понедельник, 24 июля 2023 г.

თემა: ჩვენი ქვეყანა

 სამუშაო თემები:

  • 1.      ჩვენი ქვეყანა - საქართველო
  • 2.      საქართველოს დედაქალაქები - მცხეთა, თბილისი, ქუთაისი.
  • 3.      დედაქალაქის ღისრშესანიშნაობანი
  • 4.      ჩემი ქვეყნის ღირსშესანიშნაობანი
  • 5.      ჩემი ქვეყნის ცნობილი ადამიანები.
  • 6.      საქართველოს ქალაქები
  • 7.      ვინ ცხოვრობს საქართველოში? (ერ./უმცირესობები და მათ შესახებ წარმოდგენების შექმნა)
  • 8.      ვინ ცხოვრობს ჩემს მშობლიურ მხარეში? (ერ./უმცირესობები და მათ შესახებ წარმოდგენების შექმნა)
  • 9.      ჩემი ქვეყნის გეოგრაფ. მდებარეობა და კლიმატი
  • 10.  ჩვენი ქვეყნის ყველა ხალხი სამშობლოს სადარაჯოზე დგას ( აქ ვისაუბროთ ქართულ ჯარზე. რომ ის მრავალეროვანია, რომ ის ქართველების გარდა აერთანებს სხვადასხვა ეროვნების ახალწვეულებს, გავიხსენოთ ჯარის დანიშნულება, რა სახეობის ჯარები ჰყავს საქართვეოს და როგორია მათი მდგომარეობა, რა პერსპექტივები აქვს ქართველ ჯარისკაცს, ვისაუბროთ გმირებზე, რომლებიც ნატოს ეგიდით მონაწილეობენ სხვადასხვა ოპერაციებში დედამიწის სხვადასხვა რეგიონში და მათ ღირსებებსა და წარმატებებზე, გავიხსენოთ დაღუპული გმირები და ვისაუბროთ მათ შესახებ, გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს გმირები, შინდისის ბრძოლა, გიორგი ანწუხელიძე, ჟიული შარტავას გმირობა და აშ. რომელ თემასაც ჩვენ მივიჩნევთ საჭიროდ და მნიშვნელოვნად.)

  • 11.  ჩემი ქვეყნის (რეგიონის)ბუნება
  • 12.  ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეები
  • 13.  ეროვნული ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა, გამოყენებითი ხელოვნება და ა.შ.
  • 14.  ეროვნული სამზარეულო და მისი პერსპექტივები (მოვაწყოთ კულინარიული დუელი მშობლებისა და შვილების ერთობლივი ჩართულობით)
  • 15.  ჩემი მშობლიური მხარე - ქვ. ქართლი
  • 16.  ჩემი მხარის რეგიონული ცენტრი -რუსთავი და მისი პერსპექტივები
  • 17.  რუსთავის ისტორია
  • 18.  რუსთავის ძეგლები (აქ პედაგოგი ისაუბრებს რატომ დგას ესა თუ ის ძეგლი რუსთავში, რას ან ვის ეძღვნება, რომელი ცნობილი ადამიანები ცხოვრობდნენ ამ ქალაქში, რით გამოიჩინეს თავი - შრომითი თუ სამხედრო ან სხვა მიღწევებით და ა.შ)
  • 19.  ჩემი ქალაქის ქუჩები ( ამ თემების გახსნისას კარგია მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის მასალების გამოყენება, თუ რატომ ატარებს ზოგიერთი ქუჩა, მოედანი, საზოგ./დაწესებულება ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის სახელს?)
  • 20.  რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
  • 21.  „რატომ ჰქვია რუსთავს 15 ძმის ქალაქი?“  (აქ მასწავლებელი საუბრობს თუ როგორ ააგეს სხვადასხვა ხალხებმა ახალი რუსთავი ძველი ქალაქის ნანგრევებზე და რა როლი ითამაშა ამ საქმეში მეტალურგიულმა ქარხანამ. ყურადღება უნდა გავამახვილოთ მეგობრობაზე, ტოლერანტობასა და ა.შ სხვა გრძნობებსა და ღირებულებებზე)

აქ პირველ რიგში ყურადღება გავამახვილოთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულზე და პატივისცემაზე, ასევე მის მრავალეთნიკურობასა და ტოლერანტობაზე, თუ საიდან მოდის ეს სიჭრელე, რა ურთიერთობების კულტურა არსებობდა ხალხთა შორის საქართველოში საუკუნეთა მანძილზე,  როგორ აისახა ეს ყოველივე მთელს ქვეყანაზე. ყურადღება მივაქცევინოთ მოსწავლეებს, თუ როგორ შრომობენ სხვადასხვა ერის ადამიანები ერთმანეთის გვერდიგვერდ დიდი საერთო საქმისათვის. როგორ ცხოვრობენ მშვიდობიანად და პატივს სცემენ ურთიერთს  სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანები, რომ ყველა მათგანის საერთო სალაპარაკო ენაა ქართული. შეიძლება ვესაუბროთ საუკუნოვანი მეგობრობის მაგალითებზე. მაგ: ქართველ-ებრაელ ხალხთა 26-საუკუნოვანი მეგობრობა,  თბილისის სომხური და მუსლიმური უბნები და სომხურ-აზერბაიჯანულ პანთეონები -  იქ დაკრძალული ცნობილი ადამიანები და სხვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий