понедельник, 24 июля 2023 г.

რა მეთოდები გამოვიყენოთ მხარეთმცოდნეობით თემებთან შეხებისას?

რა მეთოდები გამოვიყენოთ მხარეთმცოდნეობით თემებთან შეხებისას?

მრავალი მეთოდი არსებობს გარემოს გასაცნობად. ეს შეიძლება იყოს ვერბალური, თვალსაჩინოების მეთოდი, პრაქტიკულ-შემოქმედებითი და ა.შ.

ყველაზე  მარტივი და არაჩვეულებრივი მეთოდია  გასეირნება ბუნებაში.  ასეთი გასეირნება შეიძლება ნებისმიერ დროს მოვაწყოთ თემატურად. მაგ:

  • -         „საზეიმო ქუჩა“
  • -         „წინასაახალწლო ქალაქი“
  • -         „ახალი სკვერი“
  • -         „თეატრის აფიშასთან“
  • -         „ქალაქის ქუჩა საღამოს“ და ა.შ. 

გასეირნება, რასაკვირველია უნდა იყოს წინსწარ ორგანიზებული. მაგ: ყველაზე მარტვი და ნაცნობი გასეირნების გეგმა

1.გასეირნება შემოდგომის ტყეში (სკვერში)

(მოკლე გეგმა)

შესავალი (მინისაუბარი) - წელიწადის რა დროა? რა ცვლილებებია ბინებაში? რა ფერები ჭარბობს გარემოში?მოგწონთ თუ არა ტყე? აღწერეთ, როგორია იგი?  ...)

დავალება მოსწავლეებს - სხვადასხვა ფერის და ფორმის ფოთლების შეგროვება, თაიგულების შეკვრა, დახარისხება..

დასასრული - შემოდგომაზე ლექსების კითხვა, პროზაული ლამაზი სიტყვების კითხვა. მუსიკის მოსმენა...

საშინაო დავალება - შეგროვილი მასალებით შექმენით ნახატები და ხელნაკეთი ნივთები  

გაგრძელება სკოლაში - მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა/შეფასება. საუკეთესო ნაშრომის გამოვლენა/ავტორის დაჯილდოება.

 

2. გასვლა მდინარის ნაპირას.  ორივე შემთხვევაში გასეირნებისას  პედაგოგმა მიზანმიმართულად უნდა მიაქცევინოს მოსწავლეებს ყურადღება ბუნების გარემომცველ სილამაზეზე. ეს ამდიდრებს მათ მხატვრულ შემოქმედებითობას, წარმოსახვას, ფანტაზიას, ასტიმულირებს მათ გრძნობებს, რომელმაც შესაძლოა, მომავალში ნახატებში ჰპოვოს გაგრძელება. რაც უფრო აქტიურად და მიზანმიმართულად აკვირდებიან ბავშვები გარემომცველ ბუნებას, მით უფრო შინაარსიანი ხდება მათი შემოქმედება.

1.      თამაში-ვარჯიშები.  მაგალითად,

  • -         „რუსთავი ქალაქია და სამგორი?
  • -         კავკასიონი მთებია და მტკვარი?“ და ა. შ.
  • -          

ასეთი თამაშები აცოცხლებს ბავშვის გონებას, ასტიმულირებს გარემოს შეცნობის სურვილს.

 

2.      ნახატების, ფოტოგამოფენების მოწყობა მოსწავლეთა მონაწილეობით. ეს არის ძალიან ეფექტური საშუალება რეგიონის, ქალაქის, სოფლის გასაცნობად. შესაძლებელია, თემატური გამოფენის მოწყობა უბრალოდ, მხოლოდ დასათაურებით. მაგ:

  • -„ჩემი ქალაქი“
  • -„მაღლივი კორპუსები“
  • -„ახალი სახლის მშენებლობა“
  • -„ჩვენი სკოლა“
  • -„როგორ გავატარე ზეიმი“ და ა.შ.  

 

3.      შემაჯამებელი აქტივობა.  ეს აქტივობა უმჯობესია პედაგოგმა გააკეთოს რაიმე დიდი თემის დასრულების შემდეგ. რომ გაიგოს როგორ გაითავისეს მოსწავლეებმა აღნიშნული საკითხი.

 

6. სწავლების ერთ-ერთი მეთოდია, ასევე, ბავშვების საუბრები მშობლებთან, ეს ავითარებს მოსწავლეებში მეტყველების კულტურას, თხრობის, მსჯელობის და კიდევ სხვა მრავალ უნარს, უმდიდრებს მათ ლექსიკას და ა.შ.  აქაც, მასწავლებელი, შესაძლოა, მიზანმიმართულად, ჩაერიოს საქმეში და სთხოვოს მშობელს  დახმარება - საჭირო თემაზე მიზანმიმართულად ესაუბროს მშობელი მოსწავლეს, რატა განასწყოს ან რამე მცირეოდენი ინფორმაცია მისცეს მომავალი აქტივობისთვის.  ან შესაძლოა, სულაც აქტივობის შემდეგ ერთად განიხილონ ოჯახში  რაიმე თემა.

7. თამაში-მოგზაურობა. ძალიან უყვართ ბავშვებს და ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. მაგალითად:  არაჩვეულებრივი და საინტერესო იქნება -

  • „მოგზაურობა მდინარე მტკვარზე“,
  • „მოგზაურობა დედაქალაქში“,
  • „მოგზაურობა მეზობელ ქვეყანაში“ და ა.შ.

თანამედროვე სასკოლო ტექნოლოგიები არაჩვეულებრივ საშუალებას იძლევა ნებისმიერ ადგილას ვირტუალური ტურების მოსაწყობად.


Комментариев нет:

Отправить комментарий