понедельник, 20 ноября 2023 г.

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე



  თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე  

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე მე-20 საუკუნის ევროპული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. შორეულ ბრაზილიაში, მოგვიანებით კი დასავლეთ ევროპაში მოღვაწეობის მიუხედავად, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ვაჩნაძეს საქართველოსთან კავშირი არ დაუკარგავს. ამის დასტური სწორედ მისი შემოქმედებაა, რომელშიც ქართულ შტრიხებს ადვილად ამოიცნობთ. ამ შემოქმედებას საქართველოში მაინცდამაინც დიდი წრე არ იცნობს. ამის გამოსწორება სცადა საქართველოს ბანკმა, რომლის მხარდაჭერით  თბილისში დე ლეტეს ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ამასთან, გამოვა წიგნი, რომელიც ვაჩნაძის ბიოგრაფიულ ცნობებსა და ნახატებს გააერთიანებს.

და მაინც: ვინ იყო ქართველი მხატვარი, რომელმაც კრისტიან დიორისთვისაც კი შექმნა ესკიზები; რომელზეც მე-20 საუკუნის ევროპული პრესა აღფრთოვანებული წერდა; რომელიც ყოველთვის ამტკიცებდა, რომ არც საბჭოელი იყო და არც ფრანგი, არამედ — ქართველი.

Комментариев нет:

Отправить комментарий