понедельник, 20 ноября 2023 г.

ვირტუალურ სამყაროში გადაშვებული უწიგნური თაობა

პრობლემა, რომელიც ბუმერანგივით გვიბრუნდება

სულ რაღაც 5-6 წლის წინაც კი მოზარდები ერთმანეთისთვის საუკეთესო საჩუქრად კარგ წიგნს მიიჩნევდნენ. მშობლები, თავის მხრივ, ცდილობდნენ საბავშო ბიბლიოთეკა გაემდიდრებინათ და საკუთარი შვილისთვის კიდევ უფრო შეეყვარებინათ კითხვა.

რა ხდება დღეს? ახლა აღარც წიგნია საუკეთესო საჩუქარი და არც მშობლები იღწვიან შვილების წიგნიერი განათლებისათვის, ის კი არადა, ბევრმა სულაც არ იცის, რომ არსებობდნენ: ალექსანდრე დიუმა, მაინ რიდი, თეოდორ დრაიზერი, სერვანტესი, ჯონატან სვიფტი, შტეფან ცვაიგი, ლევ ტოლსტოი, ანტონ ჩეხოვი და კიდევ სხვები, რომელთა შემოქმედებაზე თაობები აღიზარდნენ. წარმოიდგინეთ, რომ დღევანდელი მოზარდი დიდი ქართველი მწერლების შემოქმედებასაც იმდენად იცნობს, რამდენადაც სკოლაში გაეცნობა, ანუ სავალდებულო სასკოლო პროგრამის ფარგლებში.

სამაგიეროდ დღეს ბავშვმა შეიყვარა კომპიუტერი და შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე გადაეშვა ამ ვირტუალურ სამყაროში. ბევრი მოზარდი ამბობს, რომ მისთვის საჭირო ცოდნას კომპიუტერიდანაც იღებს. რა ცოდნით იარაღდება ჩვენი მომავალი თაობა და რა განათლებით მიდის უმაღლეს სასწავლებელში? 




“ამბიონმა” მცირე გამოკითხვა ჩაატარა. შედეგები იხილეთ აქ -  ვირტუალურ სამყაროში გადაშვებული უწიგნური თაობა

Комментариев нет:

Отправить комментарий