понедельник, 1 августа 2016 г.

რისგან შედგება დამრიგებლის პორტფოლიო?

პორტფოლიო შემდეგ დოკუმენტებს შეიცავს:
1.    თავფურცელი (რას წარმოადგენს პორტფოლიო, ვის (რომელ კლასს ეკუთვნის), ვინ არის დამრიგებელი, თარიღი (რა პერიოდს  ეკუთვნის ანუ სასწავლო წელი)
2.    დამრიგებლის უფლება-მოვალეობებს
3.    მოსწავლის და მასწავლებლის ეთიკის  კოდექსებს (პრობლემების წარმოქმნის საჭიროებებისათვის)
4.    ციკლოგრამა.  (რა და რა რაოდენობით უნდა შეამოწმოს დამრიგებელმა ცილურად: მაგ: ყოველდღე. კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ და ა.შ)
5.    მოსწავლეთა პირადი  მონაცემები

სახელი, გვარი
პ./ნომერი
დაბ./თარიღი
ტელეფონი
მშობლები
მოქალაქეობა








·         მოსწავლის  პირადი და საკონტაქტო მონაცემები;
·         ინფორმაცია მოსწავლეთა ჩართულობაზე სკოლაში და სკოლის გარეთ წრეებსა და სექციებში და მათი წარმატებები
·         მოსწავლეთა მოკლე დახასიათებები მშობლებისაგან (ფიზიკური, მორალური, ესთეტიკური განვითარების, ჯანმრთელობის მდგომარეობის სესახებ. მათი უნარები და ა.შ. (შეიძლება ანკეტირების გაკეთება, ასევე, ინდ./გამოკითხვაც))
·         მშობელთა (ოჯახის სხვა წევრთა)  პირადი და საკონტაქტო მონაცემები

მშობლები
და-ძმები და სხვა ოჯახის წევრები
ოჯახის წევრთა პროფესია და საქმიანობა

პირ./ნომრები და საკონტაქტო ტელეფონები
რით დაეხმარებიან კლასის საერთო საქმეს?
1.
2.


1.
2.
3.




1.
2.







·         მშობელთა სამსახურებრივი მონაცემები (რა პროფესიის არიან, ამჟამად რას საქმიანობენ, რით შეუძლიათ საჭირო შემთხვევაში კლასის საერთო საქმეში დახმარება - სიტყვით საქმით, მატერიალურად, ფიზიკურად და ა.შ.)
·         მოსწავლის სოციალური და ოჯახური პირობები, უნდა ეწვიოთ ბინაზე ერთხელ მაინც, რომ გაარკვიოთ მოსწავლეს რა პირობებში უხდება ცხოვრება და არსებობა.

6.    სადამრიგებლო გეგმა
მიმართულებები:
pirovnuli da moraluri ganviTareba
garemos dacviTi kultura da cxovrebis jansaRi wesi
usafrTxoeba da moqalaqeobriv - patriotuli cnobiereba
inteleqtualuri da esTetikuri ganviTareba

რამდენიმე სასაუბრო თემა
*      რაში ვლინდება კლასის ღირსება?
*      მე და ჩემი ქალაქი.
*       ზრდილობა ადამიანის საუკეთესო სამკაულია.
*       უპირველესი სათნოება მამულისათვის თავდადებაა.

7.    ერთი მაინც ჩატარებული კლასის საათის ანალიზი

თარიღი
თემა
მიზანი
დამსწრეთა რაოდენობა
აქტივობები
შედეგები
რეფლექსია










8.    გაცდენების აღრიცხვის ფურცელი (სულ7 ცალი)
*      3 ცალი  I სემესტრიში (ოქტომბერი, ნოემბერი, სემსტრის ბოლოს)
*      3 ცალი მე-II სემსტრში (მარტის ბოლოს, მაისის შუა რიცხვებში და სემსტრის ბოლოს)
*      და ერთი წლის ბოლოს
*      აუცილებლად უნდა იყოს აქვე, მოსწავლეთა ცნობები, მშობელთა განცხადებები და გაცდენებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.

ეს ყველაფერი არის მიმდინარე გაცდენების კონტროლის მექანიზმი და ასევე, რიგ შემთხვევებში (როდესაც საქმე გვაქვს არაადექვატურ მშობელთან ან მოსწავლესთან) დამრიგებლის ცოცხალი ფაქტი, ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვითი  იარაღი.

9.    აკადემიური მოსწრება

*      3 ცალი  I სემესტრიში (ოქტომბერი, ნოემბერი, სემსტრის ბოლოს)
*      3 ცალი მე-II სემსტრში (მარტის ბოლოს, მაისის შუა რიცხვებში და სემსტრის ბოლოს)
*      და ერთი წლის ბოლოს
*      შესაძლებელია ინდ./შეფასებები საჭიროების შემთხვევაში)

ეს ყველაფერი არის მიმდინარე აკადემიური მოსწრების  კონტროლის მექანიზმი და ასევე, რიგ შემთხვევებში (როდესაც საქმე გვაქვს არაადექვატურ მშობელთან ან მოსწავლესთან) დამრიგებლის (გნებავთ საგნის მასწავლებლისაც)  ცოცხალი ფაქტი, ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვითი  იარაღი.

10. მშობლებთან და მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია.
მოხსენებითი ბარათები
ოფიციალური შეტყობინებები

11. მშობელთა კრებების განრიგი და თემატიკა წლის მანძილზე
მოსაწვევის ნიმუში
კრების შესახებ გაფრთხილებულ მოსწავლეთა სია ხელმოწერებით
კრებაზე დამსწრე მშობელთა სია ხელმოწერებით
ჩატარებული კრების ოქმები
განხილულ საკითხთა მატერიალური ან ელექტრონული რესურსები

12. კლასის სხვადასხვა ღონისძიებების ამსახველი მასალა
*      სიტყვიერი ანგარიშები
*      ფოტომასალები
*      ვიდეომასალები

ჩატარებული ღონისძიება
თარიღი
მიზანი
შედეგები
რეფლექსია

13. სასწავლო წლის დამთავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე კლასისფიცირებული მონაცემები
*      ვინ გადავიდა
*      ვინ გადმოვიდა
*      ვის ჰყვება 30%-ექსტერნის გამოცდა
*      ოფიციალური შეტყობინებები მშობელთა ხელმოწერებით და ა.შ.

14. სემესტრული და წლიური ანგარიშები
*      სიტყვიერი
*      ელექტრონული


15. შეიძლება ჩავალაგოთ წლის ბოლოს კლასის რეიტინგი (ე.წ. სტატისტიკური მონაცემები.  ეს წარმოგვიდგენს კლასის საერთო სურათს და საშუალებას მოგვცემს მომავალში გავითვალისწინოთ ჩვენი მუშაობის დაგეგმვისას). მაგ:
*      ხშირად გამცდენი მოსწავლეების პირველი სამეული
*      წარმატებული მოსწავლეების პირველი სამეული
*      სუსტი მოსწავლეების პირველი სამეული
*      კლასში მაღალრეიტინგული საგნების სამეული
*      კლასში დაბალრეიტინგული საგნების სამეული
*      კლასში პედაგოგთა რეიტინგები
*      კლასში საგნობრივი რეიტინგები და ა.შ.

16. აქ შეიძლება კლასში მოტივაციის ასამაღლებლად, გაცდენების შესამცირებლად და ა.შ.  კლასთან  ერთობლივად (ან დამრიგებლის ინიციატივით) შემუშავებული  სხვადასხვა  ჯილდოები  და მათი ნიმუშების შესანახი ადგილიც გამოვძებნოთ პორტფოლიოში.

რასაკვირველია, ეს არ არის ოქროს წესი. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ის, ჩაამატოთ დამატებით თქვენთვის საჭირო გარკვეული სახის მასალა, ასევე, ამოაკლოთ რაც გნებავთ.
ერთი სიტყვით, ეს არის სრული შემოქმედებითი პროცესი, თქვენზეა დამოკიდებული როგორი სახე ექნება მას. შეგიძლიათ, საჩუქარიც კი გაუკეთოთ წლის ბოლოს საკუთარ თავს საინტერესო, ლამაზი და მიმზიდველი პორტფოლიოს შექმნისათვის.  და რაც მთავარია, აუცილებლად აჩვენეთ ის საკუთარ ხელმძღვანელობას და კოლეგებს. მიიღეთ მათგან რჩევები, რასაც აუცილებლად გაითვალისწინებთ მომავალში.

2 комментария:

  1. შესანიშნავია, ნებისმიერ კლასის დამრიგებელს კარგ დახმარებას გაუწევს....მადლობა, ფიქრია, უძლიერესი პედაგოგი ხარ/ გისურვებ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить
  2. კარგი, ნუ მაქებ, გავწითლდი. მგონი ზედმეტი მოგივიდა..

    ОтветитьУдалить