понедельник, 24 июля 2023 г.

კავშირები

 გარემოს გაცნობა მჭიდრო კავშირშია ფიზიკურ აღზრდასთან, ჯანსაღ კვებასთან, ჯანმრთელი ცხოვრების წესთან, პატრიოტული და მოქალაქეობრივი ღირებულებების გაცნობა-განვითარება-ჩამოყალიბებასთან. მოსწავლეებს უნდა ვესაუბროთ, რომ ისინი არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და რომ სწორედ მათ უნდა დაიცვან და გაუფრთხილდნენ იმ გარემოს, რაშიც ცხოვრობენ თავად.  მათ უნდა შეიგრძნონ, რომ ძალიან მალე თავად გახდებიან  სხვადასხვა სფეროებში დასაქმებული ადამიანები, რომლებმაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ქვეყნის სასიკეთოდ და ეს გადაწყვეტილებები სრულიადაც ნიშნავს იმას, რომ თავად ხან გონებრივად და ფიზიკურად მოუწევთ ქვეყნისათვის ზრუნვა, ქვეყნის დაცვა უცხო, შეაძლოა, მტრულად განწყობილი ძალებისგან. ამისთვის ისინი მუდმივად მზად უნდა იყვნენ ფიზიკური წრთობით, განათლებით - უნდა იყვნენ ძლიერები, მოქნილები, ჯანმრთელები, განვითარებულები, ცოდნით შეიარაღებულები, რომ  ყველა გასაჭირიდან, ყველა პრობლემიდან ადვილად გამოიყვანონ საკუთარი თავი და ქვეყანა. ამ ყველაფერს რომ გაუმკლავდნენ მათ სჭირდებათ პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული, რომელიც გამოიხატება  ჯანმრთელი კვებით, ვარჯიშით და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით,  მათ სჭირდებათ  ქვეყნის სიყვარული, რომელიც თავისი საქმის თავდადებით, ქვეყნისათვის დაუღალავი შრომით, პროფესიონალიზმით უნდა გამოხატონ.  ამ თვალსაზრისით, გარემოს გაცნობის მომენტშიც კი შესაძლებელია მცირე დოზებით მოსწავლეებს გავაცნოთ თემის საჭიროებისამებრ ადამიანის უფლება-მოვალეობები. ყურადღება გავამახვილოთ განათლების, დასვენების, შრომით უფლებებზე,  ეკოლოგიის დაცვაზე, შრომით მოვალეობებზე და ა.შ.  აქ მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ქვეყნის სიყვარული, მისი დაცვა არის არა მხოლოდ კარგი სწავლა ან ცოდნა, არამედ ქვეყნის საკეთილდდღეოდ აქტიური მოღვაწეობა, აქტიური მოქალაქეობა, რომელიც პასუხისმგებლობების  საკუტარ ტავზე აღების უნარს ნიშნავს  ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა გააგრძელონ შემდგომი  თავიანთი მოღვაწეობა.  ეს ყველაფერი ავტომატურად მიდის მოსწავლეთა შრომით აღზრდასთან, რომელზეც მშობელმაც უნდა იზრუნოს და სკოლამაც. მათ უნდა გაიაზრონ, რომ სამშობლოს სიყვარული გამოიხატება არა მხოლოდ ღრმა გრძნობებით და ლამაზი სადღეგრძელოების მიძღვნით, არამედ სამშობლოს საკეთილდღეოდ შრომითი აქტიურობით. ჩვენ უნდა წავახალისოთ მოსწავლეთა დამოუკიდებელი შრომითი მოღვაწეობა. შესაძლოა, ორგანიზება გავუკეთოთ ამა თუ იმ შემთხვევაში საზოგადოებრივი მოტივით შრომით აქტივობას.   მაგალითად, პედაგოგმა უნდა წაახალისოს უწესრიგობის დამოუკიდებლად მოწესრიგების სურვილი და ამით ასწავლოს მოსწავლეს საერთო კეთილდღობის რეზულტატით ტკბობა.  შესაძლოა მოვაწყოთ ერთი წამახალისებელი აქტივობა - მშობლებისა და შვილების ერთობლივი პროექტი. მაგ: „ჩვენი სკოლის ეზოს გამწვანება“.  

Комментариев нет:

Отправить комментарий