია

2.      პური ჩვენი არსობისა (მეპურეთა შრომა)

3.      მშენებელთა შრომა

4.      ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკარის შრომა

5.      და ა.შ.

 

აქტივობა ავიატორთა შრომა მოსწავლეებს უნდა ვესაუბროთ ავიაციის ისტორიაზე, მფრინავებზე და მათ შრომაზე, აქ შეიძლება გავიხსენოთ ქართული ავიაციის ისტორია, ქართველი მფრინავები, ქართული ავიაკომპანიები, ალექსანდრე ქართველი - აშშ ავიაციის და პირველი თვითმფრინავის  შემქმნელი. თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა და მისი ისტორია, რა მდგომარეობაშია დღევანდელი ქართული ავიაცია და თბილისის და სხვა ქალაქების საერთაშორისო აეროპორტები, ქართული ავიახაზები და ავიაკომპანიები. რა საერთაშორისო და შიდაავიარეისები არსებობს დღეისათვის საქართველოში, როგორ შევიძინოთ ბილეთები და გავემგზავროთ სხვადასხვა მიმართულებით და ა.შ.  აქტივობაში შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დოკუმენტური ფილმები,  მხატვრული ფილმი „მიმონო“,  მოვიძიოთ ამ სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანები, გავაკეთოთ ჩანაწერები, ავიღოთ ინტერვიუები,  გადავიღოთ ფოტოები და შევქმნათ  ჩვენი იტორია (ბლოგები, საიტები და ა.შ)  ისტ-ი ტექნოლოგიების დახმარებით.

აქტივობა „პური ჩვენი არსობისა“ - ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ პური მოჰყავთ სხვადასხვა ქვეყანაში. აღვნიშნოთ სად არის აღმოჩენილი უძველესი ხორბლის ისტორიული რეგიონები. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქარელოს ისტორიაში. რომელია დღეისათვის მსოფლიოში ხორბლის მწარმოებელი უდიდესი ქვეყნები და რეგიონები და რომელ რეგიონებს თუ ქვეყნებს უწევთ პურის შესყიდვა საკუთარი ქვეყნისთვის. საუბრის დაწყებამდე ყურადღება მივაპყროთ რომ მეპურეები არა მხოლოდ თავისთვის მუშაობენ, არამედ ყველასთვის და რომ პური მოიპოვება დიდი შრომის ფასად, რომ მას უნდა გავუფრხილდეთ.  სასურველია წინასწარ მოვინახულოთ ვირტუალურად თუ ადგილზე პურის ყანები, აღვწეროთ როგორ გამოიყურება, დავხატოთ, მოვაწყოთ პურის თესვის პროცესის განხილვა, ან ვეწვიოთ ვირტუალურ საიტს და დავათვალიეროთ. ვისაუბროთ შესაბამისი ტერმინების გამოყენებით. მაგ: მიწათმოქმედი, მეპურე, ხორბალი, ფეტვი, წისქვილი, კომბაინი, კალო, გალეწვა, თივა  და ა.შ.  შესაბამისად ვაჩვენოთ ფოტო-ვიდეო-სიუჟეტები, შრომის იარაღები, რომელსაც გამოიყენებენ ამ საქმისთვის, გამოვიყენოთ მხ./ნაწარმოებები, ლექსები, გამოცანები ან ლამაზი გამონათქვამები და ა.შ.

აქტივობა ბიბლიოთეკარი. ამ თემის გახსნით შეიძლება გადავწყვიტოთ მოსწავლეთა ჰარმონიული განვითარების ბევრი ბევრი საკითხი. მაგ: წიგნის მიმართ სიყვარულის აღზრდა, წიგნის მიმართ ფაქიზი დამოკიდებულება, ზოგიერთი შრომითი უნარის განვითარება, უფროსების დახმარების სურვილის გაძლიერება და ა.შ. მოვაწყოთ ექსკურისია ბიბლიოთეკაში და ვესაუბროთ დეტალებზე - ბიბლიოთეკის არსზე, დანიშნულებაზე, ფუნქციაზე, სტრუქტურაზე, შრომით პროცესებზე, წესებზე, წიგნის მოპყრობის წესებზე და ა.შ. გამოვიყენოთ საუბარი ბიბლიოთეკართან, ან მხ./ნაწარმოებები, ლექსები, საყვარელი მწერალი და მისი ნაწარმოების შესახებ შთაბეჭდილებები. შეიძლება მოსწავლეები ჩაეწერონ ბიბლიოთეკაში და გახდნენ კარგი მკითხველები.

მოვაწყოთ საღამო რაიმე თემაზე. მაგ: წიგნი ბუნებაზე, საყვარელი ნაწარმოები, მინდა ყველაფერი ვიცოდე და ა. შ.  ამის შემდეგ, მოსწავლეებმა შეიძლება შეადგინონ მოთხრობა - „როგორ შრომობს ბიბლიოთეკარი“, ან დაწერონ ესსე „საჭიროა ბიბლიოთეკარის შრომა?“ და ა.შ.

მოვაწყოთ ქველმოქმედება სათაურით, „ერთი წიგნი საჩუქრად ჩემს სკოლას“. მშობლებს უნდა ავუხსნათ, რომ მოსწავლის სურვილი წიგნი აჩუქოს სკოლას - წარმოადგენს მოსწავლისთვის ღირებულებით ნაბიჯს, რადგან ის სხვა მოსწავლეებს, მეგობრებს უზიარებს თავის წიგნებს,  შესაბამისად ცოდნას უზიარებს და ეს მისთვის სიხარულის მიმნიჭებელია.

აქტივობა „წიგნის დაბადება“ - აქ შეიძლება ვესაუბროთ  ტყის საჭიროებაზე, ტყისმჭრელთა შრომაზე, როგორ იწარმოება ქარალდი, რომელზედაც ხატავენ თავად, როგორ გამოიცემა წიგნები, რომელსაც კითხულობენ, როგორ ამზადებენ რვეულებს, სადაც საშინაო დავალებებს წერენ და ა.შ.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ მადლობა გადავუხადოთ ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს და ეს მადლობა იქნება ჩვენის მხრიდან წიგნის, რვეულის კულტურული მოპყრობა, ფაქიზი დამოკიდებულება, აკურატულობა, თითოეული გვერდის მიმართ და ა.შ. მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ქაღალდის შესაქმენლად უამრავი ხის გაზრდაა საჭირო, მართალია საქართველოში ბევრი კარგი ტყეა, მაგრამ ის ხომ უსასრულო არ არის? ამიტომ ადამიანები ბუნებას, უნდა მოვეპყრათ ფაქიზად, რადგნა ეს არის ეროვნული სიმდიდრე, რომელიც ყოველთვის უნდა განვაახლოთ, დავრგოთ ახალი ხეები და სხვა მცენარეები და არ დავაზიანოთ რაც მთავარია.

აქტივობა „შრომითი ფერხული“ - აქ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ეხმარება ყველა მშრომელი ერთმანეთს საერთო საზოგადო-საქვეყნო შრომაში. როგორ არის ყველა პროფესია ერთმანეთზე გადაჯაჭვული და რომ სჭირდება სახელმწიფოს ყველა სახის პროფესიის ადამიანი. რომ შრომა ალამაზებს ადამიანს, რომ არ არსებობს დიდი და პატარა პროფესიები და რა საქმესაც არ უნდა ეწეოდეს ყველა საქმე დასაფასებელია ერთნაირად. აქ შეიძლება ვესაუბროთ შრომით გმირობებზე, სხვადასხვა სახის შრომით ჯილდოებზე რომელიც არსებობს ამჟამად, საქართველოში, მოქალაქეთა შრომით უფლებებზე და ა.შ.

Комментариев нет:

Отправить комментарий