пятница, 15 марта 2024 г.

მოსწავლის ვალდებულებები.

 

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.015.107

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №79/ნ

2010 წლის 30 აგვისტო ქ. თბილისი

მოსწავლის ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ1ი“ ქვეპუნქტის, 281-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ1“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „პ.ი“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მოსწავლის ქცევის კოდექსი დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი                                                                  დანართი

მოსწავლის ქცევის კოდექსი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. რეგულირების საგანი

1. მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში „ქცევის კოდექსი“) არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.

2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.

3. სკოლა ვალდებულია ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი.

4. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს.

    მუხლი 2. ქცევის კოდექსის მიზანი

1. ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები.

2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.

    მუხლი 3. რეგულირების სფერო

1. ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე.

2. სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში.

თავი II

მოსწავლის ქცევის წესები

    მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება

1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.

    მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება

მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

    მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი

მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.

    მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს

1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.

2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.

3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე.

4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.

5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.

6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.

7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.

8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.

9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.

10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

    მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები

მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:

ა) თამბაქოს ნაწარმი;

ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად;

გ) სანთებელა ან ასანთი;

დ) ალკოჰოლური საშუალებები;

ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;

ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;

ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;

თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;

ი) ნარკოტიკული საშუალებები;

კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;

ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

    მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის

მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

დამრიგებლის საათის გეგმა

თემა: მოსწავლეთა ვალდებულებები

მიზანი: მოსწავლის მიერ საკუთარი  ვალდებულებების გააზრება, თვითორგანიზებულობის და თვითდისციპლინის მნიშვნელობის გააზრება და განმტკიცება. 

მსვლელობა:

პროვოცირება.

1.      ასოციაციური რუკა - მოსწავლეთა ვალდებულებები.

2.      დამრიგებლის მიერ მოსწავლეთათვის სადამრიგებლო საათის თემის, მიზნის, მუშაობის ფორმების გაცნობა. 

სიღრმისეული წვდომა

3.      მასწავლებლის მინილექცია თემაზე.

მოსწავლეს შეუძლია თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციის გარეშე, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებით. სკოლას კი შეუძლია დაადგინოს მოსწავლის უფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა  უნდა განხორცილდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე.

 

 კანონმდებლობით განსაზღვრული მოსწავლის უფლებებიდან აღსანიშნავია:

(ეს თვალსაჩინოება გავაკეთოთ დაფაზე)

1.      ზოგადი განათლების მიღების უფლება

2.      საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის უფლება

3.      სკოლის მართვაში მონაწილეობის უფლება

4.      გასაჩივრების უფლება

5.      ნეიტრალურობის პრინციპი და დისკრიმინაციის დაუშვებლობა

6.      გამოხატვის თავისუფლება

7.      შეკრების თავისუფლება

8.      გაერთიანების თავისუფლება

9.      პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

10.  რწმენის თავისუფლება

11.  დისციპლინა

12.  ძალადობის აკრძალვა

 

უფლებები არ არსებობს ვალდებულებების გარეშე. ამასთან,  მხოლოდ ვალდებულებების შესრულება წარმოშობს უფლებებს. იმისთვის, რომ  ჩვენი უფლებებით ვისარგებლოთ, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ და ვასრულებდეთ ჩვენს ვალდებულებებს.  თუ კი ჩვენს ვალდებულებებს არ ვასრულებთ, გამოდის, რომ მაშინ ჩვენ სხვის უფლებებს ვარღვევთ.  რისი უფლებები აქვთ მოსწავლეებს უკვე ჩამოვთვალეთ.  ახლა  გავეცნოთ - რა ვალდებულებები გააჩნიათ მოსწავლეებს.

 

1.      ჯგ. მუშაობა. (თითო ჯგუფს ეძლევა თითო ქცევის კოდექსი. მასწავლებელი აძლევს ჯგუფებს სამუშაოს შესრულების  ინსტრუქციას)  ჯგუფები პასუხობენ მოცემულ შეკითხვებს დოკუმენტის მიხედვით

1.      რა დოკუმენტია მოცემული?

2.      როდის არის გამოცემული იგი?

3.      ვინ აწერს ხელს დოკუმენტს?

4.      რამდენი თავისგან შედგება იგი?

5.      რამდენ მუხლს შეიცავს დოკუმენტი?

6.      რა თემაზეა საუბარი დოკუმენტში?

7.       გადმოეცით თქვენი სიტყვებით მისი მოკლე შინაარსი.

8.    მოცემული დოკუმენტის მიხედვით შეადგინეთ მოსწავლეთა მინიმუმ 10 ვალდებულება, რომელსაც გააცნობდი (ასწავლიდი) სხვა მოსწავლეებს.

 

(შესაძლებელია ჯგ. მუშაობა ჯიგსოუს მეთოდით)

2.      სამუშაოს დასრულების შემდგომ ჯგუფები  მოახდენენ დავალების პრეზენტაციას.  

 

მოსწავლეთა რეფლექსია.  

გასასვლელი ბარათები

 

დამრიგებლის რეფლექსია : ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

четверг, 14 марта 2024 г.

მშობლებთან შეხვედრის სადისკუსიო თემები.

 სხვადასხვა ასაკობრივ კლასში, სასაუბრო თემები სხვადასხვაა საჭიროებების მიხედვით.   რაზე შეიძლება, კონკრეტულად, ისაუბრონ მშობლებმა და მასწავლებელმა?... 

1-4 კლასები.

1. სკოლის დაწყება მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში.

2. მშობლების, მშობლიური მიწის და მათი ხალხის ისტორიისადმი პატივისცემისა და სიყვარულის აღზრდა  (ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად).

3. ადრეული დაწყებითი სკოლის ასაკი და მისი მახასიათებლები.

4. მე მსურს და უნდა...    (დანაშაულის პრევენციის მიზნით).

5. როგორ ამოვიცნოთ და განვავითაროთ ბავშვების შესაძლებლობები.

6. ოჯახში ემოციური უსაფრთხოების, სითბოს და სიყვარულის ატმოსფეროს შექმნა.

7. თამაში და მუშაობა დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვების ცხოვრებაში.

8. ოჯახში ბავშვის ხასიათი და განათლება.

9. რეჟიმი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, როგორც ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობა. 

10. სამართალი, ოჯახი, ბავშვი (ბავშვების მორალური და იურიდიული განათლება ოჯახში).

11. მამები და შვილები (მშობლების პირადი მაგალითის როლი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის)

12. სიახლეები ეროვნული განათლების სისტემაში.

13. სკოლაში ბავშვების ესთეტიკური აღზრდის სხვადასხვა სახეობის როლი და გამოყენება.

14. ოჯახი დადის ბუნებაში...   (მნიშვნელოვანი ფაქტორი ბავშვების ეკოლოგიური და ფიზიკური აღზრდისათვის)

15. ოჯახური ტრადიციების, ოჯახური  მემკვიდრეობის როლი, მნიშვნელობა, დაცვა და შენარჩუნება. 


5-6 კლასი.

1. სიახლეები ეროვნული განათლების სისტემაში.

2. ოჯახის როლი მოზარდების შრომითი სისტემისადმი შეგნებული საჭიროების ფორმირებაში.

3. ოჯახში მოზარდების მორალური და ესთეტიკური აღზრდის შინაარსი.

4. ოჯახში საზაფხულო სამუშაოებისა და ბავშვების დასვენების ორგანიზება.

5. ოჯახში ჯანმრთელი ბავშვის აღზრდა. გენოტიპის შენარჩუნება.

6. ოჯახის შესაძლებლობები მოსწავლეთა კოგნიტური აზროვნების განვითარებაში.

7. საოჯახო ტრადიციების და დღესასწაულების გამოყენება პატრიოტულ აღზრდაში.

8. ალკოჰოლისა და მოწევის მავნებლობა.


7 - 9 კლასი.

1. მშობლების მაგალითი ბავშვების აღზრდაში. 

2. ოჯახში მოზარდების განათლების თავისებურებები.

3. სექსუალური განვითარება და სექსუალური განათლების მეთოდები.

4. წიგნი ოჯახში. ბავშვებში კითხვის ინტერესების ფორმირება.

5. დასვენების აქტიური ფორმები თქვენს ოჯახში.

6. ოჯახში სკოლის მოსწავლეების პროფესიული ხელმძღვანელობის მეთოდები.

7. მოზარდობის თვისებები და მათი გათვალისწინება ოჯახის განათლებაში.

8. უფროსი მოსწავლის საგანმანათლებლო საქმიანობა და მისი ხელმძღვანელობა ოჯახში.

9. ოჯახის როლი ახალგაზრდა თაობის სამუშაოსთვის მომზადების  მზადყოფნაში.

10. ოჯახში სიყვარულის გაღვივება მშობლიური ბუნების სილამაზისადმი, ხელოვნების, მხატვრობის, ლიტერატურისა და მუსიკის ნაწარმოებებისადმი. 

11. ოჯახის წინაპართა (წარმომავლობის, გენეალოგიის, ფესვების) შესწავლა.

12. ოჯახში ადამიანის უნივერსალური ზნეობრივი პრინციპების დამკვიდრება.


10-12კლასი.

1. ოჯახში აღზრდის ძირითადი მიმართულებები.

2. მშობლების ფსიქოლოგიური და პედაგოგიური თვითგანათლება, როგორც მათი პედაგოგიური კომპეტენციის ამაღლების მნიშვნელოვანი ფაქტორი.

3. ოჯახური ურთიერთობებისა და ტრადიციების როლი საშუალო სკოლის მოსწავლეების ოჯახური ცხოვრებისათვის მომზადებაში.


четверг, 15 февраля 2024 г.

“მშობლების მიდგომებიდან გამომდინარე ხდება ბავშვის გაზარმაცება და ვღებულობთ ზრდასრულ ბავშვს”

“მშობლების მიდგომებიდან გამომდინარე ხდება ბავშვის გაზარმაცება და ვღებულობთ ზრდასრულ ბავშვს”



ქართული ხალიჩის ისტორია


ხალიჩის ისტორია, მკვლევართა აზრით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7000 წლის წინ იწყება,ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანებს ფართოდ არ ჰქონდათ დაწყებული მკვიდრი ცხოვრება. საეჭვოა, რომ ამ დროს გამოქვაბულებში მცხოვრებ ადამიანებისთვის ხალიჩებს ესთეტიური დანიშნულება ჰქონოდათ. ამ პერიოდში ხალიჩები დაუმუშავებელი ცხოველის ტყავებისგან კეთდებოდა და საცხოვრებლის გამათბობლის ფუნქციას ასრულებდა. საქართველო ხალიჩის ქსოვის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს-2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში აღმოაჩინეს გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები, რომელიც პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფია მთელ მსოფლიოში. ცხადია, რომ ქართული ტერიტორია მუდამ ხელსაქმის კერა იყო, რომლის მნიშვნელოვან წარმომადგენელს ხალიჩები წარმოადგენდნენ.

ძველად საქართველოში იშვიათად თუ ნახავდით სახლს, რომლის ინტერიერშიც ფარდაგი ან ხალიჩა არ ფიგურირებდა. შუა საუკუნეების ქართული წყაროების მიხედვით, მეფედ კურთხევისა და დარბაზობის დროს ხალიჩებს განსაკუთრებული ადგილი ეკავათ და ისინი ხშირად დიდგვაროვანთა გარკვეულ იერარქიასაც უსვამდა ხაზს, ვინაიდან ლამაზი და ორიგინალური ხალიჩა ფუფუნების საგნად ითვლებოდა. ხალიჩები ხშირად მოიხსენიება განძთსაცავებში დაცულ ნივთთა სიებშიც: მათ სასახლეში სპეციალური მომვლელი – „ნოხთა ფარეშიც“ ჰყავდა.

საქართველოში ხელსაქმეს, მათ შორის, ხალიჩებისა და ფარდაგების კეთების კულტურას, უძველესი ისტორია აქვს. ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ ქსოვამქარგველობა საქართველოში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო განვითარებული. უძველესი დროიდან მოყოლებული, ქართულ ოჯახებს ტრადიციულ წესჩვეულებად გადაეცემოდათ ხელსაქმე – ჩეჩვის, ქსოვისა და ქარგვის ცოდნა ოჯახში ყველა ქალის აუცილებელ ატრიბუტად ითვლებოდა. შესაბამისად, საქართველოში ნაქსოვ-ნაქარგი ტანსაცმლის გარდა, ინტერიერის დიზაინის შემადგენელი დეკორაციების დამზადებაც ადრეული პერიოდიდანვე იყო პოპულარული, მათ შორის კი – ხალიჩების. არსებობს შეხედულება, რომ ქართულ ხალიჩებს სახასიათო, უნიკალური დიზაინი არ გააჩნიათ და ისინი სპარსული ფარდაგების მძიმე გავლენის ქვეშ არიან, თუმცა რეალურად სულაც არაა ასე.

პირიქით – საქართველოს მთიანეთში მუდამ პოპულარული იყო ფარდაგების, ხალიჩების, ნოხების ქსოვა. ისინი თავიანთი სქელი ტექსტურის წყალობით სახლებს ათბობდნენ და მთის ცივი ჰავისთვის იდეალურ ინტერიერის დიზაინის ელემენტს წარმოადგენდნენ. ხალიჩა-ფარდაგების ქსოვის უნიკალური კულტურა აქვს ფშავს – ფარდაგი იქსოვება საქსოვ ყდაზე ერთპირა ხვეულად და არა ნაჭვრეტად.ფშაველები ხალიჩებს საქსლე ბაწრისგან ამზადებენ, რომელსაც ფერებში ღებავენ და ამ ფერადი ბაწრით იქსოვება საბოლოო პროდუქტი. მთაში დამზადებულ ხალიჩებში ძირითადად რამდენიმე ფერი ჭარბობს – ღვიძლისფერი (ყავისფერი), სოსანისფერი (იისფერი), შავი, ალისფერი, ცისფერი, წენგოს ფერი (მწვანე)  და თეთრი. ჭრელ ხალიჩებს ფშავლები „თათრულა“ ხალიჩას უწოდებენ, ზოლიან, გეომეტრიული ფიგურების მქონეებს კი – ფშავურს. 

 ხალიჩების ქსოვის დიდი ისტორია აქვს ასევე თუშეთს. აქ ხალიჩები ძირითადად გაზაფხულის მატყლისგან მზადდებოდა, რომელსაც რისვი ეწოდება. ეს მატყლი წლის სხვა დროის მატყლისგან განსხვავებით, ნაკლებად ხარისხიანია და უხეში. თუშეთში, საქართველოს სხვა მხარეების მსგავსად, ხალიჩების ქსოვა მუდამ ქალების საქმე იყო . თუშებში მათი დამზადების უცოდინრობა დიდ სირცხვილად ითვლებოდა, ამიტომ გოგონებს ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ ამ საქმეს. ხალიჩებისთვის ბაწარს წინასწარ ღებავდნენ სხვადასხვაფრად . ფერის შერჩევა დამოკიდებული იყო მქსოველის გემოვნებაზე. ხალიჩებზე გამოჰყავდათ სხვადასხვა გამოსახულებები -ჩიტები, ირმები, გარეული ცხოველები. იყო ისეთი ხალიჩებიც, რომლებზეც გამოსახული იყო მხოლოდ ყვავილები ან უბრალოდ სხვადასხვა ფერის ნართით ქსოვდნენ. ასეთი ხალიჩები უფრო უხარისხოდ მოქსოვილ ფარდაგებს ჰგავდა და გამოიყენებოდა მხოლოდ ოჯახში. მათ აგებდნენ იატაკზე, უფრო ხარისხიანსა და სხვადასხვა გამოსახულებიან ხალიჩებს კი კედელზე ჰკიდებდნენ.

თუშებს ორი სახის ხალიჩა ჰქონდათ – პირველ კატეგორიას მიეკუთვნებოდა დიდი ხალიჩები, რომლებიც განკუთვნილი იყო სამზითვოდ ან გასაყიდად . ეს ხალიჩები სხვადასხვა გამოსახულებით იქსოვებოდა, გამოირჩეოდა ფერთა გემოვნებიანი შეხამებით. ყველაზე ხარისხიანად მოქსოვილებსა და ლამაზებს უფრო გასაყიდად ამზადებდნენ . მეორე სახის, უფრო მომცრო ხალიჩებს იყენებდნენ ოჯახში – მათ თუშები ,,კურტულს” ეძახდნენ და ან ხის ტახტს აფარებდნენ, ან საწოლის წინ აფენდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, თუშური ხალიჩები გამოირჩეოდა ფერთა შეხამების ოსტატობით. ქსოვის ოსტატები არ ერიდებოდნენ რთულ კომპოზიციებთან შეჭიდებასა და მათზე ექსპერიმენტების ჩატარებას, რამაც უდიდესი და უმდიდრესი ხალიჩების ვარიაციები დაგვიტოვა მემკვიდრეობად. ხალიჩებზე ხშირად გამოსახული იყო ჯვრის ფორმის ფიგურები, რაც თანამედროვე ხელოვნებაში ძალიან იშვიათად გვხვდება . მოგვიანებით თუშურ ხალიჩებზე ჩნდება კომპოზიციები მცენარეების, გარეული და შინაური ცხოველებისა და ადამიანების გამოსახულების სახით. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია დაიწყო და ხალიჩები ფაბრიკებში იქსოვებოდა, თუშმა მქსოველებმა მათი ორნამენტების მექანიკურად გადმოტანა დაიწყეს, რაც დღემდე გრძელდება – მთიანეთში ახლაც იქსოვება ხალიჩები.

დიზაინის ტრენდების ცვლასა და განვითარებასთან ერთად ხალიჩებმა ნელ-ნელა დაკარგეს აქტუალობა და პოპულარობა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ინსპირაციას ძველი დროიდან იღებენ და საკუთარ ინტერიერის დიზაინში ძველი ტრენდების შემოტანით უფრო უსვამენ ხაზს თანამედროვე ეპოქისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს. დღითიდღე უფრო მეტი დიზაინერი ინტერესდება ქართული ხალიჩებით, მათი დამახასიათებელი ორნამენტებითა და ქსოვის ტიპებით, რაც შვებით გვარწმუნებს, რომ ამ უძველეს კულტურას გადაშენება არ უწერია-პირიქით, ის უფრო ერგება თანამედროვეობას.

როგორც აღვნიშნეთ, თუშური ხალიჩები გამოირჩეოდა ფერთა შეხამების ოსტატობით. ქსოვის ოსტატები არ ერიდებოდნენ რთულ კომპოზიციებთან შეჭიდებასა და მათზე ექსპერიმენტების ჩატარებას, რამაც უდიდესი და უმდიდრესი ხალიჩების ვარიაციები დაგვიტოვა მემკვიდრეობად. ხალიჩებზე ხშირად გამოსახული იყო ჯვრის ფორმის ფიგურები, რაც თანამედროვე ხელოვნებაში ძალიან იშვიათად გვხვდება . მოგვიანებით თუშურ ხალიჩებზე ჩნდება კომპოზიციები მცენარეების, გარეული და შინაური ცხოველებისა და ადამიანების გამოსახულების სახით. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია დაიწყო და ხალიჩები ფაბრიკებში იქსოვებოდა, თუშმა მქსოველებმა მათი ორნამენტების მექანიკურად გადმოტანა დაიწყეს, რაც დღემდე გრძელდება – მთიანეთში ახლაც იქსოვება ხალიჩები.

დიზაინის ტრენდების ცვლასა და განვითარებასთან ერთად ხალიჩებმა ნელ-ნელა დაკარგეს აქტუალობა და პოპულარობა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ინსპირაციას ძველი დროიდან იღებენ და საკუთარ ინტერიერის დიზაინში ძველი ტრენდების შემოტანით უფრო უსვამენ ხაზს თანამედროვე ეპოქისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს. დღითიდღე უფრო მეტი დიზაინერი ინტერესდება ქართული ხალიჩებით, მათი დამახასიათებელი ორნამენტებითა და ქსოვის ტიპებით, რაც შვებით გვარწმუნებს, რომ ამ უძველეს კულტურას გადაშენება არ უწერია-პირიქით, ის უფრო ერგება თანამედროვეობას.

მასალის წყარო: https://www.homeis.ge/qarthuli-khalichis-istoria/