დამრიგებლის მოვალეობები

 დამრიგებელი არის საქართველოს სახელმწიფოს საგანმანათლებლო პოლიტიკის აქტიური გამტარებელი. იგი უპირველესი რგოლია სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის ორგანიზაცისა და შინაარსის პედაგოგიური მიმართულების უზრუნველყოფის საქმეში. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა კლასში მეგობრული, ადამიანური, ერთმანეთის მოსიყვარულე კოლექტივის ჩამოყალიბება. 

დამრიგებლის მოვალეობები:

1. დამრიგებელი მაქსიმალურ ინფორმაციას ფლობს თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების და დისციპლინის შესახებ. საჭიროებისამებრ ატარებს კლასის კრებას, დამრიგებლის საათს. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თითოეული  მოსწავლის ქცევის კულტურას. დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას სკოლის დირექციას გაკვეთილის გაცდენის თაობაზე. 

2. დამრიგებელი ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს საქართველოს განათლების კანონის, სკოლის წესდების, შინაგანაწესის და დამრიგებლის დებულების მოთხოვნათა მიხედვით. 

3.დამრიგებელი სასწავლო წლის დასაწყისში ადგენს და დირექციას დასამტკიცებლად წარუდგენს თავისი კლასის აღმზრდელობითი მუშაობის გეგმას, რომლის შინაარსი განისაზღვრება სკოლის საერთო ამოცანებით,  მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები,  სასკოლო ცხოვრების მიმდინარე მოთხოვნების გათვალისწინებით და სხვა. 

4. პედაგოგი, რომელიც იბარებს კლასს ან მოსწავლეთა ჯგუფს, ვალდებულია განახორციელოს კლასის დიაგნოსტიკა იმ მომენტისათვის. 

5. დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით შექმნას თითოეული მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი. ამგვარი საქმიანობა მან უნდა განახორციელოს სასწავლო წლის შუაში და ბოლოს. 

6. დამრიგებელი ვალდებულია შექმნას სასურველი მოდელი და მისი შემდგომი საქმიანობა დააფუძნოს კვლევის შედეგებს. 

7.აწარმოოს კლასის და მოსწავლის პორტფოლიო. ასევე, საკლასო და სადამრიგებლო ჟურნალები, დროულად შეიტანოს მასში ცვლილებები. 

8.ყოველდღიურად თვალყური ადევნოს მოსწავლეთა დასწრებას. ამ მიზნით სისტემატურად აწარმოოს გაცდენა-დაგვიანების ჟურნალი. . თუ კლასში მოსწავლეთა დასწრება 90%-ზე დაბალია, სასწარაფოდ გამოიკვლიოს მიზეზები. საქმის კურსში ჩააყენოს დირექცია და მშობლები. ამ მიმართულებით ჩატარებულ მუშაობაზე გააკეთოს მოხსენება შესაბამის ადგილას - კათედრის სხდომაზე ან პედსაბჭოზე. 

9. მოსწავლის სკოლაში არგამოცხადების შემთხვევაში, გაარკვიოს მიზეზი და დროულად ჩააყენოს საქმის კურსში დირექცია. (თუ მოსწავლემ თვითნებურად გააცდინა, ამ შემთხვევაში მშობელი ან მეურვე)

10. იქონიოს სისტემატური კონტაქტი  სკოლის ფსიქოლოგთან, ან იმ პირთან ვისაც ფუნქციურად ევალება აღმზრდელობით საქმიანობაზე კონტროლი. 

11. იზრუნოს აღსაზრდელების კულტურული დონის ამაღლებაზე - დაგეგმოს და ჩაატაროს კლასგარეშე და სკოლისგარეშე აქტივობები (სპექტაკლები, ექსკურსიები, დიალოგები, შეხვედრები და ა.შ.)

12. ფუნქციურად ქმედუუნარო (მძიმე სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის) ოჯახებთან იქონიოს კავშირი. დროულად ჩააყენოს სკოლის ხელმძღვანელობა საქმის კურსში ამგვარი ოჯახების არსებობის შემთხვევაში და ერთობლივი ძალისხმევით შეიმუშაონ დახმარების პროგრამები. 

13. ფსიქოლოგთან ერთად წარმართოს ინდივიდუალური მუშაობა სკოლის რეჟიმს ძნელადშემგუებელ, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებთან და მათ მშობლებთან. 

14. ხელი შეუწყოს სკოლის ადმინისტრაციას მშობელთა პედაგოგიზაციის საქმეში. 

15. მიიღოს ზომები, საჭიროებისამებრ, მოსწავლეთა წახალისების ან დასჯისთვის.

16. საჭიროებისამებრ, წარადგინოს მოხსენება კლასში არსებული სიტუაციის შესახებ პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე.

17. მოიწვიოს მშობელთა კრება სემესტრში მინიმუმ ერთხელ მაინც, კლასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემის განსახილველად და შესაბამისი ზომების მისაღებად.

18. გააცნოს უკლებლივ ყველა მოსწავლეს და მშობელს სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლეთა ქცევის კოდექსი,  სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისი ნაწილები, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები და სხვა. 

19. დროულად დაიყვანოს მოსწავლეებამდე და მათ მშობლებამდე ადმინისტრაციისა და სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებები.

20. საჭიროების შემთხვევაში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის რეგულირების მიზნით ჩაატაროს კლასში შემსვლელ მასწავლებელთა მცირე პედსაბჭო დირექციის მხარდაჭერით. 

21. მოსწავლის კლასში დატოვების ან ექსტერნატის თუ საშემოდგომო გამოცდის შესახებ წერილობით აცნობოს მშობელს ინფორმაცია დროულად.

22. კლასის დამრიგებელი პასუხისმგებელია დირექტორთან წარსადგენი ნებისმიერი დოკუმენტის შევსებაზე, რომელიც ასახავს მისდამი დაქვემდებარებული კლასის ან მისი ყოფილი კლასის მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას (ნიშნების ფურცელი, პირადი საქმის წარმოება, დახასიათება და ა.შ.)
23. მოსწავლეთა ქცევის შესწავლის საფუძველზე დამრიგებელი უზრუნველჰყოფს მათი მიდრეკილებების, მოთხოვნილებებისა და ინტერესების გამოვლენას, კლასის აქტივის შექმნას, ასევე,  საკუთარი კლასისა და მთლიანად სკოლის ღირსების დაცვისადმი პასუხისმგებლობის აღზრდას.

24. მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციას დროულად აწვდის მშობლებს  მინიმუმ სემესტრში 2-ჯერ სემესტრის დასრულებამდე.

25. უზრუნველჰყოფს მოსწავლეთა დასწრებას სკოლის მიერ ჩატარებულ მიზნობრივ აქტივობაზე.

26. სწავლობს მოსწავლეთა სოციალურ მდგომარეობას და ითვალისწინებს შემდგომ მუშაობაში

27. დამრიგებელი ზრუნავს მოსწავლეთა შრომითი კულტურის ამაღლებაზე. ამ მიზნით მოსწავლეთა მონაწილეობით უზრუნველჰყოფს სასწავლო ოთახების სათანადო ესთეტიკურ გაფორმებას, ასევე, აწესებს კლასში მოსწავლეთა მორიგეობას. 

28. ზრუნავს მოსწავლის იერსახის მოწესრიგებაზე.

29. კლასის დამრიგებელი ვალდებულია ყოველ წელს დირექციაში წარადგინოს  წერილობითი ანგარიში მის მიერ ჩატარებული აქტივობების შესახებ. ასევე, წერილობით გააკეთოს მისი სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის ნიშნების, დასწრებისა და ქცევის ანალიზი. დამრიგებელი ვალდებულია დაიცვას შედგენილი ანალიზის კონფიდენციალობა. 

30. კლასის ხელმძღვანელის მუშაობას კოორდინირებას უწევს დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში. 

Комментариев нет:

Отправить комментарий